თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2018, 15:23
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1802,
კომენტარები: 6
"მსურს, ყველას ვანახო თუ რა შემიძლია"
ანდრეას პერეირას ვრცელი ინტერვიუ.
ანდრეას პერეირამ გულშემატკივრის ყურადღება დიდი ხანია მიიპყრო. შეგახსენებთ, რომ ის არენდით ესპანეთში იმყოფებოდა. დაბრუნების შემდეგ კი ერთ-ერთ ყველაზე კარგ მატჩებს ატარებს, მოურინიოს შექებაც რამდენიმეჯერ დაიმსახურა. იხილეთ ანდრეას პერეირას ვრცელი ინტერვიუ:

-თქვენ "იუნაიტედში" გრძელი, მაგრამ ძალიან კარგი გზა გამოიარეთ. ჯერ 23 წლამდელებში იყავით, შემდეგ არენდით ესპანეთში. მოდით, გავიხსენოთ ის პერიოდი, როცა პირველად მოხვედით კლუბში. ვინ იყო ვინც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე და რას გრძნობდით, რას ფიქრობდით იმ პერიოდში?
-ჩემთვის ეს რაღაც ძალიან ძალიან განსაკუთრებული იყო. როცა პირველად "იუნაიტედში" მოვედი სულ რაღაც 16 წლის ვიყავი, მაგრამ გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველაფერი... როგორ შემოვედი მოედანზე, როგორ დავიწყე ვარჯიში. ყველას გამალებით ვაკვირდებოდი, ეს ძალიან ძალიან განსაკუთრებული გრძნობა იყო ჩემთვის.

-რომელიმე თამაშს ხომ არ გამოყოფდით თქვენი 18 წლამდელებში გატარებული კარიერიდან?
-ძალიან ცოტა მათგანი მახსოვს. 18 წლამდელებში ჩატარებულ პირველი მატჩის დროს იმდენად წვიმდა, რომ თამაშის შეჩერება მოგვიწია. ასევე ძალიან კარგად მახსოვს რეზერვებში ჩატარებული ფინალები, როცა ლიგა მოვიგეთ. ეს მომენტები ყველაზე მეტად დასამახსოვრებელია ჩემთვის.

-თქვენ მალევე გადახვედით 23 წლამდელებში. როცა ამ წრეში მოხვდით, ყველაზე მეტად ვის უსმენდით? ვინ ტრიალებდა თქვენ ირგვლივ იმ პერიოდში?
-იმ პერიოდში ძირითადად ადნანთან ვატარებდი დროს. ერთად ბევრი მატჩის ჩატარება მოგვიწია, ასე რომ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. საერთო ჯამში, იმ ფეხბურთელებთან ერთად თამაში ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. გამოვარჩევდი ჩემს მენეჯერს, ვორენ ჯოისს, რომელიც ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. მე ძალიან ბევრ რამეს არ ვიყავი შეჩვეული, მაგალითად ბევრ სირბილს, ჯოისი კი ყველაფერში მეხმარებოდა. ფსიქოლოგიურადაც მუდმივად მამხნევებდა. ასე რომ ძალიან მადლიერი ვარ მისი.

-აკადემიში ბევრ სხვადასხვა პოზიციაზე გაქვთ ნათამაშები. ახლა, როცა უკან იყურებით, რამდენად დაგეხმარათ ეს ყველაფერი?
-ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. ახლა მოედნის ყველა წერტილში შემიძლია თამაში და ზუსტად ვიცი მოედნის რომელ ნაწილში რომელ ფეხბურთელს რა ევალება, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა ირბინოს. ეს ყველაფერი კი ძალიან ბევრ რამეში მეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მე იმ კონკრეტულ პოზიციაზე აღარ მიწევს თამაში ვიცი, თუ რა უნდა გააკეთოს მარჯვენა ფრთის ვინგერმა, ნახევარმცველმა, რადგანაც მე ყველა პოზიციაზე მითამაშია.

-რომელ თამაშს გამოარჩევდით 23 წლამდელებში ჩატარებული მატჩიდან?
-ძალიან მომწონს "ლივერპულთან" ჩატარებული მატჩი. თუ სწორად მახსოვს, ნახევარფინალში გავიტანე გოლი და მოვიგეთ კიდეც. ასევე "ტოტენჰემთან" ჩატარებული მატჩი, როცა "ლიგა" მოვიგებთ რეზერვებში. ბევრი განსაკუთრებული თამაშია, მაგრამ ყველაზე ტკბილად ბოლო წუთებში გატანილი გოლით გამარჯვებები მახსოვს.

-თქვენი დებიუტი პირველ გუნდში 2014 წელს შედგა. თქვენთვის ალბათ ძალიან ბევრს ნიშნავს ეს მომენტი.
-დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან განსაკუთრებული მომენტია ეს ჩემთვის. მართალია, ჩვენ ის თამაში წავაგეთ, მაგრამ ჩემთვის ეს განსაკუთრებული თამაში იყო. იმ მომენტში პირველად ვატარებდი ძირითადი შემადგენლობის მაისურს.

-"პრემიერ ლიგაში" კი თქვენი დებიუტი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ შედგა 2015 წელს. ამ მატჩის შესახებ რას გაიხსენებდით?
-"ცოტათი ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც მტკიცედ ვიდექი. პირველად უნდა ჩამეტარებინა "პრემიერ ლიგის" თამაში "ოლდ ტრაფორდზე". მე როცა სტადიონზე შევედი, ჩვენ თამაშს უკვე ვიგებდით, მაგრამ მაინც ცოტათი ვნერვიულობდი. პირველი ხუთი წუთი უბრალოდ ირგვლივ ვიყურებოდი და გულშემატკივრებს ვათვალიერებდი, მაგრამ შემდეგ დავმშვიდდი და თამაში დავიწყე. ბევრი ვერაფერი გავაკეთე გუნდისთვის, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი.

-ორჯერ მოგიწიათ ესპანეთში ყოფნა, "გრანადასა" და "ვალენსიაში". მათ შესახებ რას გვეტყვით? რამდენად დაგეხმარნენ ამჟამინდელი ფორმის მიღწევაში?
-ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორივე არენდა ჩემთვის. ვფიქრობ, ძირეულად შევიცვალე ესპანეთში. უფრო გავიზარდე, უკვე ზრდასრული ფეხბურთელივით ვთამაშობ. ფეხბურთის მხრივაც ბევრად დავიხვეწე. ვფიქრობ, აქ რომ დავრჩენილიყავი იგივე გამოცდილებას ვერ მივიღებდი, ასე რომ არენდა მნიშვნელოვანი კი არა, აუცილებელიც კი იყო ჩემთვის.

-და რა ხდებოდა მოედნის გარეთ? თქვენ ხომ სხვა ქვეყანაში გიწევდათ ცხოვრება და მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული უნდა ყოფილიყავით.
-დიახ, იქ ცოტათი განსხვავებული კულტურა იყო. ასე რომ სულ მარტო ვცხოვრობდი და ყველაფერს ჩემით ვაკეთებდი. თუმცა ჩემი თანაგუნდელები ყოველთვის დიდ ყურადღებას მაქცევდნენ და ამოწმებდნენ თუ როგორ ვგრძნობდი თავს. მაგრამ სხვა ქვეყანაში მაინც ყველაფერი სხვაგვარად ხდება. პორტუგალიურად ვსაუბრობ და მომიწია რომ ესპანურს შევჩვეოდი. თუმცა არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ცუდი იყო, პირიქით. არენდებმა დიდი გამოცდილება მომცეს და უკვე "იუნაიტედში" თამაშისთვისაც მზად ვარ.

-ესპანეთში ძირითადად უკან გიწევდათ თამაში, "იუნაიტედში" კი ცენტრისკენ წაგწიეს. ამაზე რას იტყვით?
-ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი ნახევარდაცვაში თამაშია, თუმცა ესპანეთში ხშირად მიწევდა მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე დგომა. "იუანიტედში" ჩემს ნამდვილ პოზიციას დავუბრუნდი, ასე რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის. თუმცა ყველგან ვითამაშებ, სადაც მენეჯერს მოესურვება. არ აქვს მნიშვნელობა ნახევადრაცვა იქნება თუ მარჯვენა ფრთა.

-ჩვენ ყველამ ვნახეთ რამხელა ნდობა გამოგიცხადათ მენეჯერმა პრე-სეზონის მატჩებში. ამას, წესით, დიდი თავდაჯერება უნდა მოეტანა თქვენთვის...
-დიახ, მე ძალიან თავდაჯერებული და ბედნიერი ვარ, რომ მენეჯერმა ეს შესაძლებლობები მომცა. ძალიან მსურს ყველას დავანახო თუ რა შემიძლია, მენეჯერსაც, ფეხბურთელებსაც, სამწრთვნელო შტაბსაც... ყველას. არენდის შემდეგ ძალიან გავიზარდე. ნაკლებ შეცდომას ვუშვებ და მე უკვე მართლა მზად ვარ. იმედია, განვითარებას განვაგრძობ და მეტი დრო მომეცემა.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
11 დეკემბერი 2018 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ეს წაიკითხეთ გთხოვთ !!! მანჩედან სკაუტი გაუშვეს და ეგ ბაზრობს ვუდვორდზე
დერეკ ლენგლიმ, "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტთა ექს-ხელმძღვანელმა, იმ ნიჭიერ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებზეც თავის დროზე კლუბმა უარი თქვა.

"ფეხბურთელები, რომლებზეც კლუბმა უარი თქვა? მატეის დე ლიგტი. ღმერმა იცის, რამდენი ანგარიში გვქონდა მასზე. ფრენკი დე იონგზე და სხვა ფეხბურთელებზე ახლა მთელი ევროპის მასშტაბით ჭორები ვრცელდება. იყო აგრეთვე უპამეკანოც, რომელიც ამჟამად "ლაიფციგში" ირიცხება".

"ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ შევხვდი ედ ვუდვორდს და ვუთხარი, რომ კლუბში ზოგიერთი ადამიანის კომპეტენტურობაში დარწმუნებული არ ვიყავი. მას ვუთხარი: "თუ ფიქრობთ, რომ ვისხდები და იმას ვისაუბრებ, რისი გაგებაც თქვენ ჩემგან გსურთ, მაშინ ვიღაც სხვას დაუკავშირდით, რადგან მხოლოდ იმას ვილაპარაკებ, რასაც ვფიქრობ". შეიძლება, სწორედ ეს გახდა რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი გათავისუფლების მიზეზი".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კლუბში გატარებული დროისთვის და იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მოვიყვანე, მადლობა გადამიხადა, მაგრამ გუნდს შეეძლო უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო, ადამიანებს რომ გაეგოთ, რასაც ეუბნებოდნენ", - ციტირებს ლენგლის სიტყვებს Manchester Evening News.
0
№2
ავტორი: Lalana
11 დეკემბერი 2018 16:04
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
პირველ რიგში მადლობა ავტორს ასეთი ვრცელი სტატიისთვის.ნამდვილად კარგი ბიჭია პერეირა,რაც თავარია მანჩესტერის აკადემიიდან არის და ესეც დიდი პლიუსია,რადგან როდესაც აკადემიაში ასეთი ახალგაზრდა ირიცხები სწავლობ ამ გუნდის ფასეულობებს და მოედანზეც შემდეგ სხვა თავდადებით გამოდიხარ.აუცილებლათ ჭირდება ამ ბიჭს დრო,ნამდვილად აქვს მას შესაძებლობა რომ მაღალ დონეზე ითამაშოს.მითუმეტეს დაცვით საკითხშიც არ მოიკოჭლებს. ვცდიდი მის დაყენებას მატიჩის ნაცვლად,დარწმუებული ვარ მატიჩზე მეტს ნამდვილად არ დააშავებს,მითუმეტეს უფრო სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და უფრო ტექნიკურიც არის.პოგბა,ერერა და პერეირა კარგი ტრიო იქნებოდა დღევანდელი მანჩესტერული მოცემულობიდან.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
11 დეკემბერი 2018 16:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პერეირა განსხვავებული სტილის ფეხბურთელია იმათგან ვინც დღეს გუნდშია, გამოირჩევა მოედანზე აზროვნებით, საკმაოდ კრეატიულია, რაც ითამაშა სულ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მე პირადად მინდა რო გაცილებით მეტი დრო მიეცეს, სასარგებლო იქნება გუნდსითვის, ასე მგონია.
0
№4
ავტორი: kobinio
11 დეკემბერი 2018 18:59
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: makaveli
ეს წაიკითხეთ გთხოვთ !!! მანჩედან სკაუტი გაუშვეს და ეგ ბაზრობს ვუდვორდზე
დერეკ ლენგლიმ, "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტთა ექს-ხელმძღვანელმა, იმ ნიჭიერ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებზეც თავის დროზე კლუბმა უარი თქვა.

"ფეხბურთელები, რომლებზეც კლუბმა უარი თქვა? მატეის დე ლიგტი. ღმერმა იცის, რამდენი ანგარიში გვქონდა მასზე. ფრენკი დე იონგზე და სხვა ფეხბურთელებზე ახლა მთელი ევროპის მასშტაბით ჭორები ვრცელდება. იყო აგრეთვე უპამეკანოც, რომელიც ამჟამად "ლაიფციგში" ირიცხება".

"ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ შევხვდი ედ ვუდვორდს და ვუთხარი, რომ კლუბში ზოგიერთი ადამიანის კომპეტენტურობაში დარწმუნებული არ ვიყავი. მას ვუთხარი: "თუ ფიქრობთ, რომ ვისხდები და იმას ვისაუბრებ, რისი გაგებაც თქვენ ჩემგან გსურთ, მაშინ ვიღაც სხვას დაუკავშირდით, რადგან მხოლოდ იმას ვილაპარაკებ, რასაც ვფიქრობ". შეიძლება, სწორედ ეს გახდა რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი გათავისუფლების მიზეზი".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კლუბში გატარებული დროისთვის და იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მოვიყვანე, მადლობა გადამიხადა, მაგრამ გუნდს შეეძლო უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო, ადამიანებს რომ გაეგოთ, რასაც ეუბნებოდნენ", - ციტირებს ლენგლის სიტყვებს Manchester Evening News.

კატასტროფაა რაც მანდ წერია და მტავარი მიზეზი იმისა თუ რატო ვართიქ სადაც ვართ.ყველაზე კარგი ისაა რომ მანჩესტერის ოფიციალური წყარო ავრცელებს.იმედია რეაგირება მოყვება და იმ ***** ვუდვორდს მალე გააჯმეიმებენ

ციტატა: SANDROGRIGA
პერეირა განსხვავებული სტილის ფეხბურთელია იმათგან ვინც დღეს გუნდშია, გამოირჩევა მოედანზე აზროვნებით, საკმაოდ კრეატიულია, რაც ითამაშა სულ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მე პირადად მინდა რო გაცილებით მეტი დრო მიეცეს, სასარგებლო იქნება გუნდსითვის, ასე მგონია.

მატიჩის მაგივრად რო აყენებდეს უფრო ნაყოფიერი იქნებოდა მარა მერე კალათბურთი არ გამოდის
0
№5
ავტორი: ikeoni
11 დეკემბერი 2018 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
Imedia martla meti dro miecema raa
0
№6
ავტორი: stepno
12 დეკემბერი 2018 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მგონი პერეირას უფრო მეტი დრო უნდა მისცენ რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top