თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2018, 19:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2214,
კომენტარები: 9
ნეიმარი მოსალოდნელ მატჩზე საუბრობს
ბრაზილიელი აცნობიერებს მეტოქის უნარებს.
ნეიმარი მოსალოდნელ მატჩზე საუბრობს
"პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავი ნეიმარი ჟოზე მოურინიოს გაძევების შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" გარკვეული საფრთხის შექმნა შეუძლია მისი გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.

მიმდინარე სეზონის 17 ტურის შემდეგ პორტუგალიელი მწვრთნელი "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს, ვინაიდან მისი გუნდი არადამაჯერებელი თამაშის გარდა საგრძნობლად ჩამორჩებოდა მეტოქეებს ქულათა რაოდენობით.

მოურინიოს შემცვლელად ოლე გუნარ სულშერი დასახელდა, თუმცა მას მხოლოდ დროებითი მწვრთნელის როლი ერგო და ზაფხულში მის ადგილს სხვა მწვრთნელი დაიკავებს.

კლუბის ლეგენდა "იუნაიტედის" გულშემატკივარს ყველაზე კარგად 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ახსოვს და იმედოვნებენ, რომ 6-თვიანი მუშაობის პერიოდში ნორვეგიელი კვლავ შეძლებს დასამახსოვრებელი მოვლენების ჩუქებას.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "იუნაიტედის" მეტოქე საფრანგეთის ჩემპიონი იქნება, რომლის თავდამსხმელ ნეიმარსაც სჯერა, რომ სულშერის ხელმძღვანელობისას "წითლები" სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებენ.

"ვიცით, რა უნარებიც აქვს "მანჩესტერ იუნაიტედს" და ისიც, რომ ფეხბურთელები გამარჯვებულის მენტალიტეტით თამაშობენ.

მწვრთნელი შეცვალეს და სათამაშო სტილიც შეიცვლება - ისინი ცვლილებების პროცესში არიან - მაგრამ ვიცით, რაც შეუძლიათ.

მიყვარს დიდი მატჩები და ყოველთვის სიამოვნებაა მათში მონაწილეობა. ბედნიერი ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" შევხვდით",
- განაცხადა ბრაზილიელმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: lasha001
21 დეკემბერი 2018 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
imedi maq neimar meotxedfinalur tamashebs ojaxur garemoshi uyurebt shen da mteli sheni gundelebi :)
1
№2
ავტორი: giorgi_mg
21 დეკემბერი 2018 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ლიგას დადებს ოლე და დატოვებენ
0
№3
ავტორი: ikeoni
21 დეკემბერი 2018 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
გამოიძრობ ნეი შენ :))
0
№4
ავტორი: JuanMata
21 დეკემბერი 2018 20:18
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სხვათაშორის ნეიმარი იუნაიტედს ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიებს.

ეგება ჩვენთან თამაშიც უნდა wink
2
№5
ავტორი: SANDROGRIGA
21 დეკემბერი 2018 20:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თებერვლამდე დიდი დროა და შეიძლება შანსების გაზრდა პესეჟესთან მოგების, თუმცა მაინც ფავორიტია ფრანგული გუნდი.
0
№6
ავტორი: Svanchester
21 დეკემბერი 2018 20:35
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ნეიმარის სიტყვები პატივსაცმია. იუნაიტდზე არასდროს ცუდად არ ულაპარაკია და პირიქით ხაზი გაუსვა ამ ინტერვიუში კლუბის მიმართ პატივისცემას. არ ვიცი ეს როდის მოხდება ან თუ შეიძლება რომ მოხდეს მაგრამ ნეიმარს პრემიერ ლიგაში თამაში ნამდვილად სურს, ჰოდა თუ სურს ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება მისთვის დარწმუნებული ვარ.
0
№7
ავტორი: Lalana
21 დეკემბერი 2018 22:16
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
სხვათაშორის ნეიმარი იუნაიტედს ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიებს.

ეგება ჩვენთან თამაშიც უნდა wink

სხვათაშორის აღნიშნა აქამდე რომ პრემიერ ლიგაში თამაში აუცილებლად სურს,ასევე აღსაღნიშნავია რომ ლივერპული არ უყვარს და ვფიქრობ ჩვენი გულშემატკივარიც არის
0
№8
ავტორი: JuanMata
21 დეკემბერი 2018 23:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana

სხვათაშორის აღნიშნა აქამდე რომ პრემიერ ლიგაში თამაში აუცილებლად სურს,ასევე აღსაღნიშნავია რომ ლივერპული არ უყვარს და ვფიქრობ ჩვენი გულშემატკივარიც არის


ჰო სეზონის დასაწყისშიც თქვა, ლივერპულს სერიოზულ გუნდად არ აღვიქვავ და ვფიქრობ ისევ მანჩესტერულ გუნდებს შორის გაიმართება ბრძოლაო - დაახლოებით ეს შინაარსი იყო.
სიმართლე ვერ გამოდგა, მაგრამ მაინც სასიამოვნო მოსასმენი იყო wink
0
№9
ავტორი: Lalana
22 დეკემბერი 2018 01:28
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
ციტატა: Lalana

სხვათაშორის აღნიშნა აქამდე რომ პრემიერ ლიგაში თამაში აუცილებლად სურს,ასევე აღსაღნიშნავია რომ ლივერპული არ უყვარს და ვფიქრობ ჩვენი გულშემატკივარიც არის


ჰო სეზონის დასაწყისშიც თქვა, ლივერპულს სერიოზულ გუნდად არ აღვიქვავ და ვფიქრობ ისევ მანჩესტერულ გუნდებს შორის გაიმართება ბრძოლაო - დაახლოებით ეს შინაარსი იყო.
სიმართლე ვერ გამოდგა, მაგრამ მაინც სასიამოვნო მოსასმენი იყო wink

კი ნამდვილად :D აშკარაა არ მოწონს ლივერპული და ისიც აშკარაა რომ მანჩესტერის მიმართ ყოველთვის საკმაოდ დადებითად საუბრობს,ამიტომაც მივედი იმ დასკვნამდე რაც ზემოთ დავწერე :დდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top