„იუნაიტედმა“ დაკარგა კონტროლი და ჭირდება გადატვირთვა, რათა შემობრუნდეს იმ დიდი პრობლემებიდან, რომლებიც კლუბს დაატყდა თავს.
კვირას 3:1 მარცხის შემდეგ „ენფილდზე“, აღმოჩნდა ყველაზე ცუდი სტარტი პრემიერ ლიგაში და ამან „ეშმაკები“ 19 ქულით დააშორა ლიდერ „ლივერპულს“ 17 ჩატარებული მატჩის შემდეგ.
ნევილი შეუერთდა კვირის გადაცემას სტუდიაში, იუნაიტედის ყოფილ კაპიტან როი კინთან, ჯეიმი კარაგერთან, გრაემ სოუნსთან და ყველა იმ კოსესუსამდე მივიდა, რომ ჟოზე მოურინიოს დღეები „იუნაიტედში“ უკვე დათვლილია.
მაგრამ ნევილი მიიჩნევს, რომ პრობლემები გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ მოურინიო და ხელმძღვანელობის გულუბრყვილო ხედვა კლუბის საფეხბურთო მხარის მიმართ არის მოშლილი.
„წავა თუ არა მოურინიო? ვფიქრობ რომ ეს მოხდება, მაგრამ უმჯობესია სეზონის დასასრულს“ - უთხრა ნევილმა “Sky Sport”-ს.
,,მაგრამ ხელმძღვანელობა ისეთი გულუბრყვილოა რომ დაუჯერებელია. მოგებული ორი თასის შემდეგ მის პირველ სეზონზე, იყო მომენტი სადაც უფროსობას უნდა მოეთოკა ნერვები და მოტივაცია მიეცათ მესამე სეზონისთვის. იმ წუთს როდესაც ის დაბრუნდა წინა სეზონზე, კლუბმა დაკარგა კონტროლი. არ არსებობს გამოცდილება და ცოდნა კლუბში, რომ ის (მოურინიო) გააკონტროლონ და გაუმკლავდნენ. ის მიდის პრესკონფერენციაზე და არ იცი რას აპირებს, რას იტყვის და არ იციან რა მოუხერხონ ამას.
ისინი ამის ფასს იხდიან. პრობლემა რომელიც ახლა აქვთ არის ის, რომ ისინი კარგავენ მენეჯერს და კარგავენ მას შუა სეზონზე, სადაც არის კითხვა თუ ვინ უნდა მოვიდეს.
რა უნდათ შემდეგი 3-4 წელი ამ გუნდში? იმიტომ რომ არ არის ასე ადვილი, რომ უბრალოდ თქვა, მოაშორეთ მწვრთნელი. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჭირდება გადატვირთვა. მხოლოდ მწვრთნელში არაა საქმე, აქ გაცილებით ღრმა პრობლემაა.
წარმოუდგენელი გულუბრყვილობით მათ კონტროლი დაკარგეს კლუბზე, როდესაც მას ახალი კონტრაქტი შეთავაზეს, ეს არ უნდა გაეკეთებინათ. კლუბს უნდა ეთქვა მისთვის, რომ „ჩვენ ვართ მანჩესტერ იუნაიტედი, კიდევ ერთი მათგანი...“ და მათ უნდა მიეღოთ მათი კლუბის ძალაუფლება.
მაგრამ თუ იღებ გადაწყვეტილებას და აძლევ ახალ კონტრაცტს, მაშინ უნდა დაიცვა მწვრთნელი და მიუყვანო ის მცველები გუნდში, რომელიც მას სურს. ამის ნაცვლად მათ კონტაქტი გაწყვიტეს და დატოვეს.
თქვენ ყოველთვის ვერ მიიღებთ იმას რაც გსურთ, როგორც მენეჯერი, მაგრამ აშკარა იყო, რომ „იუნაიტედს“ ჭირდებოდა ახალი ცენტრალური მცველები და როდესაც საჯაროდ ამბობ რომ მცველები გჭირდება და ვერ იღებ, როგორ გავლენას მოახდენს ეს უკვე გუნდში მყოფ მცველებზე?
მანჩესტერის გულშემატკივრებს არ სურთ თამაშებზე მისვლა, ისინი არ ელოდებიან გუნდის მატჩებს. ახლა უკვე აღარ, ეს იყო მოიესის დროს, მწვრთნელის ბრალი იყო, ვან გაალის დროს, მწვრთნელის ბრალი იყო და ახლა მოურინიოს დროს და კვლავ მწვრთნელს ბრალდება.
სამი კარგი მწვრთნელი რომელსაც კარგი ისტორია ქონდა. ერთ-ერთი მათგანი საუკეთესო ბოლო 20 წლის განმავლობაში პეპ გუარდიოლასთან ერთად. სწორედ ამიტომ უნდა თქვა რომ რაღაც გაფუჭდა, აღარ მუშაობს.
მე დარწმუნებული ვარ რომ სეზონის ბოლოს გუნდი მწვრთნელს შეიცვლის, ყველა ამ აზრზე ვართ. მაგრამ აქ ბევრი პრობლემაა და უფრო კომპლექსურია ვიდრე მწვრთნელი, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელებს ან დაცვას ითხოვს. ეს ღრმა პრობლემაა, რომელსაც ჭირდება გადატვირთვა, მთლიან კლუბს ჭირდება ეს.
ხუთი წლის წინ, ორი დიდი ფიგურა (სერ ალექს ფერგიუსონი და დევიდ გილი) წავიდა კლუბიდან, ორი ადამიანი, ვისაც დიდი ცოდნა ქონდა თამაშის კუთხით.
რაც მოხდა არის ფინანსური და კომერციული კადრები, რომლებიც საუკეთესონი არიან თავის საქმეში, დაყენებულები იქნენ საფეხბურთო სისტემის მხარეს და ისინი არ არიან კომპეტენტურები ამ სფეროში. ახლა მათ უნდა გადააბარონ ეს საქმე იმ ადამიანებს, ვინც იციან საფეხბურთო მხარე ბევრად უკეთესად და წარმატებით წარუძღვებიან მას."
წყარო:
www.skysports.com