თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2018, 10:03
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1565,
კომენტარები: 6
"პოგბამ არ უნდა ითამაშოს"
ბელამის აზრით, ფრანგი მხოლოდ უკან მიიწევს და საერთოდ ვერ ვითარდება.
პოლ პოგბამ "ვალენსიასთან" მორიგი საშინელი მატჩი ჩაატარა, რამაც მოურინიო იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ფრანგი "ენფილდზე" არ ათამაშოს.

"იუნაიტედმა" ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში დამარცხებით დაამთავრა, რამაც "წითლებს" პირველ ადგილზე გასვლის შანსი დააკარგვინა. შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" ყველას გასაკვირად ბოლო თამაშში დამარცხდა, "იუნაიტედის" მოგების შემთხვევაში კი მოურინიოს შეგირდები პირველ ადგილზე გავიდოდნენ.

შემდეგ კვირას "იუნაიტედი" "პრემიერ ლიგის" ლიდერს, "ლივერპულს", ეთამაშება. "ლივერპულის" ყოფილი ფორვარდი, ბელამი მიიჩნევს, რომ პოგბამ შემდეგ თამაშში არ უნდა ითამაშოს.

"პოგბა ძალიან სუსტი იყო დღეს. მოურინიო პოგბას საუკეთესო ფორმას ვერ იღებს, ეს ცხადია. პოგბასაც ნაკლებად აინტერესებს "იუნაიტედის" ბედი. მისი თამაში "ვალენსიასთან" უბრალოდ შემაწუხებელი იყო და მეტი არაფერი. უკვე აღარ ვიცი ნამდვილად არის თუ არა ისეთი კარგი, როგორც ამას უამრავი ადამიანი აღნიშნავს."

"კვირას ძალიან მნიშვნელოვან მატჩს ველით: "ლივერპული"-"მანჩესტერ იუნაიტედი". ეს ყველაზე დიდი თამაშია "პრემიერ ლიგაში". ეს ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია ინგლისში. თქვენ თუ მოურინიოს ადგილას აღმოჩნდებოდით, დღევანდელი მატჩის შემდეგ აუცილებლად აღნიშნავდით, რომ პოგბას სათამაშო დროს ასეთ დიდებულ მატჩში არ მისცემდით."

როგორც მოგეხსენებათ, პოგბას "პრემიერ ლიგის" ბოლო ორი თამაში სასტარტო შემადგენლობიდან არ დაუწყია. შაბათს კი, "ფულემთან" საერთოდ არ მისცემია სათამაშო დრო. ბელამი მიიჩნევს, რომ ფრანგის გუშინდელი თამაში მხოლოდ იმის დამამტკიცებელია, რომ ის მხოლოდ უკან მიიწევს და ვერ ვითარდება.

"ვფიქრობ, მას ეს მატჩი იმისთვის უნდა გამოეყენებინა, რომ მოურინიო თავის ძალებში დაერწმუნებინა და კვირის მატჩისთვის ძირითადში ადგილი გაენაღდებინა. თუმცა, გუშინდელი თამაშის შემდეგ საპირისპიროს მეტს ვერაფერს ვიტყვით."

"ჩვენ ყოველ წამს იმას გვახსენებენ, რომ პოგბამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მაგრამ კარგით რა. ის საერთოდ არ ჰგავს იმ ფეხბურთელს, რომელიც მუდმივად ვითარდება და დიდ თამაშებში დაყრდნობა შეგიძლია. ის მხოლოდ უკან მიიწევს,"-დაასრულა ბელამმა.


წყარო: SkySports


კი
არა

ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: manubro
13 დეკემბერი 2018 10:06
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ამას საერთოდ რა ჯანდაბა უნდა ? მაგრამ მართალია wink
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№2
ავტორი: Liverpool4ever
13 დეკემბერი 2018 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
კრიგ <3 ითამაშოს არაა პრობლემა ერთი კაცით მეტნი ვიქნებით :დ
2
№3
ავტორი: makaveli
13 დეკემბერი 2018 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
აუ ამასთან არაფერ შუაშია მაგრამ ეხლა ვნახე ფენომენი რონალდოს მომენტი ელ კლასიკოში მსაჯმა ყვითელი უჩვენა სიმულიანტობისთვის და მერე გაბრაზებულზე პუიოლს გაცდა და მსაჯს დირკა აჭამა და წააქცია :))))))))))) მართლა ფენომენი იყო
3
№4
ავტორი: ikeoni
13 დეკემბერი 2018 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Modi shen idi naxui raa
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
13 დეკემბერი 2018 18:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც უნდა ითამაშოს ჩემი აზრით
0
№6
ავტორი: SHOTAMESSI10
13 დეკემბერი 2018 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
მაურინიო უნდა წავიდეს და ზიდანი მივიდეს
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top