თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2018, 19:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1742,
კომენტარები: 8
რეშფორდს ევროპული გრანდები იწვევენ
ინგლისელის გადაბირებით დიდი კლუბები არიან დაინტერესებულნი.
რეშფორდს ევროპული გრანდები იწვევენ
"ბარსელონა" მზად არის, კონკურენცია გაუწიოს მადრიდის "რეალსა" და "მილანს" მარკუს რეშფორდის შეძენაში.

"ბარსას" ბოსები "ოლდ ტრაფორდზე" ახალგაზრდა ინგლისელის მდგომარეობას აკვირდებიან და ვინაიდან მისი მომავალი ცხადი არ არის, მისი შეძენის მცდელობა ექნებათ.

მარკუსმა ჟოზე მოურინიოს პერიოდში პროგრესირება საკმაოდ შეანელა და მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ 5 გატანილი გოლია პრემიერ ლიგაში.

მოსალოდნელი იყო, რომ რეშფორდს კლუბი დაეტოვებინა, რომ არა ოლე გუნარ სულშერის მისვლით მიღებული ახალი მუხტი.

მაგრამ ეს არ გამორიცხავს მარკუსის შეძენის ხელმისაწვდომობას და "ბარსელონა" არ აპირებს ასეთი შანსის ხელიდან გაშვებას, თუკი შესაძლებელი იქნება.

ესპანური გრანდების გარდა კარგი ტრანსფერების მოლოდინშია "მილანიც", რომლის ერთ-ერთ სამიზნეს ასევე რეშფორდი წარმოადგენს.

აღნიშნულ სამ კლუბს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს რეშფორდის ირგვლივ არსებული მდგომარეობა, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" მის მომავალს ცალსახას არ ხდის.

"იუნაიტედს" უკვე ჰყავს შემადგენლობაში ალექსის სანჩესი, რომელუ ლუკაკუ, ენტონი მარსიალი და ჯესი ლინგარდი, რომლებიც გარკვეულწილად ინგლისელის კონკურენტებად ითვლებიან სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად.

სულშერის მწვრთნელობის პერიოდში იანვრის სატრანსფერო ფანჯარამ კი შეიძლება ეს კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდოს, თუმცა კლუბის უმთავრესი სამიზნე ცენტრალური მცველი იქნება.

"ბარსელონამ" წინა იანვარს 148 მლნ. ფუნტი დახარჯა ფილიპე კოუტინიოს შეძენაში და მოსალოდნელია, რომ ამგვარად არ მოიქცევა რეშფორდის შემთხვევაში. ამის ნაცვლად კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის გახსნას დაელოდება.

"რეალი" კი თავის მხრივ დროებითი მწვრთნელის, სანტიაგო სოლარის ხელმძღვანელობისას სერიოზულ ინვესტიციებს არ ჩადებს ტრანსფერში.

რაც შეეხება "მილანს", იტალიურ კლუბს UEFA-სთან ფინანსური ფეირ-პლეის გამო სანქციები აქვს ასარიდებელი, რის შემდეგაც ტრანსფერის განხორციელების უფლებას მოიპოვებს.

ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნების სურვილით მოქმედი "მილანი" ახალგაზრდულ ნიჭს ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს.

წყარო: express
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
23 დეკემბერი 2018 20:33
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ადმინებთან ერთი თხოვნა მაქვს,იქნებ ფუნქციებში მიუთითოთ რეგისტრაციის გავლის შემდეგ რაღაცა დრო მაგალითად 24 საათი ან 12 საათი რომ ყველა დედაზე ადრე მოტ****მა არ წეროს კომენტარები.
5
№2
ავტორი: giorgi_mg
23 დეკემბერი 2018 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მე ვდიქრობ რომ რეში ბევრად გაზრდილია ამ სეზონში, პრიცელი გაასწოროს და ერთ-ერთი საუკეთესო გახდება მსოფლიოში.
თუ არ გავაგდეთ ან არ გავყიდეთ მგონია რომ ეს ბიჭი თავისი ნებით არ წავა ამ გუნდიდან.
0
№3
ავტორი: ikeoni
23 დეკემბერი 2018 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Jer xo gamoricxulia amis wasvla da mere Milans ra unda mitxarit:)))
0
№4
ავტორი: krekera
24 დეკემბერი 2018 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
რეშის გაშვება ძალიან დიდი შეცდომა იქნება!
0
№5
ავტორი: stepno
24 დეკემბერი 2018 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამას არავი გაუშვებს
0
№6
ავტორი: gela-manchesteri 20
24 დეკემბერი 2018 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
არც წავა და არც გაუსჰვებენ
0
№7
ავტორი: The Special One
24 დეკემბერი 2018 17:50
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მილანში არა დინამოში წავიდეს კიდე ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: SANDROGRIGA
24 დეკემბერი 2018 22:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ წავა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top