22 წლის ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა თავისი ყოფილი კლუბის, "ვალენსიას" წინააღმდეგ. თუმცა "წითლები" იმედგაცრუებულები იყვნენ, რადგან ესპანეთში დამარცხდნენ. თუმცა ახალგაზრდა მცველისათვის პირველი დღე იყო, როცა მთლიანი 90 წუთი ითამაშა. დამარცხების შემდეგ ინტერვიუზე პერეირამ განაცხადა, რომ მას უფრო მეტი სურს და აპირებს კლუბის მუდმივი ძალა გახდეს.
"ძალიან მინდა მეტი. ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩემი მაქსიმუმ გავაკეთო და ყოველ კვირას ვიყო ჩართული თამაშებში."
"ჩემთვის გუშინდელი დღე ძალიან კარგი იყო იმ თვალსაზრისით, რომ სათამაშო დრო მომეცა. რიტმის გამო თავიდან ცოტა თამაში გამიჭირდა, მაგრამ მაინც ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე. უიღბლო წუთები გვქონდა, ნამდვილად არ იყო ჩვენი დღე."
"როგორც აღვნიშნე, თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ უფრო და უფრო უკეთ ვაკეთებდი ყველაფერს. მგონია, რომ განვითარებას როგორც მე, ასევე "იუნაიტედი" ყოველ თამაში შევძლებთ და უფრო და უფრო უკეთესი გავხდები კლუბთან ერთად."
პერეირამ გასული სეზონი "მესტალაზე" გაატარა. შესაბამისად, ოთხშაბათი მისთვის ემოციური დღე უნდა ყოფილიყო. ბრაზილიელი მეორე ტაიმში გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. თუმცა ყოფილმა თანაგუნდელმა დომინიკმა მოწინააღმდეგეს კარის დალაშქვრის უფლება არ მისცა.
"იუანაიტედი" 2-0-ს აგებდა კარლოს სოლერის გოლისა და ფილ ჯონის ავტოგოლის შემდეგ. "წითლებმა" მოგვიანებით მხოლოდ ერთხელ მოახერხეს ესპანელების კარის დალაშქრვა რეშფორდის თავურის წყალობით.
"შესვენებაზე ყველა უკმაყოფილო იყო გაშვებული გოლით. მენეჯერმა და ფეხბურთელებმა ერთმანეთისგან მეორე ტაიმში უფრო უკეთესი და ძლიერი თამაში მოვითხოვეს. ვფიქრობ, მისი დავალება კარგად შევასრულეთ და უკეთესი მეორე ტაიმი ვანახეთ გულშემატკივარს. ძალიან უიღბლოები ვართ, რადგან ერთი ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ."
ჟოზეს შეგირდებს რომ "ვალენსია" დაემარცხებინათ, "წითლები" ჯგუფის სათავეში მოექცეოდნენ, რადგან ყველას გასაკვირად "ბებერმა ქალბატონები" ბერნში დამარცხდნენ.
"ცოტა ნერვებისმომშლელია, რადგან გვინდოდა, რომ პირველ ადგილზე გავსულიყავით. სამწუხაროა, რომ ეს ვერ შევძელით."
"ჩვენთვის კარგი ამბავია ის, რომ გუნდიდან გავედით და "ჩემპიონთა ლიგაზე" ასპარეზობას განვაგრძობთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დიდხანს დავრჩეთ "ლიგაზე".
"ჩვენ მოგვიწევს რომ დიდ კლუბს დავუპირისპირდეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რა შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედს". ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კლუბის შესახვედრად და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ,"-დაასრულა პერეირამ.