ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელები "ვალენსიასთან" რვა ცვლილებით ათამაშა. სინამდვილეში, ეს მხოლოდ მენეჯერის გადაწყვეტილება არ იყო. ტრავმებმა შედეგი გამოიღეს. მენეჯერმა დასვენების მიზნით მხოლოდ ორი ფეხბურთელი დატოვა - დავიდ დე ხეა და ნემანია მატიჩი.
მოურინიოს როხოს გაყვანა მოუწია მოედნიდან დაუზუსტებელი პრობლემბის გამო. შესაბამისად, ეშლი იანგს მოედანზე შესვლა მოუწია და დასვენება ვერ მოახერხა. თუმცა, როგორც მენეჯერმა აღნიშნა, იანგი, ლინგარდი და გოლის გამტანი რეშფორდიც "მერსისაიდთან" იქნება.
მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის შემდეგ, ჟოზემ ახალგაზრდებზე სრული ინფორმაცია მოიტანა:
"კრის სმოლინგს ტრავმა აწუხებს. ვიქტორ ლინდელოფი კვლავ ლაზარეთშია დარმიანთან ერთად. ტრავმა ტანჯავს ენტონი მარსიალსაც. დიოგო დალოც მათ რიცხვში ეწერება. ორადორი ფეხბურთელი ვისი აქ წამოყვანაც შემეძლო და არ წამოვიყვანე დავიდ დე ხეა და ნემანია მატიჩია. თქვენთვითონვე აღნიშნავდით რამდენი წუთი აქვს მატიჩს ნათამაშები. არცერთ თამაშს არ ტოვებდა და მას დასვენება სჭირდებოდა. თუ მე მას არ დავასვენებდი როცა კვალიფიკაცია უკვე გვაქვს, მაშინ როდისღა უნდა დამესვენებინა? ვფიქრობ, მისი დატოვება კარგი გადაწყვეტილება იყო."
"დავიდის შემთხვევაში კი რომეროზე უფრო ვფიქრობდი. მისთვის მინდოდა შანსის მიცემა. რომერო ძალიან კარგი მეკარეა, მასთან ერთად "ევროპის ლიგაზე" ნათამაშები მაქვს რამდენიმე წლის წინ. სწორედ ამიტომ მინდოდა შანსი მიმეცა."
"გასულ კვირას სამი მატჩი ჩავატარეთ, სადაც ფეხბურთელთა უმეტესობა თამაშობდა. მე არ მქონდა სხვა შანსი, გარდა როხოს გამოყენებისა. მეგონა, რომ მთელს მატჩს ჩაატარებდა და სხვებს დასვენების საშუალება მიეცემოდათ. პირველი ტაიმის შემდეგ კი მისი გაყვანა მომიწია. ეს გადამწყვეტი თამაშიც რომ ყოფილიყო, მაინც იგივე შემადგენლობას ვათამაშებდი. ესაა ერთადერთი რეალობა."
"ამიტომაც, ძალიან გთხოვთ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ ანალიზის გაკეთებას ეცდებით, სიტუაციას უკეთ გაეცანით და შემდეგ გააკეთეთ კომენტარები."
ლაზარეთში ამდენ ფეხბურთელთან ერთად იმყოფება ალექსის სანჩესიც, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა, წლის ბოლომდე თამაშის ჩატარებას ვერ შეძლებს.