თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2018, 15:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1450,
კომენტარები: 3
დარმიანი: "იტალია მენატრება"
მატეო სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.
დარმიანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა მატეო დარმიანმა აღიარა, რომ იტალიის ჩემპიონატი ძალიან ენატრება.

მასთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორების ფონზე დარმიანი, რომელმაც 2015 წელს მიაშურა "ოლდ ტრაფორდს", ჟოზე მოურინიოს გუნდის არც ისე ხშირად გამოყენებადი წევრია, ვინაიდან მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი მატჩია პრემიერ ლიგაში.

29 წლის ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებენ "იუვენტუსს", "ინტერს", "ნაპოლისა" და რომას, ამის ფონზე კი დარმიანმა განაცხადა:

"უნდა ვთქვა, რომ მართლაც მენატრება სერია A და იტალია. ვიცი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვთამაშობ და ვამაყობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ვარ, მაგრამ იტალია მენატრება. მიყვარს ჩემი სამშობლო".


შექმნილი სათამაშო პრაქტიკის სიმცირის ფონზე დარმიანს არც იტალიის ნაკრებში იძახებენ, სადაც დაბრუნება მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

"იტალიის ნაკრებში დაბრუნება ჩემი ამოცანაა. რობერტო მანჩინის ჯერ არ გამოვუძახებივარ, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში გამომიძახებს".


წყარო: skysports.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 დეკემბერი 2018 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ამის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2018 20:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ზაფხულში რო დარჩა ეგეც გამიკვირდა
0
№3
ავტორი: MANUTD FAN.
11 დეკემბერი 2018 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ბაზარი არაა მაგარი ბანძი იგროკია მარა ესეც ცოდოა ასე რომ ზის სკამზე და თავისთვისვე იქნება უკეთესი თუ წავა და სადმე ითამაშებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top