თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2018, 10:55
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1458,
კომენტარები: 3
"ისინი "იუნაიტედის" სასიცოცხლო ნაწილად იქცევიან"
ხუან მატა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, "იუნაიტედის" მომავალსა და "ვალენსიასთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.
"იუნაიტედის" პირველ გუნდთან ერთად ორი 17 წლის ახალგაზრდა გაემგზავრა ესპანეთში. მოურინიომ უკვე აღნიშნა, რომ გარნერი სათადარაგო სკამზე ეყოლება და აუცილებლად გამოიყენებს, რაც შეეხება გრინვუდს, მას მოედნის დაკავება ვინმეს ტრავმის შემთხვევაში მოუწევს.

ახალგაზრდების შესახებ ხუან მატამ ისაუბრა. ესპანელი აღფრთოვანებულია 17 წლის ფეხბურთელებით.

"ვფიქრობ, ეს ორი ბიჭი ყველას დაანახებს, თუ როგორი აკადემია ჰყავს "მანჩესტერ იუნაიტედს". ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მათ. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გახდებიან უახლოეს მომავალში."

გარნერსაც და გრინვუდსაც 19 წლამდელებში "ჩემპიონთა ლიგის" ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნათამაშები აქვთ. გრინვუდმა 5 თამაშში 5 გოლი გაიტანა, გარნერმა კი "ბებერი ქალბატონების" კარის დალაშქვრა მოახერხა. მატა მიიჩნევს, რომ დუეტი "წითლების" ძირითად შემადგენლობასთან თამაშს იმსახურებს.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისინი აქ არიან. ისინი ფანტასტიკური მოთამაშეები არიან, თუმცა კარგ ფეხბურთელამდე კარგი ადამიანი უნდა იყო და მათ ეს ყველაფერი აქვთ. ის თუ როგორ ლაპარაკობენ, როგორ იქცევიან, როგორ ვარჯიშობენ. საოცარი ბავშვები არიან. ისინი იმსახურებენ აქ ყოფნას და "ჩემპიონთა ლიგის" თამაშზე დასწრებას. მათ ტექნიკაზე მეტად მათი პიროვნება მომწონს. ძალიან, ძალიან კარგი ბავშვები არიან და სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა."

ხუანისთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მატა, ბრუნდება იმ კლუბის სტადიონზე, რომლის სახელითაც 170 თამაში ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა. მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს იმ გულშემატკივრის წინაშე თამაში, რომელიც ერთ დროს მის სახელს მღეროდა. თუმცა მანჩესტერში გატარებული ცხოვრება მისთვის სულ სხვაა.

"ჩემთვის ეს მატჩი ძალიან განსაკუთრებული იქნება. ერთხელ "ჩელსისთან" ერთად მომიწია ესპანეთში დაბრუნება, და ეს ის ღამეა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. დღევანდელი მატჩისგანაც იგივეს ველი."

"მართალია, ჩვენ უკვე ჯგუფური ეტაპიდან გავედით და მატჩი ამ მხრივ საინტერესო არ იქნება, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ჩემს მოგონებებში სამუდამოდ დარჩება, რადგან ძალიან ბევრი ემოციის მომტანი იქნება ეს გარემო, ეს გულშემატკივრები და ეს ატმოსფერო ჩემთვის. ეს ყველაფერი უბრალოდ დაუჯერებელია. ეს ჩემი სახლი იყო და ძალიან მადლიერი ვარ მათი, რადგან აქ გატარებული დრო ჩემი კარიერისთვის ბევრს ნიშნავს."

კითხვაზე ითამაშებდა თუ არა მატა "ვალენსიაში" კიდევ ერთხელ, ესპანელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ინგლისში ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. მე საოცარ კლუბში, "იუნაიტედში", ვარ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ და არაფერს ვაპირებ."


წყარო: ManUtd.com

ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 დეკემბერი 2018 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Magari biechebi arian da imedia martla itamasheben pirvel gundshi...Es ra adamiania kide pirvel rigshi ro sul pirovnebas usvams xazs❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
12 დეკემბერი 2018 12:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდია ჩონგი რო არ წაიყვანა

ისე არამგონია თამაშის შანსი მიეცეს რომელიმეს, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდა.
0
№3
ავტორი: stepno
12 დეკემბერი 2018 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბიჭო ეს მაურინიო რა ყოველმხრივ საზიზღარი ტიპიაა ტოო:@@@@@@@ ჩონგი რატო არ წაიყვანა ამ პიტალომმ ამან ან გრინვუდმა რატო არ უნდა დაიწყოს ძირითადშიი?? ყველაფერი გადაწყვეტილია ნახეე რა რა შეუძლიაა. ლუკაკუს ფორთხიალი ხო ისედაც ვიცით რაა ეს ვინაა ბიჭოო როდის მოგვცილდებაა ერთი რაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top