თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2018, 14:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1562,
კომენტარები: 4
ახალგაზრდებმა ძირითად შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშეს
ვის მისცემს ჟოზე სათამაშო დროს
ახალგაზრდებმა ძირითად შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშეს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გაფრენამდე ვარჯიში ჩაატარა. "წითლები" ესპანეთისკენ დღეს გაემგზავრებიან და "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ჩაატარებენ.

ჟოზე მოურინიომ უკვე ბევრი ისაუბრა "ვალენსიასა" და "ლივერპულთან" გასამართ მატჩზე. მას "პრემიერ ლიგის" ამჟამინდელი ლიდერების დამარცხება სურს. შესაბამისად ეცდება, რომ ესპანეთში რესურსი დაზოგოს.

19 წლამდელების წარმომადგენლები ჯეიმს გარნერი და მესიონ გრინვუდი დღეს ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ძალიან საინტერესოა, მიიღებენ თუ არა ახალგაზრდები სათამაშო დროს. გარნერი სულ რაღაც 17 წლისაა. ის ზოგადად ნახევარდაცვაში თამაშობს, მაგრამ იდეალურად ითამაშა ცენტრალური მცველის პოზიციაზეც "ჩელსისთან" გამართულ მატჩზე. ეს თამაში "იუნაიტედის" 18 წლამდელებმა 3-0 ანგარიშით მოიგეს. რაც შეეხება გრინვუდს, ის ახლა ბომბარდირია.

2018 წლის "Aon"-ის მიერ ორგანიზებულ ტურნეს ორივე ფეხბურთელი ესწრებოდა და ინგლისის 18 წლამდელები ღირსეულად წარადგინეს.

ძირითადი შემადგნელობიდან კრის სმოლინგი, ლუკ შოუ, დიოგო დალო და ვიქტორ ლინდელოფი დღეს ვარჯიშზე არ შეიმჩნეოდნენ. არ იმყოფებოდნენ ასევე ალექსის სანჩესიც და ენტონი მარსიალიც. თუმცა ვერაფერს ვიტყვით დაზუსტებით სანამ მოურინიო პრესკონფერენციას არ ჩაატარებს.

მენეჯერმა უკვე აღნიშნა რომ სათამაშო დრო აუცილებლად მიეცემა პოლ პოგბას, ანდრეას პერეირას და სკოტ მაკტომინეის. დანარჩენი მოგვიანებით გახდება ცნობილი.


წყარო: ManUtd.com

ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
11 დეკემბერი 2018 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ეს წაიკითხეთ გთხოვთ !!! მანჩედან სკაუტი გაუშვეს და ეგ ბაზრობს ვუდვორდზე !!!!!!!!!!!!!!

დერეკ ლენგლიმ, "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტთა ექს-ხელმძღვანელმა, იმ ნიჭიერ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებზეც თავის დროზე კლუბმა უარი თქვა.

"ფეხბურთელები, რომლებზეც კლუბმა უარი თქვა? მატეის დე ლიგტი. ღმერმა იცის, რამდენი ანგარიში გვქონდა მასზე. ფრენკი დე იონგზე და სხვა ფეხბურთელებზე ახლა მთელი ევროპის მასშტაბით ჭორები ვრცელდება. იყო აგრეთვე უპამეკანოც, რომელიც ამჟამად "ლაიფციგში" ირიცხება".

"ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ შევხვდი ედ ვუდვორდს და ვუთხარი, რომ კლუბში ზოგიერთი ადამიანის კომპეტენტურობაში დარწმუნებული არ ვიყავი. მას ვუთხარი: "თუ ფიქრობთ, რომ ვისხდები და იმას ვისაუბრებ, რისი გაგებაც თქვენ ჩემგან გსურთ, მაშინ ვიღაც სხვას დაუკავშირდით, რადგან მხოლოდ იმას ვილაპარაკებ, რასაც ვფიქრობ". შეიძლება, სწორედ ეს გახდა რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი გათავისუფლების მიზეზი".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კლუბში გატარებული დროისთვის და იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მოვიყვანე, მადლობა გადამიხადა, მაგრამ გუნდს შეეძლო უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო, ადამიანებს რომ გაეგოთ, რასაც ეუბნებოდნენ", - ციტირებს ლენგლის სიტყვებს Manchester Evening News.
5
№2
ავტორი: SANDROGRIGA
11 დეკემბერი 2018 16:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ ვინ ითამაშებს, მინიმუმ ერთს მაინც ველი სათადარიგოზე.
0
№3
ავტორი: ikeoni
11 დეკემბერი 2018 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Grinvudi magari bichia kai iqneba tu miecema shansi
0
№4
ავტორი: stepno
12 დეკემბერი 2018 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: makaveli
ეს წაიკითხეთ გთხოვთ !!! მანჩედან სკაუტი გაუშვეს და ეგ ბაზრობს ვუდვორდზე !!!!!!!!!!!!!!

დერეკ ლენგლიმ, "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტთა ექს-ხელმძღვანელმა, იმ ნიჭიერ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებზეც თავის დროზე კლუბმა უარი თქვა.

"ფეხბურთელები, რომლებზეც კლუბმა უარი თქვა? მატეის დე ლიგტი. ღმერმა იცის, რამდენი ანგარიში გვქონდა მასზე. ფრენკი დე იონგზე და სხვა ფეხბურთელებზე ახლა მთელი ევროპის მასშტაბით ჭორები ვრცელდება. იყო აგრეთვე უპამეკანოც, რომელიც ამჟამად "ლაიფციგში" ირიცხება".

"ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ შევხვდი ედ ვუდვორდს და ვუთხარი, რომ კლუბში ზოგიერთი ადამიანის კომპეტენტურობაში დარწმუნებული არ ვიყავი. მას ვუთხარი: "თუ ფიქრობთ, რომ ვისხდები და იმას ვისაუბრებ, რისი გაგებაც თქვენ ჩემგან გსურთ, მაშინ ვიღაც სხვას დაუკავშირდით, რადგან მხოლოდ იმას ვილაპარაკებ, რასაც ვფიქრობ". შეიძლება, სწორედ ეს გახდა რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი გათავისუფლების მიზეზი".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კლუბში გატარებული დროისთვის და იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მოვიყვანე, მადლობა გადამიხადა, მაგრამ გუნდს შეეძლო უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო, ადამიანებს რომ გაეგოთ, რასაც ეუბნებოდნენ", - ციტირებს ლენგლის სიტყვებს Manchester Evening News.

ედ ვუდვორდი რომ ნაბიჭვვარი ბიზმესმენია რათ უნდა მაგას ლაპარაკი. კლუბი სულ ფეხებზე კიდია. იმედია შეიცვლება ხელძღვანელობა თორე ისე არაფერი არ გვეშველებაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top