თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2018, 17:16
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1507,
კომენტარები: 9
იანგი: "გაოგნებული ვარ მისით"
ეშლი იანგმა დიოგო დალოზე ისაუბრა.
იანგი:
19 წლის მცველმა "იუნაიტედის" გულშემატკივარი გააოცა. შეგახსენებთ, რომ დალო "ფულემისა" და "არსენალის" წინააღმდეგ წარდგა და ორივე თამაშში თავი გამოიჩინა.

ახალგაზრდა მცველი "ოლდ ტრაფორდზე" ზაფხულში გადმოვიდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტრავმით იტანჯებოდა. "ფულემთან" კი მატჩის საუკეთესო გახდა.

იანგი, რომელსაც გასულ მატჩზე კაპიტნის სამკლაურს ატარებდა, დალოს თამაში შეაფასა და მის შთამბეჭდავ ფორმაზე ისაუბრა.

"კლუბში გადმოსვლისთანავე დალოს ტრავმა სტანჯავდა. ახლა ბევრად უკეთ გრძნობს თავს და მალევე შეეწყო გუნდს. ეს ძალიან მარტივია ისეთ გუნდში, როგორიც "იუნაიტედია".

"ჩვენი გუნდური შემართება ფანტასტიკურია. მე ამას ყოველთვის აღვნიშნავდი ხოლმე. ვფიქრობ, პრესა და ჟურნალისტები ყოველთვის საპირისპიროს ამბობენ, მაგრამ ტყუილია. გუნდის შემართება უბრალოდ ბრყწინვალეა."

"ეს პატარა ბიჭი მოვიდა და ისე თამაშობს თითქოს წლებია "იუნაიტედის" ღირსებას იცავს. ის უბრალოდ ბრწყინვალეა. გაოგნებული ვარ მისით," - დაასრულა იანგმა.

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
10 დეკემბერი 2018 17:48
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ხო ფაქტია რომ ყველა გააკვირვა, მაგრამ მე ბაილიმაც გამაცოა 2-3 თამაში ისე ითამაშა თავიდან ვიფიქრე რა ვიდიჩი რის ფერდინანდითქო, მაგრამ 5-6 ისეთი თამაში მახსოვს მისგან რომ საქართველოს ნაკრებშიც კი არ ვათამშებდი.
მოკლედ მთავარია სტაბილურობა!
0
№2
ავტორი: ikeoni
10 დეკემბერი 2018 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
მაგარი ბიჭია და როგორი დავდაჯერებული❤️
0
№3
ავტორი: Svanchester
10 დეკემბერი 2018 20:08
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
დალომ კარგად დაიწყო, მთავარი ეხლა მხოლოდ ფორმის აკრეფა და ამ ფორმის შენარჩუნებაა.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2018 20:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Phil Jones
ხო ფაქტია რომ ყველა გააკვირვა, მაგრამ მე ბაილიმაც გამაცოა 2-3 თამაში ისე ითამაშა თავიდან ვიფიქრე რა ვიდიჩი რის ფერდინანდითქო, მაგრამ 5-6 ისეთი თამაში მახსოვს მისგან რომ საქართველოს ნაკრებშიც კი არ ვათამშებდი.
მოკლედ მთავარია სტაბილურობა!

გეთანხმები
0
№5
ავტორი: man21utd
10 დეკემბერი 2018 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
ჯერჯერობით მხოლოდ მარტივ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ ეს არ აკნინებს მის შესაძლებლობებს, არსენალთან არ იყო ცუდი მგალითად მაგრამ თავიც არაფრით გამოუჩენია.
მე პირადად ჯერ რაც შევატყე დადებითი ისააქ რო შეტევის დროს მუდამ კარგი პოზიცია უკავია და საჯარიმოში ჩაწოდებაც სახიფათო აქვს
0
№6
ავტორი: krekera
11 დეკემბერი 2018 10:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ძალიან მაგარი ბიჭია, იმედია ასე გააგრძელებს ზრდას..
0
№7
ავტორი: MANUTD FAN.
11 დეკემბერი 2018 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
კარგი ბიჭია თან ძაან ეხლა მთავარი რაცაა უნდა გავითარდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№8
ავტორი: stepno
12 დეკემბერი 2018 09:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დიდი იმედები მაქ ამ ბIჭის
0
№9
ავტორი: Shota Blues
12 დეკემბერი 2018 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
მაგარი ბიჭია, მონაცემები იდეალური აქვს. დაცვაშიც კარგად გამოიყურება და შეტევაშიც სწრაფად ერთვება და ხიფათს ქმნის. იმედი მაქვს მისი სახით მაგარი მცველი გვეყოლება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top