თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2018, 11:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1607,
კომენტარები: 5
"ოლე ჩვენს სახეებზე ღიმილს დააბრუნებს"
ბრაუნი ყოფილ თანაგუნდელზე საუბრობს
ვეს ბრაუნმა მის ყოფილ კოლეგაზე, ოლე გუნარ სოლსკიაერზე, ისაუბრა. მისი განცხადებით, ნორვეგიელს "ეშმაკებისთვის" ღიმილის დაბრუნება შეუძლია.

"ოლე პროფესიონალია. ის ძალიან სასიამოვნო ბიჭია და დიდებული იყო მასთან თამაში. მან რამდენიმე გუნდი გაწრთვნა და ახლა სახლში დაბრუნდა, რაც უბრალოდ შესანიშნავია."

"დარწმუნებული ვარ, რომ ოლეს წყალობით ბიჭებს სახეზე ღიმილი დაუბრუნდებათ. ის ფეხბურთელებს უფლებას მისცემს, რომ ფეხბურთით მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ, სწორედ ეს სჭირდება ახლა "იუნაიტედს".

"ოლე კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისგან კარგ შედეგებს მივიღებთ."

ბრაუნმა ოლეს ფეხბურთელობის პერიოდი გაიხსენა. "ოქროს ცვლილება" ხშირად გამოდიოდა მოედანზე და დაკარგულ მატჩებს გადაარჩენდა.

"ოლე, როგორც ფეხბურთელი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალია, რომელიც ოდესმე მინახავს. ის შემოდიოდა სათადარიგოთა სკამიდან, გაჰქონდა გოლები და კონტროლს არასდროს კარგავდა. ის ყოველთვის თავდადებული იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელებს იმას დაუბრუნებს, რაც აკლდათ და "იუნაიტედს" თავისი ადგილისკენ წაწევს."

"ის ყოველთვის გვესაუბრებოდა მის სამომავლო გეგმებზე. ბევრს ვარჯიშობდა და მიაღწია კიდეც იმას, რაც სულ უნდოდა - გახდა მენეჯერი."

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მენეჯერი გახდებოდა. ის, თუ როგორ უყურებდა თამაშებს, ის თუ როგორ აკვირდებოდა ფეხბურთელებს, ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევდა. ის ისეთ რაღაცებს აკეთებდა ადრეულ ასაკში, რომ აუცილებლად იგრძნობდით, თუ რამდენად უყვარდა ეს თამაში. ასე რომ ოდნავადაც არ გამკვირვებია ოლეს მენეჯერად ხილვა."

"ბრწყინვალეა ისიც, რომ მაიკ ფელანი ბრუნდება. ის კლუბს შიგნიდან ძალიან კარგად იცნობს და ჩვენთვის ბრწყინვალე იყო. მოხარული ვარ მისი დაბრუნებით. იმედი მაქვს, ის გუნდს დაეხმარება იმ ადგილის დაბრუნებაში, რომელიც ეკუთვნის. ფელანმა კარგად იცის როგორ მუშაობს "იუნაიტედი", შესაბამისად გუნდისთვის რწმენის მოტანა შეუძლია."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
22 დეკემბერი 2018 13:15
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ისიც საკმრისია ღიმილისთვის ამ ეტაპზე, მოურინიო რო ავტობუსს გაჰყვა და ფგის ბიჭი ზის სათავეში. ოპტიმისტური მომავლის ხედვა დაუბრუნდა ყველას და იმედია წინ საოცარი 6 თვე გველოდება.
1
№2
ავტორი: ikeoni
22 დეკემბერი 2018 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სტრესი მოიხსნება გუნდში და დაძაბულობა რაც მთავარია
0
№3
ავტორი: Hei
22 დეკემბერი 2018 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
დიდ იმედებს არ დავამყარებდი მაინც ოლეზე, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ რაც მოურინიოს დროს ხდებოდა იმაზე ბევრად უკეთესი სიტუაცია იქნება, თუ ოლე წამაღებინებს ჩემს სიტყვებს უკან და მანჩესტერს მაგრად ამოქაჩავს დიდი სიამოვნებით ვიტყვი რომ სისულელე ვთქვი.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
22 დეკემბერი 2018 14:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველას მაგის იმედი აქვს, ამ ეტაპზე ეგეც დიდი სამუშაო იქნება.
0
№5
ავტორი: giorgi_mg
22 დეკემბერი 2018 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პირველ ორ თამშში დიდ შედეგებს და რადიკალურად შეცვლულ საფეხბურთო სტილს არ უნდა ველოდოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top