თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2018, 15:05
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1797,
კომენტარები: 3
"ესპანეთში დაბრუნებას მოუთმენლად ველი"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,

დღეს ორ განსაკუთრებულ დღეს შორის გიგზავნით მესიჯს. პირველი დღე შაბათი იყო, როცა "ფულემი" დავამარცხეთ და თამაშით ვისიამოვნეთ.

ჩემთვის ეს ძალიან კარგი თამაში იყო. ვისიამოვნე მატჩით, კარგად ვგრძნობდი თავს. ვფიქრობ, იგივეს გრძნობდა გულშემატკივარიც. სწორედ თამაშის შემდეგ შემატყობინებს რომ 50 გოლი და 50 ასისტი დამიგროვდა "პრემიერ ლიგაში". ეს ძალიან კარგი სტატისტიკაა და ნამდვილად არის რაღაც, რითიც ვამაყობ. თუმცა მეტი მინდა და ყველაფერს ვიზამ, რომ გავაუმჯობესო ეს რიცხვები.

ინგლისში უკვე ძალიან ბევრი წელია, რაც ვთამაშობ და მადლობელი ვარ, რომ "ჩელსიმ" და "იუნაიტედმა" ამდენი დრო და შესაძლებლობა მომცეს.

ჩემი კარიერის უმეტეს ნაწილს ინგლისში ვატარებ და მინდა, რომ ორივე კლუბს და თქვენც მადლობა გადაგიხადოთ. "პრემიერ ლიგა" ჩემი საყვარელი ჩემპიონატია. ჩემი დონის ფეხბურთელებისთვის ძალიან განსაკუთრებულია და მივიჩნევ, რომ ძალიან გამიმართლა აქ რომ მოვხვდი.

ზემოთ მეორე განსაკუთრებული დღეც აღვნიშნე. ეს დღე ოთხშაბათია. 12 დეკემბერი პირად კალენდარზე მაქვს აღნიშნული, რადგან "ვალენსიას" ვეთამაშებით და ის ჩემთვის მეორე გუნდია "იუნაიტედის" შემდეგ.

ეს სწორედ ის გუნდი იყო, რომელმაც ჩემში ბევრი რამ ჩადო და სწორედ მაშინ მომცეს დრო, როცა ჯერ კიდევ გამოუცდელი ფეხბურთელი ვიყავი. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ჩემს ძველ გულშემატკივარს. ისინი დღემდე მგულშემატკივრობენ, მუდმივად ვიღებ შეტყობინებებს მათგან. შესაბამისად ძალიან აღელვებული ვარ ესპანეთში დაბრუნებით. ეს თამაში ჩვენთვის გადამწყვეტი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ორივე გუნდი ეცდება სამი ქულის მოპოვებას. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ ჯგუფში და ამისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ.

იმედი მაქვს, შემდეგ კვირასაც კარგი ამბებით დაგიბრუნდებით.

გეხვევით,
ხუანი.


წყარო: ManUtd.com
მატას ბლოგი
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 დეკემბერი 2018 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ყველაზე მაგარი კაცი❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2018 20:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როცა იგებემ და მატაც კარგად თამაშობს ძირითადად მაშინ წერს ხოლმე ბლოგებს :)
0
№3
ავტორი: stepno
12 დეკემბერი 2018 09:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ხუანიტო არის ხუანიტოო :*****
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top