თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2018, 20:17
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2006,
კომენტარები: 7
მოურინიოს მთავარი ფავორიტი
ვინ სურს ჟოზეს?
მოურინიოს მთავარი ფავორიტი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, დაცვის ხაზის მნიშვნელოვნად გაძლიერებას, ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სთხოვდა კლუბის ხელმძღვანელობას, თუმცა ბოსებისგან უარი მიიღო.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, პრემიერ ლიგის 16 ტური უკვე გასულია და "იუნაიტედი" ოთხეულშიც კი არ არის. ჟოზეს აზრით, კლუბმა ზამთარში მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველი მაინც უნდა შეიძინოს.

The Sun - იუწყება, რომ "იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე ზამთარში, ლონდონის "ტოტენჰემის" ბელგიელი ღირსების დამცველი ტობი ალდერვეირელდი იქნება. ტრანსფერის მთავარი სულისჩამდგმელი და ინიციატორი თავად მოურინიო გახლავთ.

აღნიშნული წყარო ასევე იუწყება, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ამ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა და საამისოდ სატრანსფერო თანხა 45 მილიონი ევროც გამოყო, ჯერი კი თავად ტობიზე და ლონდონურ კლუბზეა.

ალდერვეირელდმა, მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2018 20:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა იციან ხოლმე ჩაციკლება ერთ ფეხბურთელზე
0
№2
ავტორი: Lev
10 დეკემბერი 2018 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ფრედზე რო ჰკითხეს თქვა რომ დაცვით ფეხბურთს ვთამაშობთ და ფრედის ადგილი ჯერ არ არისო და დაცვას რო გავაძლიერებთ მერე მიეცემათ შანსი ფრედს პერეირას და შემტევ ფეხბურთსაც ვითამაშებთო. უყიდეთ მცველები ამ კაცს იქნებ ცოტა აზრზე მოვიდეს თორე დაგვიჭკნა თვალები ამათი ფეხბურთის ყურებით
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: Malboro463
10 დეკემბერი 2018 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ლივერპულს ამაზე ფარჩაკი დაცვა ყავდა მარა იმას უთამაშია დაცვითი სტილი ახრი არ ქონდა და იმიტო. იუვეს დაცვა რომ გყავდეს ჩააბიტონებ და შეილება შედეგიც გამოიღოს
ფრედი კიდე ამის მანჩესტერში ძირითადში ვერ მოხვდება წავა მატიჩი და მის შემცვლელს მოიყვანს და დაყენებს.
0
№4
ავტორი: ikeoni
10 დეკემბერი 2018 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Ra gaxda Es mcveliii:((
0
№5
ავტორი: gela-manchesteri 20
11 დეკემბერი 2018 02:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
მაურინიოს ხელში ესეც მოისპობა
0
№6
ავტორი: PaLoMo
11 დეკემბერი 2018 09:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
იანვარში 25ეღირებაოდა 45იხდიან?:-/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: MANUTD FAN.
11 დეკემბერი 2018 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
აუ რატო ამოიჩემა ეს ფეხბურთელი მოურინიომ არ ჯობს რომ მეტი გადაიხადონ და მაგალითან კულიბალი მოიყვანონ? თუნდაც ზაფხულში. ეხლა პროსტა უნდა ენდოს ბაის და ლინდელოფიც უმატებს და უმატებს და მოურინიოს დიდი დრო მაინც არ აქვს დარჩენილი გუნდში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top