რა დავინახეთ "იუნაიტედი" - "კარდიფ სიტის" მატჩში.
თამაში, რომელსაც მოუთმენლად ელოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარი, შესანიშნავი შედეგით დასრულდა. რა დავინახეთ ამ მატჩში?
1.
24 საათში შესაძლებელია თამაშის სტილის შეცვლარისი გაკეთება შეგიძლია, როცა მხოლოდ 1 დღეა, რაც გუნდს ხელმძღვანელობ? ბევრი რამის, თუკი გუნდში განსწავლული და ნიჭიერი ფეხბურთელები გყავს. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეუძლებელია ასეთ მოკლე დროში. შეუძლებელია ფიზიკური კონდიციების განვითარება, შეუძლებელია დალაგებული და გაუვალი დაცვის აშენება, მაგრამ შეგიძლია გუნდს აუკრძალო ბურთის გადაგდება და 1-0 ანგარიშზე საჯარიმოში ჩადგომა.
"კარდიფ სიტის" წინააღმდეგ მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ 10-ჯერ ჩააწოდა საჯარიმოში, აქედან 7-ჯერ კუთხურიდან. გამოდის 90 წუთის განმავლობაში "იუნაიტედმა" მხოლოდ 3-ჯერ ჩააწოდა.
შედარებისთვის, იგივე კარდიფმა 16 კროსი გამოიყენა (4 კუთხურიდან).

მოდი განვიხილოთ "მანჩესტერის" ბოლო რამდენიმე მატჩის სტატისტიკა. "ლივერპულთან" მატჩი უნდა გამოვტოვოთ, ამ თამაშში შეტევის მსგავსი არაფერი გვინახავს. "ვალენსიასთან" წაგებულ მატჩში იუნაიტედმა 18-ჯერ ჩააწოდა, ხოლო "ფულემთან" 25-ჯერ. კუთხურებს თუ გამოვაკლებთ, "იუანიტედი" მატჩში საშუალოდ 10-ზე მეტ კროსი უგროვდება. 4-5-ჯერ მეტი ვიდრე გუშინდელ მატჩში, სადაც სულშერის გუნდი დომინირებდა და და უტევდა მთელი მატჩის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ბურთი მუდმივად მინდორზე იყო და თამაში აეწყო ერთი შეხებით პასებზე. ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ გუნდში შეკრებილია მაღალკვალიფიციური მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ასე თამაში და არ დაჭირდა დიდ დრო ახალ სტილზე გადასართავად. ახლა მთავარი ურთიერთაგეგბაზე მუშაობაა.
2.
პოლ პოგბას შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.პოლ პოგბა გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მიაღწია გადაცემების 3 ციფრიან ნიშნულს - 100 გადაცემა.
ასევე პოგბამ, იანგთან ერთად, ყველაზე მეტჯერ 9-ჯერ დაუბრუნა ბურთი გუნდს.
თუ დავაკვირდებით პოგბას გადაადგილების რუკას, შევამჩნევთ, რომ ის მკაცრად საკუთარ პოზიციაზე - ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა.

საინტერესოა ისიც, რომ პოგბა ხშირად იწევდა ფლანგისკენ სიღრმეში, სწორედ აქედან წამოვიდა პირველი საგოლე გადაცემა, როდესაც მოედნის ცენტრში გათავისუფლდა ზონა, რომელშიც ერერამ შეირბინა.
პოგბა ძალიან სასარგებლო იყო ამ მატჩში. იყო მომენტები, როდესაც ის იკარგებოდა მოედნის ცენტრში, ვერ პოულობდა რა თავისუფალ ზონებს, მაგრამ ეს ყველაფერი წვრილმანია, რომელსაც თამაშზე ზეგავლენა არ მოუხდენია.
3.
"მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია მოწინააღმდეგეზე მეტი ირბინოს.ეს შესაჩმნევი გახდა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში. "იუნაიტედის" ფეხბურთელები მოწინააღმდეგეზე მეტს მოძრაობდნენ და კომბინირებდნენ ერთმანეთში.
მოურინიოს გუნდის ერთ-ერთი მთავარი პორბელმა სწორედ ნაკლები მოძრაობა იყო. "იუნაიტედს" მატჩში საშუალო გარბენით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, და ზოგჯერ ყველაზე დაბალი, მაჩვენებელი ჰქონდა. თუ პასიური შეტევები და დაცვაში ჩაჯდომა შეიძლება ჟოზეს სტილს დავაბრალოთ, მოძრაობის პრობლემას ეს ვერ გაამართლებს. ჩნდება ეჭვი, კარგად არიან ფეხბურთელები ფიზიკურად მომზადებული?
სულშერი ამბობს, რომ "ეს მიდგომის საკითხია, მაგრამ როდესაც გუნდში ჯესი და რეში გყავს, ასეთ გუნდს უბრალოდ არ შეუძლია ნაკლები ირბინოს."
არსებობდა იმის საშიშროება, რომ გუნდს არ ეყოფოდა ძალები და მატჩის ბოლოს დაღლილობა შეეტყობოდათ, თუმცა ეს შიში არ გამართლდა.
- ბურთის ფლობის საუკეთესო მაჩვენებელი ეპლის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში.
- გადაცემების სიზუსტის საუკეთესო მაჩვენებელი ეპლის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში.
- გოლების რაოდენობის საუკეთესო მაჩვენებელი მიმდინარე სეზონში.

4.
ეს უბრალოდ "კარდიფია".ნერვების მომშლელი, მაგრამ ლოგიკური ფრაზა. ზოგიერთი გულშემატკივარი ყველაფერში პოულობს ნეგატივს და აუცილებლად შეგახსნებენ, რომ არ ღირს ამ მატჩის შემდეგ ეიფორიაში ჩავარდნა.
დიახ ეს უბრალოდ "კარდიფია", მაგრამ მანამდე ასევე იყო უბრალოდ "ვალენსია", უბრალოდ "საუთჰემპტონი" და უბრალოდ "კრისტალ პალასი".
შეიძლება გამართლებასაც ჰქონდა ადგილი - სწრაფი გოლი, ერერას რიკოშეტი, მაგრამ ის რაც მინდორზე ვნახეთ, ის რასაც სტატისტიკაში ვხედავთ - სწორედ ისაა, რასაც ამდენი ხანი ელოდა გულშემატკივარი. მათ დაიმსახურეს სიხარული და ბედნიერება მეტოქის ძალის მიუხეადავად.
5.
ხუთიპრესკონფერენციაზე ოლემ ყურადღება მიაქცია იმას, რომ "იუნაიტედმა" ბოლოს პრემიერლიგის შეხვედრაში 5 გოლი ფელანის გუნდში ყოფნისას გაიტანა - სერ ალექს ფერგიუსონის უკანასკნელ მატჩი "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ, რომელიც 5-5 დასრულდა.
აქ მხოლოდ პრემიერლიგა იგულისხმება. ამ დროის განმვავლობაში იყო ორი შემთხვევა, როდესაც "იუნაიტედმა" 5 გოლის გატანა მოახერხა მეტოქის კარში.
დევიდ მოიესის დროს ჩემპიონთა ლიგაზე ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ. იმ დასამახსოვრებელ მატჩში "იუნაიტედმა" ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა.
ლუი ვან გაალის დროს ევროპის ლიგაზე, "იუნაიტედმა" "მიდტიულანდს" გაუტანა 5 გოლი და საბოლოოდ ანგარიში 5-1 გაიმარჯვა.
მოურინიოს მწვრთნელობისას ოფიციალურ მატჩებში 4-ზე მეტი გოლი არასდროს გაუტანია გუნდს.
ასე რომ, ბოლო 5 წელიწადში 5 და მეტი გოლი გუნდმა გაიტანა:
- ერთხელ მოიესის მწვრთნელობისას
- ერთხელ ვან გაალის მწვრთნელობისას
- ერთხელ სულშერის მწვრთნელობისას
მშვენიერი დასაწყისია.
წყარო:
Carrick.ru