თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2018, 16:11
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1843,
კომენტარები: 9
დალო - ახალი ნევილი
მოურინიომ ახალგაზრდა მცველზე ისაუბრა.
დალო - ახალი ნევილი
დიოგო დალომ გულშემატკივარი პირველ ორ მატჩში გააოცა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი მიიჩნევს, რომ მას ბრწყინვალე მომავალი ელის წინ. მოურინიოს განცხადებით, ის მომავალ გარი ნევილად შედგება.

"ყველამ იცის, რომ მას ფანტასტიკური პოტენციალი აქვს. არ მინდა მათი შედარება, მითუმეტეს ტიტულების საკითხში, მაგრამ ის ზუსტად იმ ასაკისაა, რა ასაკისაც გარი ნევილი იყო პირველ გუნდში გადასვლისას. მას შეუძლია გარი ნევილის კარიერას მიჰყვეს მისი ცხოვრების შემდეგი მინიმუმ 10 წელი და მყარად იდგეს "იუნაიტედის" მარჯვენა მცველად. ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა."

ნევილის დებიუტი "პრემიერ ლიგაში" 19 წლის ასაკში შედგა, მისი შეძენიდან 2 თვესა და 22 დღეში 1993/1994 წლებში. სხვა პარალელების გავლებაც შესაძლებელია. მაგალითად, ნევილის დებიუტი "ჩემპიონთა ლიგაზე" 1992 წელს შედგა, როგორც დიოგო დალოსი, მან "იანგ ბოიზთან" ჩაატარა მატჩი.

თუმდა დიოგის ბევრი რამის გადატანა მოუწია. ის რამდენიმე თვე ტრავმით იტანჯებოდა და მხოლოდ გასულ კვირას ჩადგა ფორმაში.

რადგანაც "იუნაიტედს" ბევრი თამაშის ჩატარება უწევს ზედიზედ, მოსალოდნელია, რომ დალო უფრო და უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს.

"ის 19 წლისაა. აუცილებელია, რომ ეს არ დავივიწყოთ და მისგან სიგიჟეები არ მოვითხოვოთ, რადგან ის ჯერ კიდევ ბავშვია. "პრემიერ ლიგაში" ახლახანს გადმოვიდა და "პორტოშიც" მხოლოდ 4 თუ 5 მატჩი ჩაატარა."

"ძალიან კმაყოფილები ვართ მისით. ახლა დეკემბერია, ბევრი მატჩი გვიწევს და დალოს მეტი სათამაშო დრო მიეცემა. ზუსტად ვიცი, რომ გახდება ის, რისთვისაც მე დიოგო შევიძინე - "მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველი შემდეგი 10 წლის განმავლობაში."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
9 დეკემბერი 2018 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ნევილის და კარაგერის მცველობის.....
0
№2
ავტორი: ikeoni
9 დეკემბერი 2018 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Kochebshi etyoba Ro magari Iqneba :))❤️
0
№3
ავტორი: scholes
9 დეკემბერი 2018 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
ციტატა: Malboro463
ნევილის და კარაგერის მცველობის.....

ნევილი მანჩესტერის სული და გულია, კაპიტანია მაგას როგორ იძახი (((
1
№4
ავტორი: glory28
9 დეკემბერი 2018 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
გახდება იდეალური მცველი მოუს გარეშეეეე
0
№5
ავტორი: gela-manchesteri 20
9 დეკემბერი 2018 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
მართლა კაი იყო ამ მაჩებში
0
№6
ავტორი: stepno
9 დეკემბერი 2018 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვალენსია გაიგდებს ბურთს მერე გაჩერდება და ან პასს გააკეთებს ან ჩააწვდის და ეს მრავალფეროვანი მაინც არის და შედარებიტ კარგად ხედავს მოედანს კარგი პასების დარიგებაც შეუძლია გამოჩნდა კიდეც ფულემთან მაკტომინაის მაგარი პასი მისცა იმან ვერ შეაგდო უბრალოდ
0
№7
ავტორი: fergitime
10 დეკემბერი 2018 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ცოტა სისწრაფე გვინდა და ეგააა bully
1
№8
ავტორი: Dato kutaisi
10 დეკემბერი 2018 10:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ტვინი აქვს ეტყობა და ფანტაზიაც, სწორხაზოვანი არაა.მოკლე პასებზეც და ჩაწოდებებზეც კარგია.მოკლედ ყველაფერი აქვს, სტაბილურობის შემთხვევაში მართლა შეუცვლელი მარჯვენა მცველი შეუძლია გახდეს
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2018 21:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნევილზე უკეთესობის პრეტენზიაც შეიძლება რო ქონდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top