თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2018, 18:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1463,
კომენტარები: 3
ბერბა: "იუნაიტედის" გაწვრთნა მეც მინდა"
ბულგარელი თავის შესაძლებლობას ელის.
ბერბა:
დიმიტარ ბერბატოვი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა მისი ოცნებაა და სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.

ჟოზე მოურინიოს გაძევების შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" დროებითი მწვრთნელის სტატუსით ოლე გუნარ სულშერი დანიშნეს, რომელიც დიმიტარის მსგავსად კლუბის ყოფილი ფეხბურთელია.

ბერბატოვმა "წითელი ეშმაკების" რიგებში ჩატარებულ 150 მატჩში 49 გოლი გაიტანა და კლუბის გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად ითვლება.

ბულგარელი ფიქრობს, რომ სულშერმა თავისი შანსი გაწეული სამსახურის გამო დაიმსახურა და ისურვებდა, მასაც მისცემოდა ასეთივე შესაძლებლობა.

"სულშერი ჩემსავით ყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც დიდ კლუბში უთამაშია და მან მიიღო ის გარღვევა, რომელიც სჭირდებოდა.

აღელვებული ვარ, რადგან მეც ვიყავი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილი და მეც მსურს მწვრთნელობა. მეც მჭირდება ასეთივე გარღვევა რაღაც მხრივ.

მხოლოდ რამდენიმე "რჩეული" არსებობს, რომელთაც დიდ კლუბებში დაიწყეს - პეპ გვარდიოლასაც და ზინედინ ზიდანსაც ნაკლები მნიშვნელობის როლი ჰქონდათ "ბარსელონასა" და "რეალში", სანამ სადავეებს იგდებდნენ ხელთ - მაგრამ ოლემ თავისი შანსი ნორვეგიაში "მოლდესთან" ერთად გაწეული სამსახურით დაიმსახურა.

ვინ იცის, ერთ დღეს შეიძლება მეც აღმოვჩნდე "ოლდ ტრაფორდზე" მწვრთნელად. ჩემს იმიჯს ახლა ვიქმნი და დიდი ამბიციებიც მაქვს".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
21 დეკემბერი 2018 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
ბერბაც მაგრად მიყვარს ოღონდ ჯერ რაღაც დონეზე უნდა მიიღოს გამოცდილება...
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
21 დეკემბერი 2018 19:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ცარიელი კლასი
0
№3
ავტორი: Svanchester
21 დეკემბერი 2018 20:37
  • სიახლეები: 2895
  • კომენტარები: 3931
კარგია ყოფილი მანჩსტერელების ესეთი მუხტი. მთავარია ის ალღო რაც წარმატებულ მწვრთნელს სჭირდება გამოიმუშავონ და მოვიდნენ რა პრობლემაა. რაც უფრო მანჩესტერელი მწვრთნელები მიიღებენ ლიცენზიებს მაგას რა ჯობია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top