თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2018, 15:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1488,
კომენტარები: 2
ლუკაკუს თავისი ფიზიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს
ბელგიელმა თავისი ცუდი თამაშის მიზეზი ახსნა.
ლუკაკუს თავისი ფიზიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს
რომელუ ლუკაკუმ აღიარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში თამაშისას მან წონაში მოიმატა და ეს ხელს უშლის პრემიერ ლიგაში წარმატებით ასპარეზობაში.

გასულ სეზონში ფორვარდი "იუნაიტედის" საუკეთესო გოლეადორი იყო 27 გოლით. თუმცა, მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავად ნამდვილად არ გამოიყურება და "ფულჰემის" წინააღმდეგ გატანილი გოლი მისთვის მხოლოდ მეორე გამოდგა სექტემბრის შემდეგ. საერთო ჯამში, ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა, რამაც ჟოზე მოურინიო აიძულა, "არსენალსა" და "საუთჰემპტონთან" ის სათადარიგოთა სკამზე გაემწესებინა.

როცა ჰკითხეს, ზაფხულში წონაში ხომ არ მოიმატა, ლუკაკუმ უპასუხა: "ცოტათი კუნთები, დიახ. ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. თავს კარგად ვგრძნობდი და ვფიქრობ, კარგად ვითამაშე, მაგრამ დავბრუნდი სრულიად სხვა სტილის თამაშში".

მიუხედავად იმისა, რომ ლუკაკუმ რუსეთში ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მანამდე კი ორჯერ ამხანაგურ შეხვედრებშიც გამოიჩინა თავი, აღიარებს, რომ წონაში დაკლება აუცილებელია. "პრემიერ ლიგაში კუნთების იმავე რაოდენობით ვერ ვითამაშებ, როგორც საერთაშორისო დონეზე. როცა დავბრუნდი, ეს მაშინვე გავაცნობიერე: "არა, ასე ამ სტილში ვერ ვითამაშებ. აუცილებლად უნდა შემეჩერებინა კუნთების მატება. ამიტომ სპორტდარბაზში აღარ დავდივარ, ბევრ წყალს ვსვამ, ვეგეტარიანულ საჭმელსა და თევზს ვჭამ და ეს მეხმარება".

ლუკაკუმ ასევე თქვა, რომ გადაღლილობამ თავისი როლი ითამაშა მის მდგომარეობაზე: "მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ვფიქრობ, ძალიან დაღლილი გამოვიყურებოდი, მაგრამ, იცით, იგივე ხდებოდა 2014 წლის მსოფლიო თასის შემდეგაც, რომლის შემდეგაც "ევერტონს" დავუბრუნდი, ძალიან გადავიღალე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ახლა კვლავ მოწოდების სიმაღლეზე ვარ და მზად ვარ ყველაფრისთვის. ეს ვიცოდი. მე და "იუნაიტედის" სამედიცინო შტაბმა ბევრი ტესტი გავიარეთ პრობლემის დასადგენად. ბარძაყის ტრავმა მქონდა, რაც მანამდე არასდროს დამმართია."

ლუკაკუ ახლა სხვა ფიტნეს რეჟიმზეა: "სპორტდარბაზში ბევრი სავარჯიშოა, მე კი აჩქარებაზე ვმუშაობ, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია".

როცა ჰკითხეს, სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო 2 შეხვედრაში გატანილმა გოლებმა თუ შეუმსუბუქეს ზეწოლა, ბელგიელმა უპასუხა: "არა, არც ისე. უბრალოდ ბევრი უნდა ვიშრომო. მე და მწვრთნელმა ბოლო დღეებში ბევრი ვილაპარაკეთ და ზუსტად მითხრა, თუ რა სურდა ჩემგან. ჩემი მხრივ კი მე ვიცი, რომ უკეთესად უნდა ვიმოქმედო და მხოლოდ გაუმჯობესებას, ჩემს თამაშში დანამატების შეტანასა და გუნდის გამარჯვებაში დახმარებას ვცდილობ.

საკმარისი ინტენსივობით არ მითამაშია. არც საკმარისი აგრესიით. "ფულჰემის" წინააღმდეგ კი სხვებივით მეც ინტენსიურად ვთამაშობდი. ბედნიერი ვიყავი უმაღლეს დონეზე კვლავ თამაშით და ახლა ყველაფერი გაუმჯობესებასა და თანმიმდევრულობაზეა დამოკიდებული. უფრო მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. მაგრამ დიდი ხანია, ოთხი გოლი არ გაგვიტანია და ჩვენი ფეხბურთით ვისიამოვნეთ".


წყარო: theguardian
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 დეკემბერი 2018 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მე მაქვს ამ მიჭის იმედი❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2018 20:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აჩქარების გაუმჯობესება ნამდვილად ჭირდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top