თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2018, 14:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1662,
კომენტარები: 7
ახალი ამბები "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ლაზარეთიდან
მოურინიომ და კლოპმა გუნდის ტრავმებზე ისაუბრეს.
ახალი ამბები
ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელი კვირის მატჩისთვის მზად იქნება.

როგორც გახსოვთ, მხოლოდ ნემანია მატიჩსა და დავიდ დე ხეას მიეცათ დასვენების საშუალება. კრის სმოლინგს, მათეო დარმიანსა და დიოგო დალოს ტრავმა აწუხებდათ. ალექსის სანჩესი, ვიქტორ ლინდელოფი, ენტონი მარსიალი და ლუკ შოუც მანჩესტერში დარჩნენ, რადგან მათაც ლაზარეთში უწევდათ ყოფნა. პარასკევის პრესკონფერენციაზე მოურინიომ გუნდის მზაობაზე ისაუბრა:

"ვიმედოვნებ, რომ დღევანდელ ვარჯიშსა და ხვალინდელ თამაშს შორის რამდენიმე პოზიტიური სიახლე გვექნება. თუმცა მინდა წინასწარვე გითხრათ, რომ რთული სიტუაცია გვაქვს."

"ვალენსიასთან" რეალურად ჯანმრთელი ფეხბურთელებიდან მხოლოდ დე ხეა და მატიჩი დავასვენე. დანარჩენები შეუძლოდ გრძნობდნენ თავს. ყველას ტრავმა აწუხებს და არცერთს არ უვარჯიშია გუშინ."

"დღეს რამდენიმე ვარიანტს მოვსინჯავთ, ვნახავთ როგორ ადაპტირდნენ ფეხბურთელები, რომ შევაფასო ვინ იქნება მზად კვირისთვის. დაზუსტებულ პასუხს ვერ გეუბნებით, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე კარგად იქნებიან. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე მათგანი თამაშს ვერ შეძლებს."

"რამდენიმე მათგანი უფრო ახლოსაა დაბრუნებასთან, ვიდრე სხვები. მაგალითად, ვინც ვალენსიასთან ითამაშეს და იქ მიიღეს ტრავმა ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესში არიან. დანარჩენები კი ვარჯიშისთვის ემზადებიან. ზოგი საერთოდ არ ვარჯიშობს, ზოგი ძალიან ცოტას ვარჯიშობს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით მოვლენებს, რათა შევაფასოთ ვინ იქნება მზად თამაშისთვის."

"რაც შეეხებათ დე ხეასა და მატიჩს, უბრალოდ მათი დასვენება მინდოდა. დე ხეამ აბსოლუტურად ყველა წუთი ითამაშა და ამ ეტაპზე ნამდვილად უნდა მიმეცა ამოსუნთქვის საშუალება. ასევე მატიჩსაც, მას ფიზიკური დასვენება სჭირდებოდა," - დაასრულა მოურინიომ.

მოურინიოს გარდა ტრავმებთან გამკლავება უწევს კლოპსაც. ინგლისელი ცენტრალური მცველი გომეზი, თვის დასაწყისიდან კოჭის ტრავმით იტანჯება. ლაზარეთში იმყოფება ჯოელ მატიფიც. შესაძლოა მატჩი გამოტოვოს ალექსანდერ-არნოლდმაც, "ჩემპიონთა ლიგაზე" მიღებული კოჭის ტრავმის გამო.


წყარო: ManUtd.com

ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 დეკემბერი 2018 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11613
Yliverpuls araferi danaklisi ar aqvs chven vikitxot
0
№2
ავტორი: Malboro463
14 დეკემბერი 2018 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5888
თამაშით დე დას უტირებს ლივერპული და მოიგებენ სავარაუდოთ.
0
№3
ავტორი: manubro
14 დეკემბერი 2018 16:53
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ციტატა: ikeoni
Yliverpuls araferi danaklisi ar aqvs chven vikitxot


ყველა რო გვყვავდა ხო დავახიეთ ბურთი თავზე :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№4
ავტორი: ikeoni
14 დეკემბერი 2018 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11613
ციტატა: manubro
ციტატა: ikeoni
Yliverpuls araferi danaklisi ar aqvs chven vikitxot


ყველა რო გვყვავდა ხო დავახიეთ ბურთი თავზე :D

2 წელია არ მოუგიათ ისე და ბოლოს რო ვეთამაშეთ კი დავახიეთ და დავასხით თავზე.. ჩაიხედეთ ხოლმე სტატისტიკაში თუ არ გახსოვთ
0
№5
ავტორი: PaLoMo
15 დეკემბერი 2018 00:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4122
ეს მატჩი აუცილებლად მოსაგებია აუცილებლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: stepno
15 დეკემბერი 2018 08:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამათ სულ მესამე გუნდით რო ვეთამაშოთ მაინც მოუგებთ :))
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
15 დეკემბერი 2018 21:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მარსიალი მაინც იყოს მწყობრში :/
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top