თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2018, 15:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1819,
კომენტარები: 9
"ნუ დაივიწყებთ, რომ ეს "იუნაიტედია"
ხუან მატას არცერთი ოპონენტის არ ეშინია.
"იუნაიტედის" დამარცხების წყალობით ჯგუფში პირველ ადგილზე "იუვენტუსი" გავიდა. რაც გულისხმობს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე სხვა გუნდის გამარჯვებულთან მოუწევს "იუნაიტედს" დაპირისპირება. თუმცა მატას განცხადებით, "წითლებს" არავის არ ეშინიათ და მზად არიან ნებისმიერი გუნდის დასახვედრად.

"უნდა დაველოდოთ და გავიგოთ, ვის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ვინც არ უნდა იყოს, ყველას დამარცხება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, რთული მოწინააღმდეგე გვეყოლება, რადგან ყველა გუნდი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავიდა ძალიან კარგია."

"თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ. არ აქვს მნიშვნელობა კარგ თამაშებს ვატარებთ თუ ცუდს, ჩვენ ყოველთვის უნდა გვწამდეს და პატივს ვცემდეთ ამ კლუბს და მის ისტორიას და ასევე იმ რწმენას, რაც "იუნაიტედის" გარშემომყოფებს აქვთ ჩვენდამი."

"მესტალაზე" ჩატარებული მატჩი "წითლებისთვის" იმედგამაცრუებელი იყო, რადგანაც "იუნაიტედმა" ვერ გამოიყენა "იუვენტუსის" დაკარგული ქულები და ჯგუფის სათავეში ვერ მოექცა.

"რა თქმა უნდა, მატჩის გეგმა ამ თამაშის მოგება იყო. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ შეგვენარჩუნებინა ბურთი. შესაძლოა, საკმარისი არ იყო ჩვენი მცდელობა და ამიტომაც ვერ მოვახერხეთ გამარჯვება. ბევრი კარგი შანსი გავუშვით ხელიდან."

"ძალიან რთული იყო. გულშემატკივართა არმიაც ძალიან მოტივირებული. ვფიქრობ, რამაც ხელი შეგვიშალა იყო ის, რომ გვიან დავიწყეთ აგრესიული თამაში. ჩვენ რამდენიმე მომენტი შევქმენით ბოლოსკენ და მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა გაგვეტანა გოლი."

"რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ყველა იმედგაცრუებულია, რადგან ყველამ ვიცით, რომ "იუვენტუსმა" წააგო და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფს სათავეში მყოფები დავამთავრებდით. თუმცა მთავარი ისაა, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით და ახლა მხოლოდ და მხოლოდ "ლივერპულზე" უნდა ვიფიქროთ."

პერეირასთან ერთად აღნიშნული საღამო განსაკუთრებული იყო ხუან მატასთვისაც. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო "ვალენსიაში".

"ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ძალიან კარგი იყო აქ დაბრუნება და ამ კლუბისა და გულშემატკივრების სიყვარულის კიდევ ერთხელ შეგრნება. ძალიან მადლიერი ვარ თითოეული მათგანის მხარდაჭერისთვის."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
13 დეკემბერი 2018 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sityvebi agar myofnis ukve
0
№2
ავტორი: shotkin
13 დეკემბერი 2018 16:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ფეხბურთელებსაც მჭერმეტყველობა და უაზრო ლაი ლაი გამოსდით უკვე რეალურად დავიჯერო ვერ ხვდებიან რა ნეხვშიც არიან ? რათქმაუნდა იცის მატამაც რო ძალიან სუსტები ვართ და გადაგვივლის მერვედ ფინალისტებიდან 90 პროცენტი მარა რათქმაუნდა საჯაროდ ამას ხო არიტყვის და ამიტო აღარ მინდა ამ უაზრო ინტერვიუების მოსმენა და წყლის ნაყვა ***ას მოურინიომ მიყვეს ჯონსები და როხოები აი პროსტა არ მჯერა რო როხოს გაგდებას და ფელაინის გაგდებას ვერ ვეღირსეთ ამდენი წელია :/ აქ გვეტყობა რა დანძრეულიც გვაქ რო ესეთი იგროკები ამდენი წელი გავაჩერეთ. პიზდეცია მენეჯმენტში არანაირად არ განვითარებულა ვან გაალის მერე დიდად გუნდი რა ნეხვი სასტავიც იყო მაშინ არანაკლებია ეხლა, ლინგარდები,ჯონსები,ფელაინები, ეშლი იანგები(რაცარუნდა კარგად გამოიყურებოდეს იანგის მაქსიმუმ არ არის ამ გუნდისთვის საკმარისი) როხოები, სმოლინგები ერთიანად უნდა გაუშვა უკვე ყელში არიან
0
№3
ავტორი: LewisHamilton
13 დეკემბერი 2018 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
კარგი რა მატა.. მესმის რომ საჯაროდ ვერ იტყვით იმას რასაც გულში გრძნობთ და რასაც გასახდელში თუ მოედანზე ხედავთ, მაგრამ კაი ხანია უკვე არავის აღარ ეშინია ამ "იუნაიტედის" და ყველამ დაივიწყა უკვე ყველაფერი. გინდა სახლში გინდა გასვლაზე, სუსტი გუნდი გინდა თუ ძლიერი, ყველა ერთნაირი განწყობით გვეთამაშება. არავის აღარ აქვს ჩვენი შიში და რეალურად ნებისმიერ გუნდს შეუძლია დღეს ჰქონდეს პრეტენზია ჩვენი დამარცხების...
0
№4
ავტორი: giorgi_mg
13 დეკემბერი 2018 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
უმოტივაციო ვალენსიას ვერ მოვუგეთ და ვაფშე რამეზე საუბარს აზრი ააქვს?!
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
13 დეკემბერი 2018 18:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნებისმიერ გუნდთან რთული თამაშია უკვე
0
№6
ავტორი: MANUTD1878
13 დეკემბერი 2018 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ესენი მემგონი გვეკაიფებიან
0
№7
ავტორი: dybbuk
13 დეკემბერი 2018 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: giorgi_mg
უმოტივაციო ვალენსიას ვერ მოვუგეთ და ვაფშე რამეზე საუბარს აზრი ააქვს?!

ამ წაგებას იასნია არ ვაპრავებ, მაგრამ უმოტივაციო რატოა ბრატ? ფულია ყველა მოგება ლიგაზე და ეგ ფული შეიძლება მანიუსთვის არ ნიშნავდეს რამეს(არადა თუ პროფესიონალი ხარ უნდა ნიშნავდეს) მაგრამ ვალენსიას ფინანსებს თუ გავითვალისწინებთ ძაანაც რო ჭირდებოდათ, თან მანჩესტერს უგებ, არააქვს მნიშვნელობა როგორ ფორმაშია, ისტორიაში ანგარიში დარჩება და არა მოურინიოს წუწუნი. ამიტომ არ ვთვლი მე პირადად ლიგაზე რომელიმე თამაშს უმოტივაციოდ ეგეთი კალიბრის გუნდებისთვის
0
№8
ავტორი: kobinio
14 დეკემბერი 2018 11:09
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
არ გვავიწყდება მატა.არც ის ვისთან ცენზურაით!!! გასული კლუბებიდან ვერც კი ვფიქრობ ვის შეიძლება მოუგოთ?!
0
№9
ავტორი: JuanMata
14 დეკემბერი 2018 12:43
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ამ ინტერვიუს ვიდეოს ვუყურე და ძაან უცნაურად დაიწყო:

- ხუან, როგორი იყო თამაშის გეგმა?
- ჩვენი გეგმა გამარჯვება იყო.
- კონკრეტულად? როგორ აპირებდით ამის გაკეთებას?
- [ცოტა დაბნეული] რას გულისხმობთ?

ზუსტად აღწერს მანჩესტერის მდგომარეობას, მოედანზეც ეტყობათ. გეგმა გამარჯვებაა და რამე უფრო კონკრეტული ინსტრუქცია, როგორ უნდა იმოძრაონ, ირბინონ, საერთოდ არ ჩანს.
გეგმა ბ - გოლის არ გაშვება.
გეგმა ც - 1 გოლზე მეტის არ გაშვება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top