თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2018, 12:42
ავტორი: zauri7,
ნანახია: 2164,
კომენტარები: 2
კასილიასის კრიტიკა მოურინიოს
იკერ კასილიასმა ყოფილი დამრიგებელი გააკრიტიკა.
კასილიასის კრიტიკა მოურინიოს
ცნობილ მეკარეს დრო ტყუილად არ დაუკარგავს და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამავე კლუბის ყოფილი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო, „ლივერპულთან“ „ენფილდზე“ განცდილი მარცხის შემდეგ მიზანში ამოიღო და გააკრიტიკა.

მოურინიოს ბიჭების ჩარტერული რეისი კვირას „ენფილზე“, სადიო მანეს და ხერდან შაქირის დუბლის წყალობით წარუმატებელი გამოდგა.
„იუნაიტედი“ ამ ეტაპზე ჩემპიონატში მე-6 ადგილზე იმყოფება, 19 ქულით ჩამორჩება „ლივერპულს“ და გატანილი/გაშვებული ბურთების სხვაობა 0 აქვს გრაფაში. ეს ყველაზე ცუდი სასტარტო 17 მატჩია 1990-91 წლების შემდეგ.

კასილიასმა მიზანში ამოიღო მოურინიო, რომელმაც ცოტა ხნის წინ პორტუგალიურ გაზეთს ინტერვიუ მიცა და კასილასი მოიხსენია როგორც კარიერის დასასრულზე მყოფი მეკარე.

„პორტუგალიური გაზეთის მიხედვით, ვიღაცამ თქვა რომ ფეხბურთელი (37 წლის) არის მისი კარიერის დასასრულისკენ. მე მას მთლიანად ვეთანხმები!“ - დაწერა კასილიასმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

„ჩემი კითხვა ამავე გაზეთს: მწვრთნელების შემთხვევაში, როდის და რა მომენტში ვეღარ ხედავთ მათ როგორც ლიდერს და მწვრთნელს გუნდში?“

კასილიასს და მოურინიოს ურთიერთობა 2013 წელს დაეძაბათ მადრიდის „რეალში“, სადაც ჟოზე ბოლო დღეებს ითვლიდა, როგორც ამ გუნდის მწვრთნელი.

წყარო: www.goal.com
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
19 დეკემბერი 2018 12:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კაი გაჩერდი :))
0
№2
ავტორი: ikeoni
19 დეკემბერი 2018 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
აღარ გვაინტერესებს ჟოზე ვსიო მორჩა დამთავრდა ჩვენთან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top