თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2018, 14:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1428,
კომენტარები: 2
"ლივერპულის" დამარცხება ყველაზე მაგარი გრძნობაა, რაც კი ოდესმე განმიცდია"
გარი ნევილი "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მრავალწლიან მტრობაზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა გარი ნევილი დღევანდელ მატჩზე საუბრობს. მისთვის ამ თამაშს სიმძაფრე არ დაუკარგავს და ისეთივე შეგრძნებებით არის, როგორც წლების წინ, როცა თავად იყო "იუნაიტედის" წევრი...

"მე ბავშვობიდანვე "იუნაიტედის" გულშემატკივარი ვიყავი და ჩვეულებრივი მოვლენა და ფაქტი იყო, რომ "ლივერპული" არ უნდა მყვარებოდა. არასდროს მინდოდა, რომ თამაში მოეგოთ, ტიტულებზე ლაპარაკი ზედმეტია... ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამ ორი კლუბის ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული სიმძაფრით ხასიათდებოდა.

როდესაც "იუნაიტედში" გადმოვედი, ძალიან მარტივი ჭეშმარიტება გვქონდა: არ უნდა წააგო "მანჩესტერ სიტისთან" და არ უნდა წააგო "ლივერპულთან". არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდებში თამაშობდი თუ ძირითად გუნდში, ერიკ ჰარისონი და ნობი სტაილსი აუცილებლად გაგრძნობინებდნენ ამ თამაშში გამარჯვების აუცილებლობას, ამ მატჩის სიმძაფრეს. როცა ახალგაზრდებში ვთამაშობდი ბრაიან კიდი ყოველთვის მოდიოდა ამ მატჩის სანახვად, სერ ალექსიც კი გვესწრებოდა, როცა ეცალა. ეს იყო რაღაც, რაც ყველასთვის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ძირითად გუნდში გადასვლის შემდეგ, როცა დილით ახალგაზრდებს "ლივერპულის" წინააღმდეგ თამაში უწევდათ, სერ ალექსი ყოველთვის ნერვიულობდა. ვარჯიშზე გონებით მათთან იყო. ყოველ წამს ამოწმებდა, რა ქნეს ბიჭებმა. თუ ალბერტისგან ნანატრ სიტყვებს მიიღებდა, რაც რა თქმა უნდა, "ლივერპულის" დამარცხებას გულისხმობდა, სერ ალექსის სახეზე საოცარ სიამოვნებას ამოიკითხავდით.

ჩემი დამოკიდებულება "ლივერპულისადმი" სხვანაირი ვერც იქნებოდა. წარმოიდგინეთ სერ ალექსი, რომელსაც ყველაზე მეტად მათი ჩამოგდება სურდა; წარმოიდგინეთ ატმოსფერო, სადაც ყველგან გესმის: "ეს ბიჭები ლიგას მანამ ვერ მოიგებენ, სანამ ჩვენ აქ ვართ." რა თქმა უნდა, ყველა თამაშში გამარჯვებას ვერ ვახერხებდით და იყო მომენტები, როცა ისინი გვამარცხებდნენ, მაგრამ მოთხოვნილება და შეგრძნება, რომ დაგვემტკიცებინა მათთვის, რომ ჩვენ მათზე გაცილებით უკეთესი ვიყავით, ყოველთვის ჩვენში იყო. ყოველთვის, როცა მათ ვამარცხებდით საოცარი შეგრძნება მეუფლებოდა. ეს ყველაზე ტკბილი გამარჯვებაა, რაც შეგიძლიათ ოდესმე იგემოთ.

"ლივერპულის" დამარცხება ყველაზე მაგარი გრძნობაა, რაც კი ოდესმე განმიცდია"

ვფიქრობ, მათაც ისევე ვძულდით, როგორც ჩვენ ისინი. კარაგერი არასდროს არ მიშვებდა მარტოს მსაჯთან, ყოველთვის იქ იყო, რათა სიტუაცია გაერკვია. მისი მხრიდან დიდი სიძულვილი იკითხებოდა. ერთი წუთითაც არ მქონია შეგრძნება, რომ მე უფრო მძულდა ისინი, ვიდრე მათ მე. ამიტომაც იყო ყველაფერი ასეთი მძაფრი, ასეთი რთული.

ეს ყველაფერი ორ გუნდს ფართოდ გასცდა. ვგულისხმობ იმას, რომ თუ მოწინააღმდეგე გუნდში ლივერპულში დაბადებული პირი თამაშობდა, აუცილებლად რამე ცუდი უნდა მომხდარიყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა "ლივერპულში" ოდესმე თამაშობდნენ თუ არა. ის უბრალოდ გძულდა და მორჩა.

ეს შერკინება ახლაც ძალიან ძალიან ბევრს ნიშნავს მიუხედავად იმისა, რომ გარემოებები ბევრად უფრო შეცვლილია. ჩვენ ისევ არ გვინდა, რომ მათ გაიმარჯვონ. ისევ გვსურს, რომ აბსოლუტურად ყველა მატჩი წააგონ... ეს ფეხბურთის მტრობისთვის დამახასიათებელი შედეგია. "იუნაიტედის" გულშემატკივრისთვის, სრულყოფილი შაბათ-კვირა "იუნაიტედის" გამარჯვება და "ლივერპულის" დამარცხებაა.

მათ დაახლოებით 30 წელია ლიგა არ მოუგიათ, ამიტომ ბევრი გულშემატკივარი ვერ მიხვდება რა შეგრძნებაა ეს. თუმცა ჩვენ, რომლებიც იმ ერაში ვიზრდებოდით, რომელშიც "ლივერპული" ყოველ წელს ლიგას იგებდა, ვერასდროს დავივიწყებთ ამ შეგრძნებებს. ყველა თაობამ უნდა შეიგრძნოს რამდენად ცუდია ეს ყველაფერი, ძალიან ძალიან ცუდია!

მთელი ბავშვობა გამიწამეს. უამრავ ტიტულებს იგებდნენ, ძალიან მტკივნეული იყო ეს ყველაფერი! სწორედ ეს ყველაფერი ხდის ამ მატჩს ასე განსაკუთრებულს, ასე მძაფრს, ასე მნიშვნელოვანს, ასე უნიკალურს. კი, ეს სიგიჟეა, მაგრამ რეალობაა.

"ლივერპულის" დამარცხება ყველაზე მაგარი გრძნობაა, რაც კი ოდესმე განმიცდია"

ეს მატჩები ყოველთვის სხვანაირად უნდა ჩატარდეს. სხვა ვნებით, სხვა შემართებით, სხვა სიგიჟით, სხვა ჟინით, ყველაფერი უნდა გქონდეს, რაც ამ შეშლილობას შექმნის. დამიჯერეთ, ბევრი რამ გამომიცდია ამ წლების განმავლობაში: გადამწყვეტ თამაშებში გამარჯვება, ნახევარფინალში გამარჯვება, ფინალში გამარჯვება, უამრავი ტიტულის აღმართვა, მაგრამ "ლივერპულის" დამარცხებას ვერცერთი გრძნობა ვერ შეედრება. არ აქვს მნიშნელობა გჭირდება თუ არა ქულა, არ აქვს მნიშვნელობა მატჩს რამხელა წონა აქვს შენთვის, მათი დამარცხება ყველაზე ტკბილი შეგრძნებაა.

"იუნაიტედი"-"ლივერპული" შეიძლება საზიზღარი, გიჟური სანახაობა იყოს. მაგრამ არასდროს არასდროს არ აქვთ ფეხბურთელებს უფლება, რომ ის მოსაწყენი გახადონ. ამ თამაშმა რაიმე ინციდენტის გარეშე არ უნდა ჩაიაროს. ესაა მთელი ისტორია, მენდეთ.

როდესაც კლუბში ახალწვეული მოდის, პირველ რიგში ეს უნდა განუმარტო. უნდა განუმარტო, რომ დაუშვებელი და მიუღებელია "ლივერპულთან" დამარცხება. უნდა განუმარტო, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ მატჩში გამარჯვებას."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
16 დეკემბერი 2018 15:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდ დროს კი მოუწიათ ლივერპულთან მატჩი, ოლდ ტრაფორდზე მაინც ყოფილიყო. ერთი შეხედვით განწირული ჩანს გუნდი მარა როცა სკაუზერებთან თამაშია არსებულ მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს, ასე იყო ადრე, თუმცა დღეს თუ აანალიზებენ ამას ჩვენი ფეხბურთელები ესაა საინტერესო.
0
№2
ავტორი: ikeoni
16 დეკემბერი 2018 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Midi bichebo dges unda movigot raa bolomde unda vibzolot❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top