თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2018, 12:41
ავტორი: zauri7,
ნანახია: 1867,
კომენტარები: 3
კინისა და ნევილის მატჩისშემდგომი კომენტარები
ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა "ლივერპულთან" მატჩი შეაფასეს.
კინისა და ნევილის მატჩისშემდგომი კომენტარები
16 დეკემბერს „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა, რის შემდეგაც „იუნაიტედის“ ლეგენდებმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა Sky Sport-თან მცირე კომენტარი გააკეთეს.

როი კინი: „სიმართლე რომ გითხრათ თუ ახალი მწვრთნელი მოვა გუნდში, მაგალითად პოჩეტინო, ის იტყოდა, რომ მას ახალი ფეხბურთელები სჭირდება, რათა „იუნაიტედი“ დააბრუნოს თასებისთვის მებრძოლ გუნდად. შენ არ გასამართლებენ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელობისთვის, როდესაც ამარცხებ „ფულემს“, „ჰადერსფილდს“ და „ნიუკასლს“, ეს გუნდები ადვილად უნდა დაამარცხო როდესაც „იუნაიტედისთვის“ თამაშობ. მთავარია რას აკეთებ დიდი გუნდების წინააღმდეგ. ეს არის სადაც გასამართლებენ თუ გინდა რომ დიდ გუნდში მაღალი კლასის მოთამაშე იყო. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ცუდი გარდაქმნა გაიარა ბოლო წლებში, ამის დანახვა ბრმა ადამიანსაც შეუძლია.“

გარი ნევილი: „შოკში ვარ! „ლივერპული“ ძალიან მაღლა იდგა „იუნაიტედზე“, ძალიან მაღლა. „მანჩესტერი“ დღეს საშინელი იყო. მათ ნახევარდაცვაში არავინ ყავდა ვინც გადაცემას გააკეთებდა. არცერთი მათგანი არ იყო ასეთი. ისინი რაღაცას წვალობდნენ, მაგრამ ერთადერთი გუნდი ვისაც მოგება სურდა და ამისთვის თამაშობდა იყო „ლივერპული“. ეს არ არის საკმარისი.“

წყარო: SkySports
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 დეკემბერი 2018 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
მალე გამოჩნდება განსხვავება
1
№2
ავტორი: krekera
19 დეკემბერი 2018 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
აუ როგორ მაინტერესებს ახალი მწვრთნელის ხელში თამაშიიი))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
19 დეკემბერი 2018 17:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მართალია მარა რას იზავ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top