თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2018, 14:37
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1508,
კომენტარები: 8
"მე ვერ ვიქნები სერ ალექსი, მე ოლე გუნარი ვარ"
ოლე გუნარი სერ ალექს ფერგიუსონის შესახებ
ნორვეგიელი სერ ალექსის მეთვალყურეობის ქვეშ 11 წელი თამაშობდა, 1996 წლიდან 2007 წლამდე. ამ დროის განმავლობაში მან 366 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 126 გოლი და მოიგო 12 ტიტული.

"კარდიფთან" ჩასატარებელი მატჩის წინ ოლემ სერ ალექს ფერგიუსონზე ისაუბრა და ახსენა, რომ ყოფილი მწრთნელი მისი სამაგალითო მოდელია.

"სიმართლე, რომ გითხრათ ყველაფერი მისგან ვისწავლე. ის თუ როგორ ექცევა ხალხს, როგორ წრთვნის გუნდს, როგორ შეინარჩუნა 25 ფეხბურთელი იმ განწყობით რა განწყობითაც ვიყავით. მას სულ გამარჯვება სურდა და ფეხბურთელებსაც მეტი გზა არ ჰქონდათ, მუდმივად უნდა ემუშავათ, რათა გაუმჯობესებულიყვნენ. აუცილებლად აღსანიშნავია მისი ურთიერთობა სამშაო პერსონალსა და ზოგადად ყველასთან. ბევრი რამ ვისწავლე, ის საოცარი იყო."

"ის ჩემი მენტორი იყო. 2003 წელს, მას შემდეგ, რაც ტრავმა მივიღე მუდმივად მასთან ვიყავი და მუდმივად ჩანაწერებს ვაკეთებდი. რას როგორ აკეთებდა, რა სიტუაციაში როგორ იქცეოდა, რა ხდიდა მას ამდენად განსაკუთრებულს. რა თქმა უნდა, უკვე დავუკავშირდი და რჩევებიც მივიღე მისგან, რადგან მე მასზე უკეთესი მენეჯერი არ მეგულება. ვერ წარმომიდგენია ვისგან უნდა მივიღო სერ ალექსზე უკეთესი რჩევა."

ოლემ ასევე კლუბზეც ისაუბრა. მისი განხცადებით, მენეჯმენტი ეცდება, რომ ყველა მოთამაშისგან მაქსიმუმი მიიღოს. ამ ეტაპზე "იუნაიტედის" მთავარი ამოცანა ძველი ფილოსოფიის, ანუ შიშის გარეშე თამაშის, დაბრუნებაა.

"თუ თამაშობ "მანჩესტერ იუნაიტედში" უნდა ითამაშო შიშის გარეშე, ძალიან მამაცურად. გადიხარ მოედანზე და შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებ. მე საუკეთესო მენეჯერი მყავდა. ყოველთვის ერთი და იმავეს გვიმეორებდა: "გადით მოედანზე და თქვენი თავი მაქსიმალურად გამოხატეთ, გარისკეთ!"

"ბოლო თამაში მან "ვესტ ბრომვიჩთან" ჩაატარა და 5-5 დასრულდა. რა თქმა უნდა, არავის მოსწონს 5 გოლის გაშვება, მაგრამ მისთვის, როგორც მენეჯერისთვის იდეალური დასასრული იყო, რადგან საოცარი მატჩი ჩაატარა. მინდა რომ ფეხბურთელები იმ პატარა ბავშვებს ჰგავდნენ, რომლებსაც ფეხბურთი ძალიან უყვართ, უბრალოდ გავიდნენ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრების წინ და მათი მაქსიმუმი გააკეთონ."

"ის საუკეთესო მასწავლებელია და მისგან ყველაზე მეტის სწავლა შეიძლება. თუმცა ჩვენ მაინც განსხვავებულები ვართ, ვერ ვიქნები სერ ალექსი, მე ოლე გუნარი ვარ. სხვა პიროვნება მაქვს და უბრალოდ ვეცდები, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო."


წყარო: ManUtd.com


ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: krekera
21 დეკემბერი 2018 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ოლეეე მაგარ ხოდზეაა!!! მიდი ბებერო მხოლოდ შეტევაააააააააააააააააააააააააააააა))
1
№2
ავტორი: ikeoni
21 დეკემბერი 2018 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მიდი ოლე შენი იმედი გვაქ❤️
0
№3
ავტორი: Smoke - N
21 დეკემბერი 2018 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
Miaceqi ole da erti mag usaqmurta banda dasaqme an axvevine da gacvale vinme sasargebloshi erti suli maqvs rodis mova tamashis dro ro es poli davinaxo ro agar daseirnobs da agara misi uazro saqcielebis dro da ketili inebos da pativi sces gunds da iyomaros kargat, aba carmatebebi bichebo mxolod sheteva da golebi gvachvenet bevri
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
21 დეკემბერი 2018 18:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თეორიული გავიგეთ ახლა კარდიფთან პრაქტიკას ველოდებით wink
0
№5
ავტორი: Svanchester
21 დეკემბერი 2018 20:49
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ოლე მთლიანად შენს გვერდითაა მთლი მანჩესტერული სამყარო ))
0
№6
ავტორი: temo-scholes
22 დეკემბერი 2018 02:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Ai sityvebis mosmenac ro gsiamivnrbs aqedan mixvdebi rom namdvili witelia!!!
0
№7
ავტორი: stepno
22 დეკემბერი 2018 02:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეს უბრალო სიტყვები არაა. კაცმა იცის რა ჭირდება ამ დროისთვის გუნდს და არ ვიცი როგორ ვერ მიხვდა თავის დროზე ხელმძღვანელობა და როგორ მოიყვანა დაცვაზე ორიენტირებული მწვრთნელი მანჩესტერში ოცნებების თეატრში სადაც პირველ; რიგში შეტევა ახარებს გულშემატკივარს და სულ არ ჭირდებოდა ჟოზეს 1:0 მოგებული და საზიზღარი თამაში, დიდი შეცდომა იყო ჟოზეს მოყვანა უბრალოდ დრო დავკარგეთ,ჩვენ გვჭირდებოდა სწორედ ესეთი კაცი რომელმაც იცის ისტორია და აბსოლიტურად ყველაფერი მანცესტერზე,რომელიც სამარცხვინო შეფასებებს არ გააკეთებს თავისი გუნდის მიმართ და არ დაამცირებს ამხელა კლუბს :)) კაცმა იცის რო როდესაც მანჩესტერი ხარ ნებისმიერ მეტოქესთან მხოლოდ მოგება და მოგება. რაც შეეხება ჟოზეს, ჟოზე იტყოდა რომ აი როგორც ჩვენ გვინდა მოგება ისე კარდიფს უნდა და ეხლა ისინი ჩვენზე კარგ ფორმაში არიან და ასეთ საშინელებებს რაა
0
№8
ავტორი: რეალისტი
9 იანვარი 2019 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ეს კაცი დააბრუნებს მანჩესტერს ძველ სიმაღლეებზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top