თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2018, 16:23
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1657,
კომენტარები: 6
"წასაგებად არ ჩამოვსულვართ"
მოურინიომ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდების შანსზე, "ვალენსიასა" და სტადიონზე ისაუბრა.
"წითლების" მენეჯერმა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაზე, ორ ახალგაზრდაზე, ოპონენტებსა და "მესტალას" სტადიონზე ისაუბრა.

-ერთი პერიოდი ისე ჩანდა, თითქოს, "ვალენსიასთან" მატჩი გადამწყვეტი იქნებოდა. მემგონი ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს აქ ყველანაირი წნეხის გარეშე ჩამოსვლა. რას იტყვით?
-"მე ზოგადად ძალიან მიყვარს წნეხიც და დიდი თამაშებით, თუმცა სიმართლე თუ გითხრათ ეს მაინც დიდი მნიშვნელობის მატარებელია ჩემთვის, რადგან "ჩემპიონთა ლიგაზე" ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ. აქ ბევრჯერ მაქვს ნათამაშები. ძალიან რთული ადგილია. თან მათ მოტივაციაც დიდი აქვთ. შესაბამისად, ძალიან ძალიან რთულ მატჩს ველოდები. ასე, რომ მაინც კარგია როცა ჯგუფური ეტაპიდან უკვე გასული ხარ."

-თქვენ კიდევ გაქვთ შანსი, რომ ჯგუფის სათავეში მოექცეთ. მართალია, ეს "იუვენტუსზეც" არის დამოკიდებული, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თამაში მოგებად ღირს...
-დიახ, მე არ მინდა რომ მუდმივად იმაზე ვფიქრობდე პირველზე გავალთ თუ მეორეზე. ამგვარად თვალს უნდა ვადევნებდე ბერნში მიმდინარე მოვლენებს, რაც საერთოდ არ ვფიქრობ, რომ რამეში წაგვადგება. მივიჩნევ, რომ "იუვენტუსი" მოიგებს. თუმცა, ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და ჩვენ პროფესიონალები ვართ, შესაბამისად მატჩის ასე უბრალოდ ხელიდან გაშვებას არ ვაპირებთ. შეიძლება, რაღაცები შეცვალო, ხალხი დაასვენო, მიიჩნიო, რომ შემდეგი მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ წასაგებად ჩამოვედით, კარგ თამაშს შევთავაზებთ გულშემატკივარს.

-წესით, მეისონ გრინვუდმა და ჯეიმს გარნერმა ამ მატჩიდან ძალიან კარგი გამოცდილება უნდა მიიღონ...
-ჯიმი სათადარიგოზე მეყოლება, შესაბამისად ექნება საშუალება, რომ ითამაშოს. "იუვენტუსთან" ჩონგი მყავდა, ახლა ჯიმის ჯერია. ვინ იცის, შესაძლოა თამაშმა მისი ჩართვის შესაძლებლობა მოგვცეს. მატიჩი არ გვყავს, შესაბამისად, შეიძლება ჯიმისთვის ადგილის გამონახვა. ის ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან მშრომელი, მხოლოდ თავის თავზე დამოკიდებული. მე ყველანაირად ვეცდები შანსი მივცე. ბავშევბმა უნდა იცოდნენ მომავლისთვის რომ თუ "კარგად მოიქცევიან" საშობაოდ საჩუქარს მიღებენ.

-"ვალენსიამ" ამ სეზონში ბევრი ფრე ითამაშა. მათ ბევრი თამაში არ წაუგიათ. რას ელით დღევანდელი საღამოსგან?
-დიახ, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ბევრს არ აგებენ, ძირითადად ფრე. ჩვენც იგივე დაგვემართა ბოლო ხუთ მატჩში, სამი თამაში ვითამაშედ ფრედ "არსენალის", "პალასისა" და "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ. ყველა თამაშში ვგრძნობდით, რომ სულ ცოტაც და მატჩს მოვიგებდით. თუმცა ზუსტად ეს ცოტაოდენი ძალის არ ქონა გვაძლევს ხოლმე განსხვავებას. "ვალენსია" კარგად თამაშობს, ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ, გასულ სეზონში ასეთ რთულ ლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდნენ. ძალიან კარგი გუნდია და ვფიქრობ, რომ რთული მატჩი გველის წინ.

-ბოლო შეკითხვაც, როგორ მოგწონთ "მესტალას" სტადიონი? თქვენ აქ ნამყოფი ხართ "რეალ მადრიდსა" და თუ არ ვცდები "ჩელსისთან" ერთად.
-ამ სტადიონზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თამაში მაქვს "რეალ მადრიდით" მოგებული "ბარსელონას" წინააღმდეგ - 2011 წლის ესპანური თასის ფინალი. როცა ასეთი მატჩები მაკავშირებს სტადიონებთან, ისინი სამუდამოდ მნიშვნელოვნად რჩებიან ჩემთვის. "რეალ მადრიდი" "ბარსელონას" წინააღმდეგ იყო და იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ფინალი, რაც კი ამ სტადიონზე უთამაშიათ.

წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
12 დეკემბერი 2018 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
სულ მე მე მე ...ყველა პასუხი ინტერვიუში ასე იწყება...ეს კაცი გუნდის მომავლისთვის დიდი საფრთხეა და უნდა გააცნობიეროს ხელმძღვანელობამ ....რა გარანტიაა რო პოგბას მერე სხვებთან არ დაეძაბება ურთიერთობა ამ მძ---ნერის ბოჩკას და რა ვქნათ დავყიდოთ ყველა და მარტო ეს ვარბენინოთ? ეხლა რომ ტრ----ში ვართ, ამის ერთერთი შემოქმედი ჩმოურინიოა და მისი მიდგომები თანამედროვე ფეხბურთელებთან და ფეხბურთთან ზოგადად. ძალიან მომწონს ჩვენი გუნდი რეზერვებიან-აკადემიან-ძირითადიანად და ესეთი გუნდი რო ჰყოლოდა თუნდაც მოიესს სხვათუარაფერი სამარცხვინოდ მაინც არ ვითამაშებდით ოლდ ტრაფორდზე ფრეზე და მეორე ნომრად . თუ ამ პიტალოს მივეცით გრძელვადიანი კონტრაქტი ჩათვალეთ რო საფეხბურთო რუკიდან გავქრებით...ვუდვორდის დედა რო ვატირე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: ikeoni
12 დეკემბერი 2018 17:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Velodebi Ro agalgazdebs micems shans
0
№3
ავტორი: glory28
12 დეკემბერი 2018 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ათამაშე ახალგაზრდები !!!!1
0
№4
ავტორი: stepno
12 დეკემბერი 2018 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ალბათ შემოიყვანს ბოლო 5 წუთს ისიც ერთ-ერთს და ეგ იქნება რაა:@@@@@@
0
№5
ავტორი: shotkin
12 დეკემბერი 2018 20:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
იასნა ფრე გაგორდება
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
12 დეკემბერი 2018 20:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ჩონგს ველოდებოდი არადაა ძაან, გრინვუდზე არაფერი უთქვამს და შეიძლება განაცხადშიც არ შეიყვანოს, გარნერი შეიძლება შემოიყვანოს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top