მოურინიოს მორიგი აგრესიული პრესკონფერენცია.
მატჩის შემდეგ მოურინიოს ინტერვიუ ჩამოერთვა. მენეჯერმა ფეხბურთელების ფორმაზე, თამაშზე და კვალიფიკაციაზე ისაუბრა.
ცვლილებები დაგვეხმარა თამაშის უკეთ წარმართვაში.
"ვფიქრობ, პირველ ტაიმში ძალიან პასიურები ვიყავით. ბურთს კარგად ვფლობდით, მაგრამ არც ამბიცია და არც ჟინი არ გვქონდა იმისა, რომ გაგვეტანა. მეორე ტაიმში, ჩემი საუბრის შემდეგ, უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერი შეიცვლებოდა. თუმცა ჩვენ მეორე ნახევარი ავტოგოლით დავიწყეთ, რამაც "ვალენსიას" თამაშის კონტროლის უფლება მისცა. შემდგომ მე ორი ცვლილება განვახორციელე და გუნდი მაშინათვე გაუმჯობესდა. დავიწყეთ შემტევი, სწრაფი და მოწინააღმდეგესთვს საშიში თამაში. ვფიქრობ, 2-2 მაინც უნდა დამთავრებულიყო, რადგან რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა ანგარიშის გასათანაბრებლად. თუმცა მაინც მივიჩნევ, რომ პირველმა ტაიმმა გააფუჭა ყველაფერი, რადგან ზედმეტად რბილ და მოწინააღმდეგისათვის კომფორტულ თამაშს ვთამაშობდით."
ჩვენ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ.
"დავალება შესრულებულია. ძალიან რთულ ჯგუფში ვიყავით. არ ვამბობ, რომ ბრწყინვალედ წარვდექით მაყურებლის წინაშე, მაგრამ საკმარისი ქულები დავაგროვეთ ჯგუფიდან გასასვლელად. ისიც ბევრს ნიშნავს, რომ ამ შემადგენლობისა და პრობლემების წყალობით ჩამოსვლა შევძელით და მატჩი ჩავატარეთ. "ლიგის" დაწყებამდე რომ გეთქვათ ბედნიერი ვიქნებოდი თუ არა მეორე ადგილით, მაშინათვე გიპასუხებდით, რომ კი, დიახ, შესანიშნავია. "იუვენტუსი" თავიდანვე ფავორიტი იყო, "ვალენსია" კი ძალიან ეშმაკი მოწინააღმდეგეა. ჩვენ ძალიან კარგად ვიასპარეზეთ, რადგან ბოლო მომენტში პირველ ადგილზე დამთავრების შანსებიც კი გვქონდა. არც ვფიქრობ, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა ასეთი მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, მივიჩნევ, რომ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ცოტათი მეტი გვჭირდებოდა."
კენჭისყრა.
"ზოგადად, კენჭისყრაში არასდროს არ მიმართლებს ხოლმე. 16 საუკეთესო გუნდი ევროპაში და 6 შესაძლებლობა. თუმცა ვინც არ უნდა შეგვხვდეს, "ოლდ ტრაფორდი" დარწმუნებული ვარ, რომ საოცარ დახვედრას მოუწყობს.
რამე ისწავლეთ?
"არა, მე არაფერი მისწავლია. იქნებ თქვენ ისწავლეთ? მე არაფერი მისწავლია ამ თამაშისგან. არაფერს არ გავუკვირვებივარ რაც მოხდა. ასე რომ მიპასუხეთ, თქვენ ისწავლეთ რაიმე?"
წყარო:
ManUtd.com