თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2018, 09:23
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1600,
კომენტარები: 7
ჩონგი "ვალენსიას" წინააღმდეგ?
უნდა მიეცეს თუ არა ახალგაზრდა ვინგერს დრო?
ჩონგი
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები ჟოზე მოურინიოსგან ტაჰიტ ჩონგისთვის დროის მიცემას ითხოვენ.

"იუნაიტედი" ესპანეთში მიემგზავრება "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის ჩასატარებლად "ვალენსიას" წინააღმდეგ. "წითლებმა" უკვე გაინაღდეს ჯგუფიდან გასვლა, შესაბამისად გუნდი "ლივერპულთან" მატჩის წინ დიდი რესურსის დახარჯვას არ გეგმავს.

გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, მენეჯერმა კლუბის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტს ტაჰიტ ჩონგს დრო უნდა მისცეს და მისი დებიუტი ძირითად გუნდში "ვალენსიას" წინააღმდეგ უნდა შედგეს.

გამოკითხვა ჩატარდა "M.E.N. Sport"-ის მიერ, სადაც 1506 გულშემატკივრისგან ნახევარმა ჩონგის სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა მოითხოვა. მის თამაშზე უარი მხოლოდ გულშემატკივართა 10%-მა დააფიქსირა. 40% კი მიიჩნევს რომ ჩონგმა სათადარიგოდან უნდა დაიწყოს.

ჰოლანდიელი ვინგერი განაცხადში მხოლოდ ერთხელ "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოხვდა. თუმცა ჩონგს მოედანზე შესვლის უფლება არ მისცემია. მოურინიომ მაშინ განმარტა, თუ რატომ არ მიეცა ჰოლანდიელს თამაშის უფლება:

"ერთადერთი შემტევი ვინც მყავდა სკამზე ეს 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელსაც არასდროს უთამაშია პირველ გუნდში. თამაშის დინამიკიდან გამომდინარე კი მივიჩნიე, რომ მისი გამოცდილების ფეხბურთელი იმ მომენტში მოედანზე არ უნდა შემეყვანა."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Human
11 დეკემბერი 2018 11:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
წესით უნდა ათამაშოს იმიტო, რო იუვე არ წააგებს იანგ ბოიზთან და პირველ ადგილზე გასვლის შანსი მინიმული გვაქვს. შესაბამისად ძაან კარგი იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანს რო მიიღებენ თავის გამოჩენის + ამას ლიგის გემოსაც გაიგებენ.

ისიც უნდა ათამაშოს (სახელი და გვარი დამავიწყდა) რაღაც არარეალური სტატისტიკა რო აქვს, რამოდენიმე დღის წინ დაიდო მაგ ბიჭზე სტატია. smile
0
№2
ავტორი: ikeoni
11 დეკემბერი 2018 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11613
Ratomac ara
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
11 დეკემბერი 2018 13:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ძაან გამიხარდება თუნდაც სათადარიგოდან რო შემოიყვანოს
0
№4
ავტორი: Gamkrelidze
11 დეკემბერი 2018 13:42
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
გრინვუდიც რო ათამაშოც კარგი იქნება :))
0
№5
ავტორი: giorgi_mg
11 დეკემბერი 2018 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დააყენოს უნდა, მეტი უნდა გარისკოს და ენდოს ასეთ ახალგაზრდებს, ერთი კაცის დაყენებით კატასტროფა არ მოხდება, ირიქით შეიძლება გაიბრწყინოს.
0
№6
ავტორი: MANUTD FAN.
11 დეკემბერი 2018 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ძაან მაინტერესებს ამ დონის მოთამაშეებთან როგორ წარმოაჩენს თავს და იმედია ათამაშებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№7
ავტორი: stepno
12 დეკემბერი 2018 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პირველზე გასვლის მიზერული შანსიც არ გვაქ და რატომაც არა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top