თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2018, 02:50
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1955,
კომენტარები: 6
"უბრალოდ გვთხოვა, რომ სიამოვნება მიგვეღო"
ლინგარდი გასახდელში მიმდინარე საუბრების შესახებ
დღეს ჯესი ლინგარდმა ორი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

"MUTV"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ლინგარდმა დღევანდელ მატჩზე ისაუბრა. მან გატანილ პენალტზეც გააკეთა კომენტარი.

"უეცრად გადავწყვიტე, რომ ამას შევძლებდი და საკმარისი თავდაჯერება მქონდა პენალტის გასატანად. წლებია ეს ჩემს თავზე არ ამიღია, თუმცა ვიგრძენი, რომ შევძლებდი. ამის შემდეგ უფრო და უფრო მეტის გატანა მინდოდა და მიხარია, რომ მეორე ბურთიც მოვათავსე მოწინააღმდეგის კარში."
 
"გუნდიც ძალიან კარგად წარსდგა გულშემატკივრების წინაშე. რაც მთავარია, გოლის გაშვების შემდეგ კლუბში პანიკა არ შექმნილა. სწორი განწყობა შევინარჩუნეთ და სვლა განვაგრძეთ. ვფიქრობ, ენტონის გოლმა ისინი გაანადგურა. ამის მერე ისევ მეტი გვინდოდა და უბრალოდ ვაგრძელებდით და ვუტევდით."
 
ყველას ძალიან აინტერესებდა, თუ რა უთხრა ოლემ ფეხბურთელებს მატჩის წინ. ლინგარდმა ცოტაოდენი ამის შესახებაც ისაუბრა:

"უბრალოდ გვთხოვა, რომ პოზიტიურები ვყოფილიყავით და გაგვერისკა. თუ დაკარგავ ბურთს - დაიბრუნე, ითამაშე ისე, როგორც თამაშობს "იუნაიტედი" - შემტევი ფეხბურთი, თვალწარმტაცი თამაში. ჩვენ, მოთამაშეებმა, დღევანდელი თამაშით დიდი სიამოვნება მივიღეთ."

ლინგარდმა ორ გოლთან ერთად ასისტიც მიითვალა, თუმცა ამ გოლში მხოლოდ მას და მარსიალს არ მიუღიათ მონაწილეობა, ეს პოგბას დამსახურებაც იყო.
 
"როდესაც ახლოს ვთამაშობთ, ერთი ან ორი შეხებით ვგზავნით ბურთს, სწორედ ამით ვიღებთ სიამოვნებას. ყველამ ნახეთ, რა საოცარი გოლი გაიტანა ენტონიმ, ეს შესანიშნავი კომბინაციის შედეგი იყო. საბედნიეროდ, მთელი თამაში ასეთი იყო და არა ერთი, კონკრეტული მომენტი."

"მე ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გოლი იყო. მის შექმნაში ყველაი იყო ჩართული, დაწყებული დაცვიდან, დამთავრებული ფორვარდებით."

"ჩვენთვის ახლა ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა მათგანზე თავიდან მოვახდინოთ კონცენტრირება. დღევანდელი დღე კარგი იყო, მაგრამ უკვე წარსულია. ახლა მთლიანი ენერგია შემდეგი თამაშისკენ უნდა მივმართოთ. განვაგრძობთ წინ სვლასა და ქულების მოგროვებას და იმედი მაქვს, რომ ცხრილში მაღლა ავიწევთ."

"ძალიან მოგვწონს ასე თამაში. მაქსიმალურს სიამოვნებას ვიღებთ ფეხბურთისგან, მითუმეტეს მაშინ, როცა "ოლდ ტრაფორდზე" ვთამაშობთ, რადგან ყოველთვის ვიცი, რომ "ოცნების თეატრის" გულშემატკივრები არ დანებდებიან."

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღევანდელმა გამარჯვებამ არ უნდა მოგვადუნოს და მთელი ენერგია მომავალი მატჩისკენ მივმართოთ. "ჰადერსფილდთან" ყველაფერო განსხვავებული იქნება, მაგრამ სანამ რწმენა გვაქვს და სანამ სტადიონზე გამარჯვების ასეთი ჟინით შევალთ, თამაშის მოგება შეგვეძლება," -დაასრულა ლინგარდმა.

ManUtd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Brooklyn10
23 დეკემბერი 2018 03:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ადმინ ვინ ჟოზემ?
1
№2
ავტორი: Ryan Giggs 11
23 დეკემბერი 2018 03:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ყველას ძალიან აინტერესებდა, თუ რა უთხრა "ჟოზემ" ფეხბურთელებს მატჩის წინ. ლინგარდმა ცოტაოდენი ამის შესახებაც ისაუბრა????????????????????????????

ეს არასდროს არავის აღარ შეგეშალოთ, გულით გთხოვთ love love
4
№3
ავტორი: Buk777
23 დეკემბერი 2018 04:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Pogba iwyebs mis tamahs naxavt rogor daxazavs stadions
0
№4
ავტორი: ikeoni
23 დეკემბერი 2018 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midit bichebo Ese unda gavagzelot❤️
1
№5
ავტორი: tazooo
23 დეკემბერი 2018 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მანჩესტერის ფანებო თქვენი დედები, ტყუილად ნუ დაბლოკავთ მაინც ხლიდან დვრეგისტრირდები.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2018 14:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლინგარდი კარგი იყო კარდიფთან, ისევე როგორც მთელი გუნდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top