თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2018, 17:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2057,
კომენტარები: 5
"იუნაიტედს" "ლივერპულის" დამარცხების ძალა ყოველთვის შესწევს"
ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიო დაჟინებით აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" იმ შემადგენლობას, რომელსაც ის აირჩევს ძალიან დიდი გამარჯვებისა და ბრძოლის სურვილი ექნება.

"ეშმაკუნები" "ენფილდისკენ" გაემართებიან, რათა მათ მთავარ მეტოქეებს, "ლივერპულს" დაუპირისპირდნენ. "იუნაიტედს" უკვე 9 თამაშია "მერსისაიდელებთან" არ წაუგია. შეძლებს თუ არა მოურინიო ამ შედეგის გაუმჯობესებას, ამას კვირა დღე გვიჩვენებს.

ჟურნალისტებმა მატჩის წინ მოურინიოს ძალიან ბევრი კითხვა დაუსვეს. მთავარი მათგანი კი შემდგომში მდგომარეობდა: შეძლებს ჟოზე საკმარისი სტრატეგიისა და ხერხების მოფიქრებას, რათა 9 მატჩიანი წაუგებლი სერია გააუმჯობესოს? თანაც გულშემატკივარმა არ უნდა დაივიწყოს, რომ თამაში "ენფილდზეა", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული სტადიონია სათამაშოდ.

"ყველანაირად ვეცდები. ყოველთვის ვცდილობ და მინდა მყავდეს გუნდი, რომელიც გამომყვება და ჟინი და შემართება ეყოფა თავდაჯერებულობასთან ერთად. ჩვენ ძალიან კარგად ვაანალიზებთ, რომ "პრემიერ ლიგის" ამჟამინდელ ლიდერებს ვეთამაშებით და თანაც ეს გუნდი საკმაოდ მაღალ დონეზეა, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენ ჩვენი პოტენციალი და შესაძლებლობები გვაქვს."

"და ეს შესაძლებლობები გვრჩება მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც არსებობს გუნდში. მე არ შემიძლია წინასწარ განვსაზღვრო თამაშის ტაქტიკა, ფილოსოფია, მიდგომები, რადგან ჯერ კიდევ წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეძლებს თამაშს. თუმცა როგორი ფეხბურთელებითაც არ უნდა მომიწიოს თამაში, გპირდებით, რომ თქვენ წინაშე წარვდგები გუნდით, რომელსაც თავისუფლად შეეძლება გამარჯვება."

"ოლდ ტრაფორდელებმა" ბოლო შვიდი "პრემიერ ლიგის" მატჩიდან "ენფილდზე" მხოლოდ ერთი წააგეს. მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ კი ორივეჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხეს. თუმცა პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ წარსულის შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და კონცენტრაცია მხოლოდ და მხოლოდ კვირის მატჩზე უნდა მოხდეს.

"თუ სწორად მახსოვს, ორივე მატჩი დადებითად დავასრულეთ გასულ სეზონში. სახლში დავამარცხეთ და როგორც მახსოვს ბოლო ოთხი მატჩია არ წაგვიგია. მაგრამ ეს წარსულში მოხდა."

"კვირის მატჩს არანაირად არ ეხება ის, თუ რა იყო წარსულში. სრული კონცენტრაცია უნდა მოხდეს არა იმაზე, რაც მოხდა, არამედ შემდეგ მატჩზე. კვირა საღამო ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. არანაირი წარსული, ახლა მხოლოდ ეს გვაინტერესებს."

მოურინიომ წარსულში განაცხადა, რომ თუ "ლივერპულს" ტიტულის მოგება სურს, საზაფხულო ფანჯარაზე ბევრი ფული უნდა დაეხარჯათ. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რას ფიქრობდა აღნიშნულზე პორტუგალიელი ამჟამად, რაზეც ჟოზემ შემდეგი პასუხი გასცა:

"აქ ბევრი რამ არის და მხოლოდ ახალი ფეხბურთელების შეძენა არ კმარა. თუ დიდი ტიტულები გსურს გაცილებით მეტი უნდა გააკეთო. მხოლოდ ფულის დახარჯვა ნამდვილად არ კმარა. საფეხბურთო კლუბი გაცილებით მეტია ვიდრე ტრანსფერებზე დახარჯული თანხა."

"საფეხბურთო კლუბი რაღაცით სახლს ჰგავს. სახლი მხოლოდ ავეჯის შეძენით არ იქმნება. ჯერ სახლში ბევრ სამუშაოს ასრულებ და როგორც კი მორჩები, მხოლოდ შემდეგ შეგიძლია ავეჯის ყიდვა. შემდეგ, რა თქმა უნდა, საუკეთესო ავეჯზე ხარჯავ ფულს და მხოლოდ ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ ხართ მზად იმისათვის, რომ იდეალურ სახლში იცხოვროთ. ესაა და ეს."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
5 კომენტარი
№1
ავტორი: OzBeTa
14 დეკემბერი 2018 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
სწორია ჟოზე მარტო ტრანსფერები არ გვიშველის თუ გინდს შიგნით მექანიზმი არ არის აწყობილი და ამით მაურინიომ მიანიშნა გლეიზერებს და ვუდვორდს რომ სლეები არიან და ვერ დაულაგებიათ სიტუაცია კლუბში. მარტო ჟოზეს ბრალი არ არის ეს ყველაფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№2
ავტორი: kobinio
14 დეკემბერი 2018 20:28
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მკვეხარა ქოთანად გადაიქცა ეს ჩემოს ტრამპა ცუმპა...
პესეჟემ ვერაპერი მოუხერხა და ამას თუ ეს შეულია რას გვაგინებინებს თავს მამაცხონებული.
იმედი მაქვს ვალენსიასთან განვლილმა მატჩმა რაღაცა დაანახა ამ კაცს და პოგბას ღლესავით ლასლას არ ვნახავ მინდორზე.

ციტატა: OzBeTa
სწორია ჟოზე მარტო ტრანსფერები არ გვიშველის თუ გინდს შიგნით მექანიზმი არ არის აწყობილი და ამით მაურინიომ მიანიშნა გლეიზერებს და ვუდვორდს რომ სლეები არიან და ვერ დაულაგებიათ სიტუაცია კლუბში. მარტო ჟოზეს ბრალი არ არის ეს ყველაფერი

1.მფლობელი.
2.ვყდვორდი ნაბიჭყვრიშვილი
3. ფეხბურთელების მიდგომა საქმისადმი
4.მწვრთნელი
აი ძმაო ამ ყველაფერს როცა გამოასწორებს გუნდი მერე მეოთხე საფეხური ან გახდება შესაცვლელი ან არა.რასაც თხოვენ ეს ****ც იმას აკე5ებს.არ მჯერა მე შარშან სევილიასთან რომ 1-0 დააჯინა ეს უბრალოდ დაჯდა ასე... ასე რომ გლეიზერებმა დაღუპა მანიუს მომავალი.
0
№3
ავტორი: ikeoni
14 დეკემბერი 2018 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
არ წავაგებთ ამ თამაშს არაააა!!!!
0
№4
ავტორი: stepno
15 დეკემბერი 2018 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვიგებთ ხვალლ უეჭველიიი :))) ჟოზე რაც არუნდა სასაცილოდ ჟღერდეს შენი იმედი მაქ :DDD
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
15 დეკემბერი 2018 21:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რო არ წააგონ უკვე კარგი იქნება ალბათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top