თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2018, 15:50
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1397,
კომენტარები: 8
"ყველაზე განსაკუთრებული მომენტი "ოლდ ტრაფორდზე"
მარკუს რეშფორდი "ლივერპულთან" ჩატარებულ მატჩს იხსენებს და ამ თამაშის მნიშVნელობაზე საუბრობს
რეშფორდი დიდი ხანია "იუნაიტედის" აკადემიაში იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისელს "ლივერპულთან" მრავალჯერ მოუწია დაპირისპირება. ახალგაზრდა ფორვარდი "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"ეს არასდროს არავის უთქვამს ჩემთვის და არც იყო საჭირო. პირველივე "ლივერპულთან" გამართულ მატჩში, როცა მხოლოდ 9 წლის ვიყავი, ამ ყველაფერს მთელი სიმძაფრით ვგრძნობდი."

"ჩემი ოჯახი ან ხალხი ჩემ ირგვლივ ყოველთვის ამ ატმოსფეროში ცხოვრობდა. ამ თამაშებზე წლებია დადიან, თუმცა არცერთს არ უთქვამს ჩემთვის რას ნიშნავდა "ლივერპულის" წინააღმდეგ თამაში, რადგან იმ წამიდან რა წამიდანაც სტადიონზე ფეხს ადგამ, შენ ყველაფერს გრძნობ. მხოლოდ რამდენიმე თამაშია, რომელსაც ეს განსაკუთრებული შეგრძნება თავისთავად დაჰყვება."

"ჩვენ გამარჯვება გვსურს. მესმის, რომ რამდენიმე თამაში ფრედ ვითამაშეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელებს მოგება არ უნდათ. საერთოდ არ გვსურს რომ წავიდეთ "ენფილდზე", ვითამაშით ფრე და დავბრუნდეთ უკან. არა, მხოლოდ გამარჯვება გვსურს და მჯერა, რომ ამის ძალა გვეყოფა. ამის მწამს მე და მთლიან გუნდს, სწორედ ამ შემართებით დავიწყებთ თამაშს. არ უნდა ვიჩქაროთ, ემოციებს არ უნდა ავყვეთ, მხოლოდ გავიმარჯვოთ."

რეშფორდმა ბოლო მატჩში "ლივერპულს" ორი გოლი გაუტანა, ახალგაზრდა ინგლისელი იმედოვნებს, რომ დღესაც იგივეს შეძლებს.

"ეს ძალიან განსაკუთრებული შეგრძნება იყო ჩემთვის. მეტიც, ეს ყველაზე დიადი შეგრძნება იყო იმათ შორის, რაც კი "ოლდ ტრაფორდზე" ოდესმე განმიცდია. იმ დღეს მოედანზე გამეფებული ატმოსფერო უბრალოდ დაუჯერებელი, გიჟური იყო. ეს არის მომენტი, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება."

"თუ "ენფილდზე" კარგ შედეგს დავდებთ, ფსიქიკურად ფეხბურთელები და სამრწთვნელო შტაბი ძალიან გაძლიერდება და იქნებ სეზონის შემობრუნებაც შევძლოთ. იქნებ უფრო სტაბილურები გავხდეთ, უფრო ჟინიანები და მივიღოთ ის შედეგი, რაც ყველას სურს."

"თუმცა ამ წუთას, მიმაჩნია, რომ სხვა გუნდებზე კონცენტრაცია არასწორია. ახლა ერთადერთი დავალება გვაქვს - ყოველ წუთს უფრო და უფრო უკეთ წარვდგეთ გულშემატკივრის წინაშე. ჩვენ ბრძოლა უნდა განვაგრძოთ, რათა იმ სიტუაციას თავი დავაღწიოთ, რომელშიც ბოლო დროს აღმოვჩნდით."

რეშფორდი ბოლო დროს საოცარ თამაშებს ატარებს. აღნიშნული არ გამორჩენია მოურინიოსაც, რომლის შექებაც ხშირად დაიმსახურა ინგლისელმა. პორტუგალიელმა უკვე დაადასტურა, რომ მარკუსი "ლივერპულთან" წინააღმდეგ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. მისი თამაშიდან გამომდინარე, ის "ენფილდისთვის" ყველაზე საშიშ ფიგურად უნდა იქცეს.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
16 დეკემბერი 2018 16:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგ ფორმაშია მარკუსი და იმედია დღესაც დაამტკიცებს ამას
0
№2
ავტორი: Redarmy Man
16 დეკემბერი 2018 18:33
  • სიახლეები: 184
  • კომენტარები: 19
Glory Glory Man United
0
№3
ავტორი: Malboro463
16 დეკემბერი 2018 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
დარმიანს ჭ დონის გუნდებთან არ ენდობა და სად აყენებს თან ც.მცველად მგონო.
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
16 დეკემბერი 2018 19:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მოკლედ სილქზე ვუყურებ და აი ვერ ვხვდები ასეთი განოსირებული როგორ უნდა იყო კომენტატორი.ან რა დასკვნები აქვთ ან როგორ მსჯელობენ.მანჩესტერი უბურთოდააო ისთ მომენტში თქვა როცა ლივერპულს არ შეუხია ფეხი.ვაი რა გვეშველება
0
№5
ავტორი: ikeoni
16 დეკემბერი 2018 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: Dato kutaisi
მოკლედ სილქზე ვუყურებ და აი ვერ ვხვდები ასეთი განოსირებული როგორ უნდა იყო კომენტატორი.ან რა დასკვნები აქვთ ან როგორ მსჯელობენ.მანჩესტერი უბურთოდააო ისთ მომენტში თქვა როცა ლივერპულს არ შეუხია ფეხი.ვაი რა გვეშველება

ეს კალატოზი საერთოდ აზრზე არაა
0
№6
ავტორი: Human
16 დეკემბერი 2018 20:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
გადაგვირბინეს ! recourse
0
№7
ავტორი: giorgiginturi
16 დეკემბერი 2018 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
მართლა არ მინდა სიკვდილი, იქამდე სანამ მოვკვდები და რატომ, რის და ვის გამო
0
№8
ავტორი: lasha001
16 დეკემბერი 2018 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
exlac tu ar gaushves es sirtava mourinio me tamashebs agar vuyureb sanam eg aq iqneba. fuui es ra vnaxe sircxvilia prosta ususurebi arian verafers ver aketebdnen. gamova exla is sirtava da daiwyebs ragac sirul raparakebs. gleizerebo tqveni deac....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top