თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2018, 09:03
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1549,
კომენტარები: 4
ვინ ითამაშებს "ლივერპულთან"?
მოურინიომ პრესკონფერენციაზე ფეხბურთელების ტრავმებზე ისაუბრა
ვინ ითამაშებს
ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელები "ვალენსიასთან" რვა ცვლილებით ათამაშა. სინამდვილეში, ეს მხოლოდ მენეჯერის გადაწყვეტილება არ იყო. ტრავმებმა შედეგი გამოიღეს. მენეჯერმა დასვენების მიზნით მხოლოდ ორი ფეხბურთელი დატოვა - დავიდ დე ხეა და ნემანია მატიჩი.

მოურინიოს როხოს გაყვანა მოუწია მოედნიდან დაუზუსტებელი პრობლემბის გამო. შესაბამისად, ეშლი იანგს მოედანზე შესვლა მოუწია და დასვენება ვერ მოახერხა. თუმცა, როგორც მენეჯერმა აღნიშნა, იანგი, ლინგარდი და გოლის გამტანი რეშფორდიც "მერსისაიდთან" იქნება.

მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის შემდეგ, ჟოზემ ახალგაზრდებზე სრული ინფორმაცია მოიტანა:

"კრის სმოლინგს ტრავმა აწუხებს. ვიქტორ ლინდელოფი კვლავ ლაზარეთშია დარმიანთან ერთად. ტრავმა ტანჯავს ენტონი მარსიალსაც. დიოგო დალოც მათ რიცხვში ეწერება. ორადორი ფეხბურთელი ვისი აქ წამოყვანაც შემეძლო და არ წამოვიყვანე დავიდ დე ხეა და ნემანია მატიჩია. თქვენთვითონვე აღნიშნავდით რამდენი წუთი აქვს მატიჩს ნათამაშები. არცერთ თამაშს არ ტოვებდა და მას დასვენება სჭირდებოდა. თუ მე მას არ დავასვენებდი როცა კვალიფიკაცია უკვე გვაქვს, მაშინ როდისღა უნდა დამესვენებინა? ვფიქრობ, მისი დატოვება კარგი გადაწყვეტილება იყო."

"დავიდის შემთხვევაში კი რომეროზე უფრო ვფიქრობდი. მისთვის მინდოდა შანსის მიცემა. რომერო ძალიან კარგი მეკარეა, მასთან ერთად "ევროპის ლიგაზე" ნათამაშები მაქვს რამდენიმე წლის წინ. სწორედ ამიტომ მინდოდა შანსი მიმეცა."

"გასულ კვირას სამი მატჩი ჩავატარეთ, სადაც ფეხბურთელთა უმეტესობა თამაშობდა. მე არ მქონდა სხვა შანსი, გარდა როხოს გამოყენებისა. მეგონა, რომ მთელს მატჩს ჩაატარებდა და სხვებს დასვენების საშუალება მიეცემოდათ. პირველი ტაიმის შემდეგ კი მისი გაყვანა მომიწია. ეს გადამწყვეტი თამაშიც რომ ყოფილიყო, მაინც იგივე შემადგენლობას ვათამაშებდი. ესაა ერთადერთი რეალობა."

"ამიტომაც, ძალიან გთხოვთ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ ანალიზის გაკეთებას ეცდებით, სიტუაციას უკეთ გაეცანით და შემდეგ გააკეთეთ კომენტარები."

ლაზარეთში ამდენ ფეხბურთელთან ერთად იმყოფება ალექსის სანჩესიც, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა, წლის ბოლომდე თამაშის ჩატარებას ვერ შეძლებს.


წყარო: ManUtd.com




პრესკონფერენცია
4 კომენტარი
№1
ავტორი: Liverpool4ever
13 დეკემბერი 2018 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
გელით ჟოზე მთელი გულით

მერე ტრავმებზე გადაბრალებას არვართ ჟოზე ბიძია ენფილდიდან რო საზიზღარი სახით წამოხვალ :დ
0
№2
ავტორი: ikeoni
13 დეკემბერი 2018 11:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8575
Sashinel sitvaciashi vart:((
0
№3
ავტორი: glory28
13 დეკემბერი 2018 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 384
ციტატა: Liverpool4ever
გელით ჟოზე მთელი გულით

მერე ტრავმებზე გადაბრალებას არვართ ჟოზე ბიძია ენფილდიდან რო საზიზღარი სახით წამოხვალ :დ

ემფილდზე რომ მოვიგოთ თვქენი გამართლება იქნება ავტობუსი ათამააშაო ანდა შენ აქ რა გინდა წადი და ჯერარდს დაეხმარე ჯერ კიდევ რომ მისრიალებს პეხი რომ დაუცდა მაგის მერეეე
2
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 დეკემბერი 2018 18:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8712
ლივერპულტან მოგების შანსი ძაან მცირეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

26 სექტემბერი 2020, 15:30
ბრაიტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
3 ოქტომბერი 2020, 18:00
იუნაიტედი
ტოტენჰემი
პრემიერ ლიგა
17 ოქტომბერი 2020, 18:00
ნიუკასლი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი26 სექტემბერი
ტოტენჰემი3 ოქტომბერი
ნიუკასლი17 ოქტომბერი

წინა მატჩები

22 სექტემბერი 2020, 23:15
ლუტონ თაუნი0
იუნაიტედი3
ინგლისის ლიგის თასი
19 სექტემბერი 2020, 20:30
იუნაიტედი1
კრისტალ პალასი3
პრემიერ ლიგა
17 აგვისტო 2020, 23:00
იუნაიტედი1
სევილია2
ევროპა ლიგა
ლუტონ თაუნი22 სექტემბერი
კრისტალ პალასი19 სექტემბერი
სევილია17 აგვისტო

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top