თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2018, 13:59
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1394,
კომენტარები: 4
წითელი სამყარო კვირისათვის ემზადება
ვინ წარუძვება "ლივერპული" - "მანჩესტერს"
წითელი სამყარო კვირისათვის ემზადება
კვირას ინგლისის საფეხბურთო სამყარო დიდი მატჩისთვის ემზადება. გულშემატკივარი "პრემიერ ლიგის" ყველაზე დიდ შერკინებას იხილავს ორ ყველაზე ტიტულოვან გუნდს შორის. ამჯერად, მატჩს "ენფილდის" სტადიონი უმასპინძლებს. "ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე დაძაბული, ემოციური და გულშემატკივრისათვის საყვარელი დაპირისპირებაა.

"Sky Sports"-ის სტუდიას სხვა ფეხბურთელებთან ერთად კვირას "იუნაიტედის" ძველი ლეგენდა, როი კინიც ესტუმრება. მსგავსი თამაშებიდან კინის ანგარიშზე 21 მატჩია. მათგან ცხრა "იუნაიტედის" გამარჯვებით, ხოლო შვიდი დამარცხებით დასრულდა. მატჩის დაწყებამდე როი კინი ეცდება ამ შერკინებების ყველა ძველი მოგონება, შეგრძნება და დასამახსოვრებელი მომენტები გაიხსენოს, რაც მატჩის წინ გულშემატკივრისთვის ერთობ ამაღელვებელი იქნება.

თუმცა როი კინის შემთხვევაში ყველაფერი განსხვავებულად იყო. მაშინ "ლივერპულის" მთავარ მიზანს "იუნაიტედისთვის" ქულების დაკარგვა წარმოადგენდა, რადგან "ეშმაკუნები" მუდმივად ტიტულებისთვის იბრძოდნენ. დღევანდელ დღეს კი "იუნაიტედი" ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო კლოპის შეგირდები უკვე ტიტულისთვის იბრძვიან და ამ დროისთვის ჩემპიონატის სათავეშიც არიან.

მატჩის მსვლელობას კინსა და "Sky Sports"-თან ერთად ადევნებენ გრემ სოუნისი და კარაგერი. თუმცა მათ გამოაკლდებათ გარი ნევილი.

გავიხსენოთ როი კინის რამდენიმე ფრაზა "ლივერპულის" შესახებ:

2017 წელი, ნოემბერი:

"ლივერპულისნაირი" "დიდი" კლუბისთვის 10 წელიწადში მხოლოდ ერთი ტიტულის მოგება ცოტა დამაბნეველი და სასაცილოა, კითხვებს ბადებს."

"ლივერპული" ჩემი ბაღის უკანა ეზოში რომ თამაშობდეს, მაინც არ ვუყურებდი. უბრალოდ რაღაცას ფაფხურობენ, და თან ამას რისთვის აკეთებენ თავადაც არ იციან."

"ლივერპული" დიდ მატჩებს ვერ მოიგებს. კი, ახლა პატარ-პატარა თამაშებს იგებენ, მაგრამ დიდ მატჩებში გამარჯვება? ტიტულების მოგება? დაივიწყეთ. უკვე საკმარისზე მეტი აქვთ."


მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა გარი ნევილმა:

"ატმოსფერო, ემოციები, შეგრძნებები... ამ ყველაფერმა იმ დროში დამაბრუნა, როცა თავად ვთამაშობდი "ენფილდზე". ეს ყოველთვის განსხვავებული თამაშია, ყოველთვის მეტი მტრობაა, ყოველთვის დიდებული გოლები გადის. ყველაფერი განსხვავებულია."

გარი ნევილთან ერთად ისაუბრა კარაგერმაც:

"ხალხი იტყვის, რომ ეს მხოლოდ სამი ქულაა, მაგრამ სნამდვილეში ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ამ თამაშს გაცილებით მეტი თავბრუდამხვევი ემოცია მოსდევს ვიდრე მხოლოდ სამი ქულაა."

წყარო: SkySports
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: manubro
14 დეკემბერი 2018 14:25
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ!!!
მოგებაზე მეტად კიდე რა სირცხვილით უნდა ვწერდე ამას მაგრამ მიდა რომ სამარცხვინოდ წააგონ იქნებ მოაცილონ ჟოზე ზამთარშივე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№2
ავტორი: ikeoni
14 დეკემბერი 2018 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Rogor mezizgeba liverpuli ar unda wavagot araaaa!!!!!!
0
№3
ავტორი: stepno
15 დეკემბერი 2018 08:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ოღონდ ამათ მოუგონ და ეგვიპტელი ფარაონი არ აბლატაონ და რავიცი რა მერე წააგონ ყველა თამაში:)) უნდა გავხიოთ კიდევ ერთხელ ლივერპულიიიი
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
15 დეკემბერი 2018 21:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ადრე სულ სხვა ხიბლი ქონდა ამ დაპირისპირებას სამწუხაროდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top