თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2018, 00:30
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1575,
კომენტარები: 7
"თუ დარჩენა სურს "ჩემპიონთა ლიგის" მოგება მოუწევს"
ნევილმა სოლსკიაერის შესახებ ისაუბრა
სოლსკიაერი სეზონის ბოლომდე "იუნაიტედის" მენეჯერის პოზიციას დაიკავებს. ნევილსა და ოლე გუნარს ერთ პერიოდში მოუწიათ "იუნაიტედში" თამაში. გარიმ ძველი თანაგუნდელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნორვეგიელს ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევს.

"პირველ რიგში, კლუბის ამოცანა "ჩემპიონთა ლიგაზე" მოხვედრაა. ეს არის უპირველესი, რაზეც ოლემ უნდა იფიქროს. "იუნაიტედი" აუცილებლად უნდა ეცადოს ოთხეულში მოხვედრას და თუ ტიტულს მოიგებენ, რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი იქნება."

"თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული ოლესთვის ფეხბურთელების დახმარებაა. იმ ფეხბურთელების, რომლებიც მოურინიოს ემალებოდნენ ბოლო 6-12 თვე. ახლა როცა შემდეგი 6 თვე მათ არანაირი მიზეზი არ ექნებათ მოედნის მიღმა დასარჩენად, ყველა დავინახავთ ვინ არის საკმარისად კარგი იმისთვის, რომ დარჩეს "ოლდ ტრაფორდზე" და გააგრძელონ "იუნაიტედის" მაისურით თამაში."

"ბევრი გზა არსებობს წარმატების გასაზომად. სტადიონზე ეს "ჩემპიონთა ლიგაა", სტადიონს მიღმა კი ფეხბურთელების მომზადება. ვნახოთ, როგორ შეძლებს ოლე ამ ყველაფერს."

სოლსკიაერმა თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მუდმივი მენეჯერობა სურს. ნევილის განცხადებით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სოლსკიაერი "ჩემპიონთა ლიგას" მოიგებს.

"თვალსაჩინო იყო, რომ ხელმძღვანელობას სჭირდებოდა ვინმე, ვინც ფეხბურთელებს კლუბთან დააკავშირებს, ვინც "იუნაიტედს" სეზონის ბოლომდე "იუნაიტედად" შეინარჩუნებს, ვინც ფეხბურთელებს "იუნაიტედის" დიდებულებას აგრძნობინებს და გულშემატკივრებს შრომას დაუფასებს."

"ოლე ძალიან პოპულარულია. შეიძლება ითქვას, რომ "იუნაიტედის" ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია მისი მიღწევებიდან გამომდინარე. ის ნამდვილი ჯენტლმენი და ძალიან კარგი პიროვნებაა. მწრთვნელის რანგშიც უკვე საკმაოდ გამოცდილია. ის ფეხბურთელის კარიერის დამთავრებისთანავე გახდა "იუნაიტედის" მწრთვნელი და ყველა დეტალის შესწავლას შეუდგა."

"თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ოლე დროებითი არჩევანია, სანამ "იუნაიტედი" ახალ მწრთვნელს იშოვნის. თუ ის "ჩემპიონთა ლიგას" მოიგებს არასწორი იქნებოდა მისი გაშვება და ვფიქრობ, რომ "იუნაიტედი" არ გაუშვებს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ "იუნაიტედი" საკმარისად კარგია "ჩემპიონთა ლიგის" მოსაგებად."

"ოთხეულში მოხვედრა ფანტასტიკური იქნება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ოლეს დასარჩენად საკმარისი იქნება. ჩემი აზრით, ახლა უბრალოდ ის მენეჯერი, რომელიც ხელმძღვანელობას სურს, უბრალოდ ხელმისაწვდომი არ არის და ამიტომაც მოვიდა ოლე."

"სოლსკიაერი ახლა ძალიან კარგია. "კარდიფში" მან კარგი გამოცდილება მიიღო. ამ ქვეყანაში რაღაც სტიგმა არსებობს, რომლის მიხედვითაც თუ მენეჯერი დაითხოვე, ესე იგი ის ცუდია. თუმცა მე მივიჩნევ, რომ ოლემ ძალიან კარგი გამოცდილება მიიღო "კარდიფში" და მას შემდეგ გაზრდილია, როგორც მენეჯერი. ახლა შეუძლია ყველა დეტალი გამოასწოროს, რაც არასწორი იყო მისი, როგორც მწრთვნელის მხრიდან."


წყარო: SkySports






ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
22 დეკემბერი 2018 07:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
აუ აი ვითომ რო უხარიათ და მაინც რო ეტყობა რო შურს რაღაც პონტში და იბოღმება. ოთხეულში მოხვედრა მის დასარჩენად საკმარისი არ იქნებაო და აბა ეპლს რო ვერ დადებს შე ჩობანო ეგ არ იცი? ხარისხი დადოს, ჟილკა შემართება შეტევა და მოვიცდით მომავალ წლამდე აბა წელს მე მაგის ილუზია არ მაქ რო რამე ღირებულს მოვიგებთ..
1
№2
ავტორი: Dato kutaisi
22 დეკემბერი 2018 10:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
თუ რაღაც სასწაულები არ აკეთა მგონია რომ მაინც სხვას მოიყვანენ
0
№3
ავტორი: OzBeTa
22 დეკემბერი 2018 11:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
კაროჩე პოჩეტინოზეა საუბარი რაა, ეგ მოყავთ უეჭველი. ბაბუსაც ეგ უნდაა :))) ზიზუ აბა რო ყოფილიყო თავისუფალია და დანიშნავდნენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№4
ავტორი: SANDROGRIGA
22 დეკემბერი 2018 11:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლიგის ტიტული ფანტასტიკის სფეროა, ოთხეული მაქსიმუმი იქნება და ფა თასი.
0
№5
ავტორი: ikeoni
22 დეკემბერი 2018 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Vnaxot vnaxot magram me mainc droebiti mgonia
0
№6
ავტორი: kobinio
22 დეკემბერი 2018 17:08
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: makaveli
აუ აი ვითომ რო უხარიათ და მაინც რო ეტყობა რო შურს რაღაც პონტში და იბოღმება. ოთხეულში მოხვედრა მის დასარჩენად საკმარისი არ იქნებაო და აბა ეპლს რო ვერ დადებს შე ჩობანო ეგ არ იცი? ხარისხი დადოს, ჟილკა შემართება შეტევა და მოვიცდით მომავალ წლამდე აბა წელს მე მაგის ილუზია არ მაქ რო რამე ღირებულს მოვიგებთ..

ამათი შურია ი დედას მივაფსით... დასკდნენ შურით ეს სლეები... მართალი ხარ ვითომ უხარიათ და რამხელა ზიზღი და შური დევს ამ პატარა სტატიაში.ეს ყველაზე უნიჭო მართლა
0
№7
ავტორი: რეალისტი
13 იანვარი 2019 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
არმოველოდი ნევილისგან ესეთ შეფასებას 3d_9
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top