თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2018, 09:07
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1696,
კომენტარები: 3
"ვნახოთ, რადმენად შევძლებთ "ლივერპულის" ტკენას"
მარკუს რეშფორდი მატჩის წინ
"იუნაიტედი" მოსისხლე მტერს 16 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ "ეშმაკები" მე-6 ადგილს იკავებენ, როცა "ლივერპული" ლიგის სათავეშია. რეშფორდის განცხადებით, მისთვის ცნობილია "ლივერპულის" ჟინი და თავდადება, თუმცა მოურინიოს შეგირდები არაფერს ყურადღებას არ აქცევენ საკუთარი თავის გარდა.

"ჩვენ იქ წასაგებად არ მივდივართ, მხოლოდ გამარჯვება გვწყურია, როგორც სხვა ყველა თამაშში. კარგი გუნდია, ისეთი ჟინითა და შემართებით თამაშობენ, რომ ოპონენტებისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება მათ წინააღმდეგ თამაში. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სრული კონცენტრაცია საკუთარ თავებს დავუთმოთ და ვნახოთ, თუ რამდენად შევძლებთ მათ ტკენასა და გოლების გატანას."

"ლივერპული" "იუნაიტედს" "ენფილდზე" დაელოდება. შეგახსენებთ, რომ ამ სტადიონზე მასპინძლები უკვე ორი თამაშია ვერც გამარჯვებას და ვერც გოლის გატანას ახერხებენ.

რეშფორდს ჟურნალისტებმა ჰკითხეს მოურინიო სხვა განწყობით ხომ არ ემზადება ამგვარი თამაშებისთვის, რაზეც ახალგაზრდა ინგლისელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ვფიქრობ, ცოტათი განსხვავებულია. თუმცა ყველა ასე ვართ. ასეთ მატჩებს თავისი განსაკუთრებული მუხტი და აღელვება მოსდევთ და როგორც ადამიანებს, ამის დამალვა არ შეგვიძლია."

"თუმცა ის გამარჯვებისთვისაა დაბადებული. შესაბამისად, ასეთი თამაშების წინ ერთადერთი რაზეც ფიქრობს მატჩის მოგებაა. აინტერესებს როგორ მოვიგებთ, თუ მოვიგებთ და 3 ქულის მოპოვებას თუ შევძლებთ, რადგან ეს აუცილებლად გვჭირდება."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
15 დეკემბერი 2018 10:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამ კაცის დიდი იმედი მაქქ love
0
№2
ავტორი: ikeoni
15 დეკემბერი 2018 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Midi resh es tamashi unda movigot❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 დეკემბერი 2018 21:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გასვლაზე როა ეს დიდ როლს ითამაშებს საბოლოო შედეგზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top