თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2018, 11:25
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1339,
კომენტარები: 5
იანგი: "დროა, მომავალში გავიხედოთ"
ინგლისელი სამწრთვნელო შტაბის შესახებ
იანგი:
ეშლი იანგმა ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრა. გასულ დღეებში ბევრი რამ მოხდა, თუმცა ინგლისელის განცხადებით, ფეხბურთელები ჩვეულებრივ რეჟიმში ემზადებოდნენ მომდევნო მატჩისთვის.

"რთული კვირა იყო, თუმცა ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინ სვლა, მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ შემდეგ თამაშზე და "იუნაიტედი" გამარჯვების გზებს დავუბრუნოთ."

"მოედანზე შესვლისას შენ გამარჯვება გსურს. თამაშობ იმ ლოგოსთვის, რომელიც გულზე გაკრია, თამაშობ ფანტასტიკური კლუბისთვის, მეტიც, მსოფლიოში საუკეთესო კლუბისთვის. ჩვენ ახლა ერთაერთი მიზანი გვაქვს - მომავალში გახედვა და დარჩენილ თამაშებზე კონცეტრირება."

"დატვირთული საშობაო პერიოდია და ძალიან გვსურს ქულების მოპოვება და "იუნაიტედის" კუთვნილ ადგილას დაბრუნება."

სოლსკიაერთან ერთად გუნდში მაიკლ ფელანიც დაბრუნდა, რომელიც დანარჩენ სამრწთვნელო შტაბთან ერთად ოლე გუნარს დაეხმარება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ოლე ძალიან ბედნიერია უკან დაბრუნებით. ასევე მაიკ ფელანიც. ოლესთვის აქ დაბრუნება დაუჯერებელი გრძნობა უნდა იყოს. გულშემატკივრებს ძალიან უყვართ ის, მას კი კლუბი უყვარს. საერთო ჯამში, მისი დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ კარგის მომტანია."

"მე დიდი ხანია "იუნაიტედში" ვიმყოფები და ადრე მაიკთან მუშაობა მომიწია. მიხარია, რომ ისიც დაბრუნდა."

იანგს ძალიან სურდა სამრწთვნელო შტაბის მუშაობაზე საუბარი. ის აღფრთოვანებულია მათით, განსაკუთრებით ამ კვირის შემდეგ, როცა ფეხბურთელებისთვის ძალიან რთული იყო ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება, მაგრამ მათი წყალობით მაინც მოახერხეს.

"მაიკლი, კიერანი და ემილიო ფანტასტიკურები იყვნენ. მათი ვარჯიშებიც ფანტასტიკური, უმაღლესი დონის იყო."

"დარწმუნებული ვარ, რომ ქერიკი ერთ დღეს მენეჯერი გახდება, კიერანი კი ბრწყინვალე იქნება 18 წლამდელებისთვის. ემილიოც უბრალოდ მეკარეების ფანტასტიკური მწრთვნელია. მათთვის ძალიან სასიამოვნო იქნება ოლესა და ფელანთან მუშაობა."

"კვირის განმავლობაში მთავარი ამოცანა ჩვენს სამუშაოზე კონცენტრირება იყო. ბევრი რამ მოხდა და არ უნდა მიგვეცა ამ მოვლენებისთვის ჩვენზე ზეგავლენის მოხდენის უფლება. ბევრი უნდა გვევარჯიშა და მზად ვყოფილიყავით მომავალი მატჩებისთვის და ჩვენ ეს გავაკეთეთ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
22 დეკემბერი 2018 13:14
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
იანგს არ დაეწუნება მონდომება და ჟილკა თითოეულ თამაშზე, უბრალოდ ასაკში შედის და მომავლის ამ ფეხბურთელზე აგება არამგონია სწორი ნაბიჯი იყოს.
0
№2
ავტორი: ikeoni
22 დეკემბერი 2018 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ყველაზე ნაკლები პრეტენზია იანგთან მონდომების ამბავშიი
0
№3
ავტორი: Hei
22 დეკემბერი 2018 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
იანგი ცხოველია იმენა რა და გუნდისთვის 100%ით იხარჯება, ფერგის დროს ტიპი რეებს აკეთებდა ჯერ მარტო არსენალთან 8:2 გაიხსენეთ, მოიესის და ვანგაალის გუნდში მარტო ეს და ფელაინი ფაფხურობდნენ, ტიპი ჩააწოდებდა ბუჩქი გაიტანდა, სხვა თუ არაფერი მარტო იმიტომ ვარ მადლობელი ამ კაცის ჩვენი კარებიდან რომ გამოიტანა რამოდენიმე აუღებელი ბურთი, დეხეაც რომ შეცდა მცველებიც და მარცხენა ვინგერი კარის ხაზზე იდგა და ბურთები გამოქონდა და რასაც ავალებენ ყველა პოზიციაზე თამაშობს, გულით მანჩესტერელია რა !!!
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
22 დეკემბერი 2018 14:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პირველი წრე თუ კარგად ჩამთავრდა მერე უფრო იმედიანად იქნება ყველა
0
№5
ავტორი: მალხაზი
22 დეკემბერი 2018 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
შენც ბრუტუს???? wink wink wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top