თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2018, 17:31
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1691,
კომენტარები: 6
იანგი: "ისევ ისე ვგრძნობ თავს, როგორც 21 წლის ასაკში"
იანგი კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს.
იანგი:
ეშლი იანგმა აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივება და უფრო მეტი ტიტულის მოგება სურს.

ეშლი იანგი "იუნაიტედში" "ასტონ ვილადან" 2011 წელს გადავიდა. ახლა კი 33 წლისაა და "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენისთვის იბრძვის, თუმცა მისი კონტრაქტი ამ ზაფხულში იწურება.

"ეს კლუბზეა დამოკიდებული. მე ისეთივე ფორმაში ვგრძნობ თავს, როგორც 21 წლის ასაკში. სანამ ჩემი სხეული მოედანზე თავისუფლად სირბილის უფლებას მომცემს მინდა, რომ აქ დავრჩე."

"როდესაც ისეთ დიდებულ კლუბში გადადიხარ, როგორიც "იუნაიტედია" აუცილებელია, რომ ისტორია იცოდე და თუ არ იცი, მისი დიდებულება ერთ კვირაში შეგაცნობინებს თავს."

"კლუბის შეგრძნებები, მისი სიდიადე... ეს ყველაფერი უბრალოდ ენით აღუწერელია. ჩემთვის, ეს უდიდესი კლუბია მსოფლიოში, ყოველთვის იყო და იქნება."

"მე ვიცი მისი ისტორია, ბიჭებმაც შესანიშნავად იციან ყველაფერი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ტიტულები მოვიგოთ, ანუ ვაკეთოთ ის, რასაც კლუბი მუდმივად აკეთებდა ხოლმე."

"ალბათ გექნებათ ნანახი, რამდენი ტიტული დევს მუზეუმში. რა თქმა უნდა, ყველას უნდა რომ ამ დიდებულების ნაწილი იყოს."

"გასულ წლებში რამდენჯერმე მიგემია გამარჯვება ჩემს კლუბთან ერთად. ახლა 33 წლის ვარ, მალე 34-ის გავხდები. თუმცა არაფერი შეცვლილა ჩემთვის. ისევ მინდა ტიტულები, ისევ მსურს დიდებული გამარჯვებები და დამიჯერეთ ეს ყველას სურს, ისევ ისე როგორც წარსულში,"-დაასრულა იანგმა


წყარო: SkySports




ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Human
10 დეკემბერი 2018 19:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
აუ ისე ამის ფორმა არ გიკვირთ? მე პირადად არ მეგონა ესე სტაბილურად თუ ათამაშდებოდა ხელი მქონდა ჩაქნეული wink
3
№2
ავტორი: ikeoni
10 დეკემბერი 2018 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მართლა მაგარ ფორმაშია ეშლიკო:))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2018 20:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უკეთესად შეეძლო კარიერის განვითარება, პრინციპში მცველად დააყენა ვან გაალმა და მაგის მერე ერთ დონეზეა, თუმცა ვერ ირტყვი რიო ცუდად თამაშობს, უბრალოდ დაცვაში მეტს ვერც მოთხოვ
0
№4
ავტორი: man21utd
10 დეკემბერი 2018 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
იანგი ძალიან კარგად გამოიყურება უბრალოდ ისაა რო ასაკშია და ამის იმედად ჩემი მტერი დარჩა wink
0
№5
ავტორი: nikolski
11 დეკემბერი 2018 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
კვიციი :)
0
№6
ავტორი: Malboro463
11 დეკემბერი 2018 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
დაცვის ფლანგელებიდან შეტევაში გამოცდილება ყველაზე დიდი ამას აქვს და მაგ პონტში ჩანს ამის აქტიურობა თორე ასეთ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები რომ გვიხარია და ამით კმაყოფილდებიან იმიტო არიან 6 ზე თუ 7 ზე... ამაზე მეტს ვერ მიაღწევ ასეთი ფეხბურთელებით. ერთი კერიკი მეზიზღებოდა ახალგაზრდობაში უმისამართოდ წინ ბურთის ჩაგდების გამო და მეორე ესა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top