თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2018, 17:44
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1620,
კომენტარები: 6
"მე დავბრუნდი"
ლუკაკუმ თავის ფორმაზე, პრობლემებსა და მოურინიოზე ისაუბრა.
ლუკაკუმ 27 გოლი გაიტანა "ოლდ ტრაფორდზე" დებიუტისას, თუმცა ახლახანს ბელგიელი ძველებულ ფორმას ვერ ინარჩუნებს. მას 12 თამაშის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი, რაც მხოლოდ "საუთჰემპტონთან" თამაშის შემდეგ დასრულდა. "ოლდ ტრაფორდზე" კი მარტის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა "ფულემთან". ლუკაკუმ თავის ფორმაზე ისაუბრა:

"მე უბრალოდ ბევრი მუშაობა უნდა განვაგრძო. მე და ჟოზემ ბევრი ვისაუბრეთ ბოლო კვირებთან დაკავშირებით. მან დეტალებში ამიხსნა თუ რას ელოდა ჩემგან. ჩემი მხრიდან ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ თავადაც ვიცი, რომ ბევრად უკეთ უნდა ვიმუშაო. აუცილებლად განვაგრძობ განვითარებას და გუნდს კიდევ მრავალჯერ დავეხმარები 3 ქულის მოპოვებაში."

როცა ჟურნალისტებმა ბელგიელს ჰკითხეს თუ კონკრეტულად რა მითითებები მიიღო მოურინიოსგან ლუკაკუმ შემდეგი პასუხი გასცა:

"როგორც მენეჯერმა აღნიშნა, მე შემართება მაკლდა. საკმარისი აგრესიით ვერ ვითამაშე. "ფულემთან" ვფიქრობ, ეს გამოვასწორე. თავადაც ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რადგან კარგი მატჩი ჩავატარე და დამიჯერეთ, ყველაზე მეტად ჩემს ფორმას მე განვიცდიდი."

"ერთი პრობლემა კიდევ რაც იჩენს თავს ჩემი კუნთებია. მსოფლიოზე როგორც ვითამაშე ისე "პრემიერ ლიგაში" ვერ ვითამაშებ. სხვა ფორმაა საჭირო. ეს მაშინათვე ვთქვი. ვიცოდი, რომ იგივე სტილით თამაშს ვერ შევძლებდი."

"გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ცოტა დაღლილი ვიყავი. თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა იმ სიმაღლეზე დავბრუნდი, რომელზეც უნდა ვიყო და მზად ვარ ისევ მოვიგო თამაშები "იუნაიტედისთვის", - დაასრულა ბელგიელმა.


წყარო: SkySports
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Human
10 დეკემბერი 2018 19:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
იმედია ამოიქოქები, როგორც შენ ისევე მთელი გუნდი !
1
№2
ავტორი: ikeoni
10 დეკემბერი 2018 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
შენი დიდი იმედი მაქ რომელუუუ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2018 20:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უმატებს თანდათან
0
№4
ავტორი: arsenamadrid2016
11 დეკემბერი 2018 08:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
დაბრუნდი არა კვახი
1
№5
ავტორი: MANUTD FAN.
11 დეკემბერი 2018 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
იმედი მაქვს დაიწყებს სტაბილურად გატანას ძაან მომწონს ეს ფეხბურთელი და ძაან დიდი იმედი მაქვს მისი მომავალში love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№6
ავტორი: stepno
12 დეკემბერი 2018 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ტიპი საოცარ ჯანზეა სირბილი აქვს მოკლედ ყველაფერი აააქვს იმისთვის რო მაგარი იყოს მაგრამ მაინც კვერცხია :DDD
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top