თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2018, 20:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2103,
კომენტარები: 10
"იუნაიტედის" გარეშე გავაგრძელებ ცხოვრებას"
მოურინიო დუმილს არღვევს
ჟოზე მოურინიო დაჟინებით აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მის წარსულში დარჩა. პორტუგალიელი მედიასთან არცერთი დეტალის განხილვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ სამშაბათს დაითხოვა. როგორც პრესაში იწერება, პორტუგალიელმა 22 მილიონი ფუნტის ოდენობის კომპენსაცია მიიღო.

"იუნაიტედის" ყოფილი მენეჯერი ოჯახს ლონდონში სამშაბათსვე დაუბრუნდა. ჟურნალისტებმა ის სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს და კითხვების კორიანტელი დააყარეს.

როდესაც ჟურნალისტებმა მოურინიოს მიმდინარე მოვლენების შესახებ აზრის გამოთქმა მოსთხოვეს, პორტუგალიელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"მე არ ვიცვლები. რაც გავაკეთე "ჩელსის" დატოვებისას იგივეს ვიზამ ახლაც. მე მხოლოდ კარგ მომენტებს ვიტოვებ და საერთოდ არ მსურს ლაპარაკი ბოლოდროინდელ მოვლენებზე. ჩვენ ბევრ სასიამოვნო და არასასიაოვნო მომენტზე შეგვიძლია საუბარი, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია. "მანჩესტერ იუნაიტედი" განაგრძობს ცხოვრებას ჩემ გარეშე და მე "მანჩესტერ იუნაიტედის" გარეშე."

"რატომ უნდა გაგიზიაროთ ჩემი გრძნობები ან თქვენ ან გულშემატკივრებს? ეს დასასრულია და მორჩა. მე ასეთი ვარ და ყოველთვის ასეთი ვიქნები. სულ ვაკრიტიკებდი მენეჯერებს, რომლებიც კლუბს ტოვებდნენ და შემდეგ შიდა დეტალებს განიხილავდნენ. მე მსგავსი რამეები არ მჩვევია."

"მინდა, რომ ძალიან მარტივად დავასრულო ყველაფერი. როგორც ხშირად აღმინიშნავს ახლაც მსგავსად ვიტყვი - "თამაში დასრულებულია." იმედი მაქვს, რომ მედიის წარმომადგენლები ამ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემთ. სანამ საფეხბურთო სამყაროს დავუბრუნდები, უფლება მაქვს, რომ ჩემი ნორმარული ცხოვრებით ვიცხოვრო, ასე რომ გთხოვთ, მომეცით ამის საშუალება. ახლა ცოტა ხნით მაღაზიებს მოვივლი, გავისეირნებ და "მანჩესტერ იუნაიტედი" წარსულში დარჩება."

მოურინიომ გასულ სეზონში "იუნაიტედს" "ლიგის თასისა" და "ევროპის ლიგის" ტიტულები მოაგებინა. თუმცა ამჟამად "წითლები" სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც პორტუგალიელის განთავისუფლების საფუძველი გახდა.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Vaskaa
19 დეკემბერი 2018 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
რა სურათიც დევს ამ მომენტში საერთოდ არ უთქვამს ესეთი რამ ძალიან მოკლე პასუხები იყო და ეს ინფო საიდან მოიტანეთ?
0
№2
ავტორი: ikeoni
19 დეკემბერი 2018 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Mere choraobaze vetanxmebii...
0
№3
ავტორი: Shota Blues
19 დეკემბერი 2018 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ჟურნალისტების დედას რო ცენზურა მე! ამათ ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ მარტო ეს აზრი უტრიალებთ თავში
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
19 დეკემბერი 2018 21:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაც არ უნდა იყოს მაინც მადლობა ჟოზეს გაწეული სამუშაოსთვის
1
№5
ავტორი: RedGirl
19 დეკემბერი 2018 21:15
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ციტატა: Vaskaa
რა სურათიც დევს ამ მომენტში საერთოდ არ უთქვამს ესეთი რამ ძალიან მოკლე პასუხები იყო და ეს ინფო საიდან მოიტანეთ?


Manchester Evening News - წყარო მითითებულია და შეგიძლიათ, იხილოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: men1me
19 დეკემბერი 2018 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ჩემს ზიგმუნდა ფროიდს თუ არც გააგრძელებ
0
№7
ავტორი: Since1999
20 დეკემბერი 2018 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
საღამო მშვიდობის. ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ფეხბურთის მკვლელი რომ წავიდა იუნაიტედიდან. სოლკიაერის სამწვრთნელო კარიერას სამწუხაროდ არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რადიკალურად განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ ახლო მომავალში. ბრძოლის ჟინი და ლამაზი ფეხბურთი იყო ჩვენი სავიზიტო ბარათი სულ და იმედია ეს დაბრუნდება, თორე დავიწყე კალათბურთის გულშემატკივრობა :D
0
№8
ავტორი: Phil Jones
20 დეკემბერი 2018 01:04
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეგ კიარა სოლსკიარზე 2 სიტყვა თუ რატომ მეიმედება. ჯერერთი მიოლდეს შედეგი ნახეთ მეორე ადგილი რაც ალბათ კარგია ნორვეგიაში, მანდ პირველი დაკანონებული აქვს რუსენბორგს ))
კიდევ უმუშავია აკადემიში და იმედია შანსს მისცემს ბავშვებს, გრინვუდს დააკვირდით რა დღეშია, ტიპი დაფრინავს, იმედია გააგრძელებს პროგრესს და მერე ნახეთ თქვენ მბაპე და შმპაპე, მართლა ნახეთ ვისაც არ გინახავთ მე მაგრად მეიმედება და ასევე 2-3 შემტევები განსაკუთრებით თორე დაცვაში იქაც დომხალია ))
0
№9
ავტორი: OzBeTa
20 დეკემბერი 2018 11:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
რატო ვერ მოივლი მაღაზიებს და ქვეყნებს იმხელა კომპესაცია აიღე რო :დ

ციტატა: Phil Jones
ეგ კიარა სოლსკიარზე 2 სიტყვა თუ რატომ მეიმედება. ჯერერთი მიოლდეს შედეგი ნახეთ მეორე ადგილი რაც ალბათ კარგია ნორვეგიაში, მანდ პირველი დაკანონებული აქვს რუსენბორგს ))
კიდევ უმუშავია აკადემიში და იმედია შანსს მისცემს ბავშვებს, გრინვუდს დააკვირდით რა დღეშია, ტიპი დაფრინავს, იმედია გააგრძელებს პროგრესს და მერე ნახეთ თქვენ მბაპე და შმპაპე, მართლა ნახეთ ვისაც არ გინახავთ მე მაგრად მეიმედება და ასევე 2-3 შემტევები განსაკუთრებით თორე დაცვაში იქაც დომხალია ))

ვნახოთ ვნახოთ, დროებითი მწვრთნელია და მგონია რომ რა შედეგიც არ უნდა დადოს მაინც გაუშვებენ სოლშერს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№10
ავტორი: Dato kutaisi
20 დეკემბერი 2018 14:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
დიმატეოს შედეგი გაიმეოროს და წავიდეს მერე არ მაქ პრობლემა

სოლსკიაერმა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top