თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2018, 14:09
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1836,
კომენტარები: 2
"მათ იციან, რომ იქ ჩასვლა და მათი დამარცხება შეგვიძლია"
ჟოზე მოურინიო მატჩის წინ.
დღევანდელ თამაშში "იუნაიტედისთვის" გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს "წითლებისთვის" ოთხეულში მოსახვედრად წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება. გარდა ამისა, ეს მატჩი ისტორიულადაც მნიშნელოვანია და ორივე გუნდისთვის ამ თამაშში გამარჯვება ბევრს ნიშნავს.

მოურინიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, კლოპს ზუსტად ეცოდინება, რომ მარტივი თამაში არ ელის და "იუნაიტედი" ბევრ საშიშ სიტუაციას შექმნის "ენფილდზე".

"ლივერპულს" რა თქმა უნდა ექნება რაღაც განსაკუთრებული შეგრძნება, რადგან ისინი ლიგის სათავეში არიან. მეც ასე ვიყავი ხოლმე. ჩანს, რომ თითქოს ყველაფერი შენს ნებაზე მიედინება, და შენც უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდები. მაგრამ არ მგონია, რომ ისინი სულელები იყვნენ. ვფიქრობ, ყველა ხვდება, რომ რთული მატჩი ელით წინ."

"მათ კარგად იციან, რომ ჩვენ ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარე გვაქვს. ვფიქრობ, ისინი პატივს სცემენ ჩვენს ძლიერ მხარეებს. ვფიქრობ, იციან რომ ძალიან ძალიან რთული დღე იქნება."

"ისინი იმასაც იაზრებენ, რომ მათთვის ახლა ყოველი ქულა სასიცოცხლოდ მნიშნვნელოვანია, თუ ჩემპიონობა სურთ. ვფიქრობ, ისინი პროფესიონალები არიან და პროფესიონალიზმი თავის თავში "მანჩესტერ იუნაიტედის" პატივისცემას მოიცავს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ იქ ჩასვლა და გამარჯვება შეგვიძლია."

მოურინიოს შეკითხვები დაუსვეს მის ერთ-ერთ ყოფილ ფეხბურთელზე - სალაჰზე. 26 წლის ფეხბურთელი ჟოზეს მეთვალყურეობის ქვეშ "ჩელსიში" თამაშობდა. იმ დროისთვის მან 12 ლიგის მატჩში 2 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ კი "რომაში" მოუწია გამგზავრება. ჟურნალისტები ცდილობდნენ, გაერკვიათ, ხომ არ გამოიყენებდა ჟოზე სალაჰთან გატარებულ დროს მის ამოსაცნობად. მაგრამ როგორც პორტუგალიელი აღნიშნავს, ფორვარდი იმდენადაა განვითარებული, რომ მისთვის სრულიად უცხო ფიგურად იქცა.

"მივიჩნევ, რომ ყველა დონეზე საოცარი პროგრესი განიცადა. ფიზიკურად, ზღაპრული განვითარება აქვთ. ის ძალიან სწრაფ და ძლიერ კაცად ჩამოყალიბდა. ახლა ყველგან ყველა გუნდის წინააღმდეგ თამაშობს. საერთოდ სხვა შედეგი დადო და ბევრად უფრო შემდგარი ფეხბურთელია ვიდრე მაშინ, როცა "ბაზელიდან" "ჩელსიში" გადმოვიყვანე. დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამიტომაც საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მათი ცნობა რამეში გამომადგება. იმიტომ რომ მე მაშინ მხოლოდ მის "პროექტს" ვიცნობდი. ახლა ის შემდგარი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია."

მოურინიო მიიჩნევს, რომ სალაჰის გარდა "ლივერპულს" ძალიან ბევრი ვარსკვლავი ჰყავს. მისმა შეგირდებმა კი თითოეულ მათგანს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.

"ყოველი მატჩისას ჩვენ ოპონენტების ძალის გააზრებას ვცდილობთ. მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე ვსაუბრობთ. როცა საქმე "ლივერპულზე" მიდგება, მიხვდებით, რომ მათ ძალიან ბევრი ძლიერი მხარე აქვთ. უნდა ვიფიქრო სალაჰზეც და ყველა მათ ვარსკვლავზე. საუკეთესო გზა უნდა გამოვნახოთ "ლივერპულის" ფეხბურთელების შესაჩერებლად.


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
2 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
16 დეკემბერი 2018 14:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია მხოლოდ სიტყვები არ დარჩება თამაშის მერე და შედეგზეც აისახება ეს ყველაფერი, რაც ამ ბოლო დროს ძაან იშვიათად ხდება.
0
№2
ავტორი: ikeoni
16 დეკემბერი 2018 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Yvelaferi unda gavaketot ro dges Es tamashi movigot
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top