თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2013, 23:58
ავტორი: Esi,
ნანახია: 2285,
კომენტარები: 15
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი
5 რამ,რაც ამ შეხვედრიდან უნდა ვისწავლოთ...
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი
14 თებერვალს სანტიაგო ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალში ერთმანეთს ორი მსოფლიოს საუკეთესო კლუბი მადრიდის რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდნენ.შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა და ამით სტუმარმა კლუბმა ამ დაპირისპირებაში ცოტაოდენი უპირატესობა მოიპოვა,რადგანაც განმეორებითი შეხვედრა 5 მარტს ოლდ ტრაფორდზე გაიმართება,რაც მანჩესტერ იუნაიტედის წისქვილზე ასხამს წყალს.

ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,რომ მადრიდის რეალმა ვერ გამოიყენა მოედნის ფაქტორის შანსი,ამიტომაც ყველაფერი ოლდ ტრაფორდზე გადაწყდება.მაგრამ ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ ისიც,რომ რეალი ადვილად არაფერს არ დათმობს და ჯერ კიდევ გასარკვევია თუ ვინ გავა შემდეგ ეტაპზე "სამეფო კლუბი" თუ "წითელი ეშმაკები"



1.განმეორებით შეხვედრაში უპირატესობა იუნაიტედის მხარესაა...

რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი
მას შემდეგ რაც მანჩესტერ იუნაიტედმა შესძლო და ბერნაბეუზე ფრედ 1-1 ითამაშა,რა თქმა უნდა უპირატესობა მოიპოვა,რადგანაც განმეორებითი შეხვედრა ოლდ ტრაფორდზეა,სადაც მანჩესტერი ყველასთან ფავორიტია.იუნაიტედმა პირველ შეხვედრაში მოახერხა ის,რომ მეტოქის მოედანზე გაიტანა გოლი.მოგეხსენებათ ასეთი დონის ტურნირებზე სტუმრად გატანილ გოლს ხშირად გადამწყვეტი როლი ენიჭება.მით უმეტეს ასეთი ორი კლუბის დაპირისპირების დროს თითოეულ გოლს ძალიან დიდი მნიშნველობა აქვს და სერ ალექსის ბიჭებმა პროგრამა მინიმუმი ბერნაბეუზე შეასრულეს.ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც,რომ იუნაიტედმა შეხვედრა 1-1 დაასრულა და ოლდ ტრაფორდზე მათვის 0-0 შედეგიანი ფრე იქნება და თუ ის მატჩი ამ ანგარიშით დამთავრდა,მაშინ შემდეგ ეტაპზე "წითელ ეშმაკებს" ვიხილავთ.მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც,რომ ასეთი კლუბების დაპირისპირებისას ეს ანგარიში ნაკლებლად სავარაუდოა.არც მანჩესტერი და არც რეალი არ არის ისეთი კლუბი,რომელიც შედეგიანი ფრისთვის გავა მოედანზე.



2.მივიწყებული ფორმა...რეალი მსოფლიო დონის კლუბია...

რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი
მტკიცება იმის შესახებ თუ რა დიდის დონის კლუბია მადრიდის რეალი უბრალოდ ზედმეტია,თუნდაც იმის გათვალისწინებით,რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ სწორედ მადრიდის რეალს აქვს ეს ტიტული მოპოვებული.მაგრამ აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ,რომ ამ წელს "სამეფო კლუბს" საქმეები კარგად არ მისდის.ისინი თავიანთ ჩვეულ ფორმაში არ იმყოფებიან,რაზეც ისიც მეტყველებს,რომ ესპანეთის შიდა ჩემპიონატში რეალი საგრძნობლად ჩამორჩება პირველ ადგილოსან ბარსელონას და ფაქტობრივად ყველანაირი შანსი დაკარგა იმისა,რომ კატალონიურ კლუბს დაეწიოს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი,რეალმა მთელი ძალები ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანა,მაგრამ ეს შეხვედრაც მათი სასურველი შედეგით არ დასრულდა.ისეთი ფეხბურთელები,როგორებიც მესუტ იოზილი და კრისტიანო რონალდოა,ისინიც არ არიან ისეთ ფორმაში,როგორ ფორმაშიც თუნდაც გასულ სეზონში იყვნენ.ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი რეალს მოუწევს ოლდ ტრაფორდზე ბევრი რამის დამტკიცება და რაც ყველაზე მთავარია შეხვედრის მათთვის სახარბიელო ანგარიშით დასრულებით,რაც ძალიან გაუჭირდებათ,რადგან მათი მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედია.



3.ფერგიუსონის არჩევანი...დაცვაში ევანსი ითამაშებს...

რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი
ყველა ვინც ამ შეხვედრას ელოდა ალბათ გაკვირვებული დარჩა იმ ფაქტით,რომ მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი ნემანია ვიდიჩი,რომელიც გამოჯამრთელდა და არანაირი ტრავმა არ აწუხებს ამ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო და მის მაგივრად ფერგიუსონის გადაწყვეტილებით ჯონი ევანსმა ითამაშა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათლად გამოჩნდა,რომ სერ ალექსი არც ამჯერადაც შემცდარა.ევანსმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამ შეხვედრაში და არა მარტო რეალთან დაპირისპირებაში.ევანსისთვის ეს სეზონი ძალიან წარმატებულია და ის საოცარ ფორმაშია,რასაც ფერგიუსონი ამჩნევს კიდევაც და აძლევს შანს ევანს,რომელიც ამ შანს ძალიან კარგად იყენებს.ხოლო რაც შეეხება რეალთან დაპირისპირებაში ევანსი ძალიან დაეხმარა ფერდინანდს,რომ მოეგერიენებინათ მადრიდელების შეტევები.ორივე ზემოდხსენებული კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ შეხვედრაში.



4.დანი უელბეკი "დიდი მატჩების" ფეხბურთელი...

რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი
მომდევნო სიურპრიზი,რაც შოტლანდიელმა სპეციალისტმა ამ შეხვედრაში შემოგვთავაზა იყო ის,რომ მანჩესტერ იუნაიტედის სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ ახალგაზრდა ინგლისელი ფორვარდი დანი უელბეკი,რომელმაც გოლის გატანა მოახერხა და გარდა გოლისა ის ერთ-ერთი აქტიური გახლდათ პირველ ტაიმში "წითელი ეშმაკების" რიგებიდან.ის ხშირად შედიოდა ბრძოლებში და უმეტესად გამარჯვებული გამოდიოდა.ასევე ჩამოდიოდა და ეხმარებოდა ნახევარდაცვასა და დაცვის ხაზს შეტევების განეიტრალებაში.თუ უელბეკის თამაშებს გადავხედავთ ეს არ არის მისი ასეთი კარგი თამაში პირველი,რადგანაც ჰქონია მას შეხვედრები "დიდ კლუბებთან",სადაც შესანიშნავად უთამაშია.თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ,რომ უელბეკი არის ფერგიუსონის კოზირი "დიდ მატჩებში".ბევრი ფეხბურთის მოყვარული კი ამ ფაქტს აიგივებს იმასთან,რომ სერ ალექს წლების მანძილზე ასეთ კოზირად კორეელი პარკ ჯი სუნგი ჰყავდა,რომელიც "დიდ მატჩებში" შესანიშნავად ასპარეზობდა.



5.განმეორებით შეხვედრაში იუნაიტედს შეუძლია დიდი ძალებით არ შეუტიოს მეტოქეს...

რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი
პირველი შეხვედრის ანგარიშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მაშინ მანჩესტერ იუნაიტედს თავისუფლად შეუძლია მისთვის სასურველი ანგარიშისთვის ითამაშოს.მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა,რომ ალექს ფერგიუსონი ასეთ რისკზე წავიდეს,ამასთანავე ისიც გასათვალისწინებელია,რომ სერ ალექსისგან გასაკვირი არაფერი არ არის,სწორედ ამიტომაც წინასწარ იმის თქმა თუ რა ტაქტიკითა თუ სქემით ითამაშებს მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან რთულია.მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რა დიდ ფაქტორს თამაშობს ასეთ შეხვედრებში მოედნის ფაქტორი,სწორედ ამიტომაც ფაქტი ერთია,რომ მანჩესტერ იუნაიტედს რეალთან შედარებით უპირატესობა აქვს,რადგანაც მათ თავიანთ სტადიონზე უნდა ითამაშონ მათვის სასურველ ანგარისითვის,ხოლო რეალს კი ერთი გზა დარჩა,გზა რომელსაც რეალი მხოლოდ და მხოლოდ შეტევისკენ მიჰყავს,რადგანაც მათ გოლი აქვთ გასატანი ოლდ ტრაფორდზე,რაც უფრო აადვილებს მანჩესტერის შანსებს.მაგრამ გადაჭრით თქმა იმისა,რომ მანჩესტერ იუნაიტედი გავა შემდეგ ეტაპზე დაუშვებელია.
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
16 თებერვალი 2013 00:00
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
უპირატესობა რა თქმა უნდა ჩვენს მხარესაა,მაგრამ არც ისე დიდი...რეალმა უნდა შეუტიოს რაც ჩვენ გვიადვილებს საქმეს...

მჯერა,რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ და ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული ლიგის თასსაც აღმართავს manutd
0
№2
ავტორი: I L C
16 თებერვალი 2013 00:05
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მაგარი სტატიაა good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: Davit van Persie
16 თებერვალი 2013 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
გავალთ ჩემი აზრით, ფერგი მაგარ რამეებს მოიფიქრებს კიდე რეალთან manunited
0
№4
ავტორი: Vodafone
16 თებერვალი 2013 00:06
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
100 პროცენტი დარწმუნებული ვარ გავალთ
0
№5
ავტორი: Beckham 7
16 თებერვალი 2013 00:15
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ჯერ ყველაფერი წინაა და გასვლაზე ლაპარაკი ადრეა, ისიც არ არის მართალი რო ამ წყვილის გამარჯვებული აუცილებლად აწევს ლიგას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№6
ავტორი: ლადო
16 თებერვალი 2013 07:42
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ესი))
0
№7
ავტორი: Gimilis bichi
16 თებერვალი 2013 08:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
მაინც ვნერვიულობ ტო მე რა რო ჩვენ სტადიონზეა თამაში რელი ჩამოდის ვიღაცა დაბალი დონის გუნდი ხო არ არის არა :) იმედია მოვიგებთ manunited
0
№8
ავტორი: buka oboladze
16 თებერვალი 2013 09:48
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
WaZza 10,
ხომაგრამ ამ წყვილში გამარჯვებული ბევრად უფრო მოტივირებული იქნება და ეს უფრო ზრდის ლიგის მოგების შანსებს.
0
№9
ავტორი: UTD-Rule
16 თებერვალი 2013 10:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საინტერესო იყო საღოლ ესი feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: Shako Jones
16 თებერვალი 2013 11:28
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
საღოლ ავტორ :)) უელბეკისნაირი მართლა პარკი გვყავდა უელბეკი იმენა დიდ გუნდებს აფარჩაკებს lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top