თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2018, 11:00
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 1740,
კომენტარები: 21
ოლე გუნარ სოლსკიაერი პირველი სრული ინტერვიუ
ნორვეგიელი გახარებულია სახლში დაბრუნებით.
ოლე გუნარ სოლსკიაერი პირველი სრული ინტერვიუ
როგორც უკვე მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნატედის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლათ ოლე გუნარ სოლსკიარი დაინიშნა, მას კლუბის მესვეურებმა საცდელი ვადით 6 თვე მისცეს. გთავაზობთ მის პირველ, სრულ ინტერვიუს.

პირველ რიგში მოგესლამებით, როგორია გრძნობა - დაბრუნება ?

უუხ! მადლობა. მე ვფიქრობ, რომ სახლში დავბრუნდი, ძალიან მაგარი გრძნობაა, ირგვლივ ყველაფერი ისევ ისეა, ასევე სასიხარულია თითოეული ადამიანს ახლიდან მონახულება.

საცდელი ვადა - ფიქრობთ, რომ საკუთარ კვალს დატოვებთ კლუბის ისტორიაში ?

მე შემომთავაზეს 6 თვე აქ ყოფნა, ასე რომ თითოეული დღით უნდა დავტკბეთ. მე დაბრუნდი სახლში და ერთი სული მაქვს შევუდგე საქმიანობს, შევხვდე ფეხბურთებელს, ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად, მაიკ ფელანთან, მაიკლ კერიკთან და კირან მკკეინთან ერთად. ჩვენ მივცემთ ფეხბურთელებს, ფეხბურთით ტკბობის საშუალებას, ასევე მოუთმენლად ველი გულშემატკივართან შეხვედრას.

რთული გრაფიკი, 11 დღეში 4 მატჩი - შეძლებთ ფეხბურთელების შესწავლას ამ მცირე დროში ?

რა თქმა უნდა - კი. სრულიად საკმარისია დაადგინო ფეხბურთელის შესაძლებლოები, რომელიც სწორედ მეტოქესთან ვლინდება, თუმცა ეს "მანჩესტერ იუნატედია" ჩვენ გვყავს 23-24 მაღალი დონის მოთამაშე და ყველას მიეცემა თავის შანსი, რათა გააცნობიერონ თუ რა გუნდის ემბლემის ქვეშ უწევთ თამაში.

რა თქმა უნდა უკვე იცნობთ ამ ფეხბურთელების უმრავლესობას, მაგრამ ეს გაძლევთ იმის საშუალებას სწრაფადვე შეისწავლოთ ყველა ?

კი რა თქმა უნდა. ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, სადაც შედეგი მნიშვნელოვანია, გვინდა მხოლოდ გამარჯვება. ეს არის ჩვენი საქმე, ეს არის ჩემი საქმე, ეს არის თითოეული სამწვრთნელო შტაბის წევრის საქმე, ჩვენ ვალდებულები ვართ დავეხმაროთ ფეხბურთელებს მოგებაში! ჩვენ უბრალოდ გვსურს ვიხილოთ, როგორც თამაშობენ ისინი.

მჭიდრო გრაფიკი - შეძლებთ კი ყველა გუნდის "ტაქტიკური ანალიზის" გაკეთებას ?

ჩვენ სასწაული ჯგუფი გვყავს, როდესაც ჩამოვფრინდი ჯერ კიდევ დილითვე, ანალიტიკოსები უკვე არჩევდნენ "კარდიფს". რა თქმა უნდა მეც ვუყურებ პრემიერ ლიგას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყველა მატჩსაც კი, თუმცა ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ვართ "მანჩესტერ იუნატედი", ჩვენი მთავარი მოვალეობა არის შემდეგი : ფეხბურთელებმა ირწმუნონ საკუთარ თავში ძალა თუ რა შეუძლიათ მათ, ჩვენ გვსურს მათი საუკეთესო სახე დავინახოთ და შემდეგ შეიძლება რამოდენიმე დეტალის გარკვევაც კი "კარდიფზე" და სხვა ნებისმიერ გუნდზე.

თითქმის ყოველდღე თამაშები - მოგწონთ ასეთი გრაფიკი ?

თამაში? ეს საუკეთესო დროა ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ჩემთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის, რაც მეტს მოიგებ მით უკეთესი. მწვრთნელის კუთხით, რომ შევხედო, ჩემთვის იდეალურიც კია ეს გრაფიკი, ვინაიდან როტაციის საშუალება მექნება, აქედან შემიძლია გავუგზავნო გზავნილი ფეხბურთელებს : იცოდეთ თქვენ ყველას გაქვთ შანსი, თქვენი ცხოვრების ეს ეტაპი, სუფთა ფურცლიდან იწყება., განვმეორდები და ვიტყვი, რომ ჩვენ გვსურს ვიხილოთ ყველა საქმეში, დაე დაგვიმტკიცონ ვინ არის ღირსი.

სუფთა ფურცლიდან ?

დიახ, საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ. იქნება ტაქტიკა, იქნება სასტარტო შემადგნელობა, ყველა ფეხბურთელი მიიღებს შანსს.

ბოქსინგ დეი და დებიუტი "ოლტ ტრაფორდზე" - დაბრუნება იქ სადაც ყველას უყვარხართ

თქვენ იცით, როგორც მოთამაშემ მე აბსოლიტურად ყველაფერი გავიღე, რაც კი გამიჩნდა და ახლა მე როგორც მწვრთნელი ამპლუაში ისე გავალ მოედანზე. ეს ჩემთვის განსაკუთრებული ემოცია, იმიტომ მე თავად ვარ იმ დიდი გუნდის ისტორიის ნაწილი, ჩვენ უნდა ვითამაშოთ გულშემატკივრებისთვის, ჩვენ უნდა ვითამაშოთ სიამაყისთვის, ჩვენ უნდა ვითამაშოთ იმ უდიდესი ისტორიისთვის, გულახდილად გეტყვით, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე, ყველაზე მნიშვენლობანი მომენტი იქნება. საკმაოდ კარგად ვისწავლე ემოციების კონტროლი, წინასწარ გეტყვით არ ვიქნები ძალიან ემოციური, მაგრამ, იცით? როდესაც 2014 წელს "კარდიფით" ვესტუმრე "ოლდ ტრაფორდს" - ზუსტად მაშინ იყო ხუან მატას დებიური, ძალიან ძალიან ცუდათ ვიგრძენი თავი, ასე მეგონა არასწორ დროს, არასწორ ადგილას მოვხდი, ახლა ყველაფერი პირიქითაა მე სახლში ვარ, სწორ მხარეს და უკვე აღარ შემიძლია მოთმენა, ერთი სული მაქვს დაწყების.

განსაკუთრებული მომენტი თქვენი ოჯახისთვის, ეს იქნება სიამაყის შეგრძნება მათთვის

დიახ, მე ვამაყობ, თუმცა საქმე ჩემი თავის სიამაყეში არაა, მე ვამაყობ ჩემი კარიერით და ჩემი თავი მგონია ამ კლუბის ნაწილი. მე ვიცი კლუბი, მესმის ყველაფერი, ჩემთვის ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა იჯდე სერ ალექს ფერგიუსონი ადგილას.

თუ შევეხებით "ოლდ ტრაფორდის" თემას, ყველაძე ძაან რომელი მომენტს გამოარჩევდით?

ვაუუუ! მასეთი ძალიან, ძალიან ბევრი იყო. მიჭირს ერთის გახსენება, თუმცა უნდა ავღნიშნო ჩემი დებიუტი 1996 წელს "ბლექბერნ როუერსთან", როდესაც შეცვლაზე შემოსულმა პირველად გავიტანე და ჩემთან პირველი ერიკ კანტონა მოვარდა აღსანიშნავად, თუმცა რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდგომ ვიგრძენი რომ სახლში ვარ, სწორედ ეს მინდა იგრძნონ ჩემმა ფეხბურთელებმა, რომ ისინი ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან, მინდა იამაყონ თავიანთ თამაშით მოედაზე, ხოლო როდესაც დავტოვებთ მოედანს სიამაყით აღევსოთ გული გულშემატკივრებსაც.

თქვენ დაბრუნდით სახლში, რეგისტრატურაში კიდევ დაგხვდათ კეოტ ფიპსი?

(იცინის) დიახ, ეს ჩემი სახლია, დიახ ეს ყველა მომუშავე პერსონალის სახლია. გავგიჟდი ლამის, როდესაც იგივე პერსონაჟები დავინახე რაც წლების წინ, რაც შეეხება კეიტს, მე მას ნორვეგიული შოკოლადი ჩამოვუტანე ( იცინის) .

ოლე გუნარ სოლსკიაერი პირველი სრული ინტერვიუ

თქვენ საკმაოდ დიდი ხანია მწვრთნელი ხართ - ფიქრობთ შეიცვალა თუ არა თქვენი სათამაშო სტილი?

დაახლოებით 10 წელია რაც ვმოღვაწეობ მწვრთნელის რანგში, 300-400 მატჩი მაქვს ჩატარებული სხვადასხვა პოსტებზე და რაც მეტ შეცდომას უშვებ, მით უფრო ბევრს სწავლობ. ძალიან ბევრი შეცდომა ყოფილა, თუმცა გამოსავალი გვიპოვია, შედეგებს რაც შეეხება ჩემ იაზრით "მიოლდეში" საკმაოდ კარგი წლები მქონდა. რაც ყველაზე მთავარია მე ვარ ბოსის ( სერ ალექს ფერგიუსონის ) ე.წ მოსწავლე, მისი მიდგომები და ფილოსოფია სულ თან მდევს, მადლობა რომ მე საუკეთესო მასწავლებელი მყავდა.

თუ თქვენ სათამაშო სტილზე გკითხავთ - ეს არის სერ ალექსის სტილის გამოძახილი ?

დიახ, მან ჩემზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა, თუმცა ჩვენ სხვადასხვა ვართ, მე სულ სხვა ადამიანი ვარ, მიყვარს ხალხთან ურთერთობა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მასაჟისტი იქნება, ფეხბურთელი თუ ადმინისტრაციის წევრი, მიყვარს ურთიერთობები. გუნდის წარმატება იმაშია თუ რამდენად კარგი ურთიერთობა გვექნება ერთმანეთში, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი უნდა ვიყოთ, ეს ყველაფერი გუნდზე უდიდეს პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს, როდესაც გუნდი თამაშობს კარგად, ესეიგი როგორც ფეხბურთელებმა ასევე სხვა დანარჩებმაც ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი.

მაიკ ფელანიც დაბრუნდა

დიახ, ეს შესანიშნავი ამბავია.

მაიკ ფელანის სახით გსურთ გამოცდილი ასისტენტი ?

იცით რაზე ვფიქრობდი ? მეც ჯერ ახალგაზრდა ვარ, კერიკიც და კირანიც, ხოლო ჩვენ გვჭირდება ყველაფერის ნაზავი, ფელანი იყო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ისტორიის, მას ზურგს კოლოსალური გამოცდილება უმაგრებს და რაც ყველაზე მთავარია უმუშავია მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელთან.

მაიკლ კერიკი შტაბში - თქვენ 2006 წელს "ჩარლტონთან" შეხვედით შეცვლაზე და ეს მაიკლისთვის დებიუტი იყო ახლა კი ის თქვენი ასისტენტი იქნება

ძალიან სამწუხაროა, რომ მე მაიკლთან სულ რაღაც 1 სეზონი მომიწია თამაში, ის არა მხოლოდ გამოვიდა მოედანზე არამედ აიღო როი კინის ნომერი და საუკეთესო ნაწილი იყო ჩვენი გუნდის. მას ტელეფონით ვესაუბრე და სასწაული ადამიანი და მოტივატორია, ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ მასთან ერთად მუშაობას.

მაიკლ კერიკის დებიუტი და თქვენი გარდამტეხი გოლი

დიახ, ეს მისი საკმაოდ წარმატებული დებიუტი იყო, როდესაც შევედი მოედანზე მე გადმომცეს კაპიტნის სამკლაური და გავიტანე გოლი ლუის საას პასით, რთულია 2003/04/05 ვერ იგებ ტიტულს, მოდის მაიკლ კერიკი და ჩვენ მოვიგეთ... მან ყველაზე კარგად იცის რას ნიშნავს იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი და გერქვას გამარჯვებული, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავერთოთ ტიტულისთვის ბრძოლაში.

თქვენი დახმარებით ბევრი ახალგაზრდა მოხვდა მთავარ გუნდში - ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერ აუცილებელია ?

დიახ, მე ვიყავი დაკავებული ამით. ჩემთვის ეს სულ საინტერესო იყო, ნიკი ბატთან ხშირად მქონია საუბარი იმაზე, რომ მსურდა "მიოლდეში" არენდით ახალგაზრდა აკადეემის ფეხბურთელებისთვის შანსი მიმეცა, რათა თავის თავში ეგრძნოთ ძალა და განვითარებულიყვნენ პროფესიონალური კუთხით, კირანმაც უდიდესი სამუშაო გასწია აკადემიის კუთხით - ის დღეს პირველ გუნდშია უკვე, ყველამ უნდა იგრძნოს თუ რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნატედი" და ჩვენ ყოველთვის მაგას ვამბობდით "აი ჩვენ გვინდა, რომ თქვენც ითამაშოთ", ეს საუკეთესო მოტივაციაა მათთვის.

საუკეთესო მრჩეველი ნიკი ბატი ახალგზარდების კუთხით, რამდენად მნიშველოვანია ეს კლუბისთვის ?

მნიშვნელოვანი კი არა, ჩვენ სწორედ ამისთვის ვარ. მე, ისევე როგორც სხვა ბევრი დანარჩენი ვიყავით აკადემიის სათავეებში, ეს არ უნდა მივაკეროთ მარტო კლას92, ეს არის "მანჩესტერ იუნატედის" ტრადიცია, ეს ტრადიცია ჯერ კიდევ სერ ალექსამდე იყო, არასოდეს დამავიწყდება მეტიუ ბასბის სიტყვები : "თუ შენ საკმარისად კარგი ამ საქმისთვის - ესეიგი ასაკს არანაირი მნიშველობ არ აქვს", მე ამის მერე როგორ უნდა ვთქვა უარი ამ ტრადიციებზე, მითუმეტეს ვუყურე მათ თამაშს "ჩელსისთან" სასწაული ბიჭები გვყავს, ვინც იმსახურებს შანსს.

მეკარის მწვრთნელიც დარჩა - გსურთ მალევე იხილოთ მისი და მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ვარჯიში ?

რა თქმა უნდა, მე ვესაუბრო დე ხეას და ის უბრალოდ აფანატებს ემილიო ალვარსესზე, სწორედ ამიტომაც დარჩა ის. ესე იგი დაახლოებით 8 წელია დე ხეა გუნდშია და ისევ ახალგაზრულად გამოიყურება (იცინის), ეს ჩემთვის ფანტასტიკური შეგრძენბა, რომ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გყავს.

ოლე გუნარ სოლსკიაერი პირველი სრული ინტერვიუ

აკადემია გამოვლილი ხალხისთვის - კიდევ უფრო დიდი მოტივაცია იქნებით

კი, რა თქმა უნდა. არასოდეს დამავიწყდება ჯესი ლინგარდის დებიუტი "ბანლისთან", ახალგზარდული გუნდი ერთ დღით ადრე თამაშობდა და ვერ მიიღო იქ მონაწილეობა, სამაგიეროდ ის რეზერვებს დაემატა. "ბარნლისთან" მან 2 წუთი განმავლობაში გამოვიდა და 195სმ სიმაღლის, დღეს უკვე "ბარნლის" ძირითადი ცენტრალური მცველის კევინ ლონგის წინააღმდეგ გამართა ორთაბრძოლა, ეს იყო ძალიან მაგარი საყურებელი, ის ჩანდა როგორც დაუნდობელ პიროვნებად. "შენ გექნება შანსი" ვთქვი მე ჩემთვის ჩუმად.

მე და მარკ დემპსი, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი "მიოლდეში" და რომელთან ერთადაც გაიზარდა ჯესი ლინგარდი, ხშირად ვსაუბრობდით მასზე, რომ ამ ერთმა სიფრიფანა ბიჭმა რამხელა პროგრესი გააკეთა, უბრალოდ წარმოუდგენელიც კია. ასევე გუნდში გვყავს პოლ პოგბა, გასხვავებით სხვებისა ის ძალიან მალევე გადავიდა პირველ გუნდში, ასევე მარკუს რაშფორდი, რომელიც ჯესიზე პატარა იყო თუმცა არანაკლებ დიდი მებრძოლი. მე ამ 3 ფეხბურთელს ბავშვობიდან ვიცნობ, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ იმისგან, რასაც ისინი დღეს თამაშობენ.

თუმცა მაგ 3 ფეხბურთელის გარდა კიდევ ძალიან ბევრია, რთული მისია გელით მათი შესწავლის სახით

დიახ, ეს პირველია რაც მენეჯერის ამპლუაში უნდა გააკეთო - იცნობ ახლოდან მათ და ესაუბრები, რამოდენიმე მათგანს უკვე ვესაუბრე, თუმცა ყველასთან საუბრის დრო ნამდვილად არ მქონია, ერთი კი შემიძლია დანამდვილებით ვთქვა ისინი არიან პროფესიონალები და მონდომებულები ისწავლონ კიდევ ძალიან ბევრი.

თქვენი საუკეთესო მიღწევა გუნდის ევრო სარბიელზე გაყვანა იყო ?

უუჰ, ჩვენ შევძელით და სახლში "სევილია" 1:0 დავარცხეთ, "მიოლდესითვის" ეს უდიდესი მიღწევა იყო ნამდვილად, როდესაც იმავე წელს "სევილია" ჩემპიონი გახდა.

სამზადისი "პსჟ" - სთვის

ოოოხ, ფანტასტიკა. იციით, ორშაბათს ვუყურებდი კენჭყრას, უცებ, დავინახე წყვილი "პსჟ" - "იუნატედი" და არაფერი არ ვიოდი თუ რა ხდებოდა ჯლუბში იმ დროს (იცინის). და შენ რომ ფიქრობ : "პსჟ" ეს ხო ფანტასტიკური შანსია, ეს ხომ გასნაკუთრებული საღამოა "ოლდ ტრაფორდისთვის", პროჟექტორების შუქი ( რომელზედ სულ მიმითებდა სერ ალექსი ) და საუკეთესო პერსპექტივის ფეხბურთელები ხვდებიან, ასევე საუკეთესო პერსპექტივის ფეხბურთელებს, ანუ ჩვენ. ერთი სული მაქვს ვიხილო ისინი "ოლდ ტრაფორდზე" თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა მოვამზადოთ ფუნდამენტი და მომზადებულები შევხდეთ ამ მატჩებს.

ტრებლის 20 წლის იუბილე

უუუხ, ეს საღამო, ეს ემოცია, ეს გამარჯვება 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო, 26 მაისს შესრულდება 20 წელი. ეს უბრალოდ .....

რას იტყოდით ?

ყველაფერს ჩემი ჭაღარა თმები მეტყველებს. 20 წელი გავიდა, როგორ ჩქარა მიქრის დრო.

ვინც ვერ გიცნობთ, რას ეტყოდით მათ ?

პირველი, რაც ვიგრძენი აქ ფეხის დაბიჯების დროს ეს იყო არა გუნდი, არამედ ოჯახი, აქ გავიზარდე, აქ ჩამოვყალიბდი როგორც ფეხბურთელი, აქ ვისწავლე რა გემო აქვს გამარჯვების ინსტიქტის და როგორ აძლევენ ახალგზარდებს შანს თავის დასამკვიდრებლად. ვერ გეტყვით "მიოლდეში" ავაშენე იგივე თქო, თუმცა ის იყო პატარა მოდელი "მანჩესტერ იუნაიტედის". თქვენ გაქვთ ერთი დიდი ოჯახი, თქვენ გაქვთ უდიდესი ისტორია, თქვენ გიყვართ შემტევი ფეხბურთი, ტიტულები და ეს ყველაფერი ახალგაზრდების მონაწილეობით.საგრძნობლად გაზრდილია გუნდი. მე ვიტყოდი მსოფლიოში საუკეთესი გუნდი, საუკეთესო გუნდი, საუკეთესო გულშემატკივრებითა და ფეხბურთელებით.

და ბოლოს რას ეტყოდით მთელ მსოფლიოში "მანჩესტერი იუნაიტედის" გულშემატკვირებს?

შესანიშნავია, სახლში დაბრუნება, ასევე გეტყვით, რომ ჩემს მაქსიმუმს გავიღებ, რათა მივაღწიოთ წარმატებას, მე გავაკეთებ ჩემს შტაბთან ერთად ყველაფერს, რომ ფეხბურთელი დატკბეს თავისი თამაშით... ვაააუ! ერთ სული მაქვს დავიწყო..


წყარო : carrick.ru
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Mike
21 დეკემბერი 2018 11:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 553
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, წარმატებები ოლე love am
3
№2
ავტორი: fergia
21 დეკემბერი 2018 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
საკმაოდ დიდი ინტერვიუ იყო მარა წაკითხვისას არ მიგრძვნია ეს... love

ძალიან დიდი იმედი მაქვს და მგონია რო იმდენს იზავს კონტრაქტს გაუხანგძლივებენ...
1
№3
ავტორი: snatch77
21 დეკემბერი 2018 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 156
რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი მაქვს GGMU
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
21 დეკემბერი 2018 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1039
სოლშე გილოცავ სახლში დაბრუნებას და შენს გავლილ გზას ინსახურებდი ამას ფერგის ჯარის კაცო მოკლეთ გეტყვი გაახარე ჩვენი ჩამქრალი გულები
1
№5
ავტორი: max_skyline
21 დეკემბერი 2018 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ოლეეე შენ გებაცვალე რაა.რა მაგრად მევასებოდი ფეხბურთელობისას გუნდის ოქროს ბიჭუნა იმის მიუხედავათ რო მაინც ზამენის ფეხბურთელად ითვლებოდა მთელი თავისი კარიერა ჩვენს გუნდს მიუძღვნა და არასდროს არ უთქვამს რო მე გუნდიდან უნდა წავიდე აქ ზამენის ფეხბურთელად ვითვლები ან მასეთები.როგორ მინდა ამან შედეგი დადოს და დატოვონ სულით და გულით მანჩესტერელი კლუბის ლეგენდა.მოკლედ ვიტყვი რა ნეტა ამან შედეგი დადოს და დატოვონ და გავარტყი ზიზუსაც ალეგრისაც კონტესაც და პოჩეტინიოსაც.ეხლა რაც მაგრად მაინტერესებს ეს არის პირველი თამაში და სერ ალექს ფერგიუსონის სახე ტრიბუნიდან
1
№6
ავტორი: BEQA
21 დეკემბერი 2018 12:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 4
ბიჭოოო რა ძაან ემოციებშია .... <3 იმედია იღბალიც მოიყოლე ოლე <3 წარმატებები, მადლობა თარგმანს
0
№7
ავტორი: Lalana
21 დეკემბერი 2018 12:36
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 1107
საკმაოდ კარგი და დადებითი პირონებაა,ეს თავისებურად იმოქმედებს ფეხბურთელებზეც.დიდი იმედი მაქვს ოლესი და წარმატებებს ვუსურვებ,იმედია ისეთი შედეგი გვექნება რომ სულ აღარ დაგვჭირდეს ახალი მწვრთნელის მოლოდინში ყოფნა.პირველ თამაში შეიძლება ყველაფერი არ გამოჩნდეს მაგრამ გამოიკვეთება მისი ხედვის კონტურები და ამიტომ საკმაოდ საინტერესო თამაში გველის წინ.
1
№8
ავტორი: ikeoni
21 დეკემბერი 2018 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7480
ციტატა: snatch77
რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი მაქვს GGMU

Ra shuashi Iyo ar vici magram cremlebi momadga kitxvis dros..:))) martla didi molodini maqvs ❤️
3
№9
ავტორი: gaga1987
21 დეკემბერი 2018 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1281
მებრძოლი ვიკინგივითაა შემართული.მეც ძალიან ემოციურად წავიკითხე და ისეთი მონდომებულია მგონია რო გაამართლებს იმედებს.თან ფერგისაც როგორ ახსენებს.ძალიან მევასებოდა და ამ ინტერვიუს მერე 1000000 უფრო დამევასა.
0
№10
ავტორი: Svani
21 დეკემბერი 2018 14:18
  • სიახლეები: 1273
  • კომენტარები: 2573
ეს იყო ის ინტერვიუ რომელიც იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა უნდა ჩაწეროს. ის იყო ის სიტყვები რომელიც იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა უნდა ისაუბროს, ეს იყო ის ემოცია რომელიც გახსენებს იმ დიდებას და ისტორიას რაც ამ გუნდს უდევს სათავეში, ეს არის ის ადამიანი რომელიც სულით ხორცამდე გრძნობს ამ ყველაფერს, ბრავო სოლშერ, ბრავო ამ შემართებისთვის, ამ ემოციებისთვის და ამ შეგნებისთვის რაც ამ კლუბის მიმართ მადლიერების ნიშნად გაქვს. ეხლა უბრალოდ შენი სიტყვები საქმეში გარდასახე და საერთოდ არ მინდა არც ზიდანი და არც კასპელი ზაურა იუნაიტედის მწვრთნელად. გვეცოდინება რო გუნდი ფერგის გაზრდილს გამოყავს მოედანზე და ითამაშებენ ისე როგორც კაცებს შეეფერებათ.

პ.ს მადლობა ნიკა გაწეული შრომისთვის.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

12 მაისი 2019, 18:00
იუნაიტედი0
კარდიფი2
პრემიერ ლიგა
5 მაისი 2019, 17:00
ჰადერსფილდი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
28 აპრილი 2019, 19:30
იუნაიტედი1
ჩელსი1
პრემიერ ლიგა
კარდიფი12 მაისი
ჰადერსფილდი5 მაისი
ჩელსი28 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top