პოლ პოგბა "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ფრანგმა "ფულემთან" ჩატარებული მატჩი სკამზე დაიწყო. მოურინიომ მას მოედანზე შესვლის უფლება არც მეორე ტაიმში მისცა.
"იუნაიტედი" სამშაბათს ესპანეთში მიფრინავს "ვალენსიასთან" მატჩის ჩასატარებლად. მოურინიომ პირობა დადო, რომ შემადგენლობას შეცვლის როგორც ესპანელებთან, ასევე "ლივერპულთან".
"ლივერპულმა" "ნაპოლი" აუცილებლად უნდა დაამარცხოს, თუ "ჩემპიონთა ლიგაზე" თამაშის გაგრძელება სურს. "იუნაიტედი" საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე გავიდა, შესაბამისად, მოურინიო ფეხბურთელების დასვენებას გეგმავს "ენფილდზე" სტუმრობის წინ.
"ჩვენ ფეხბურთელები უნდა დავასვენოთ. "არსენალსა" და "ფულემთან" ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ. "ვალენსიასთან" ზოგი უნდა ვათამაშო, ზოგიც კი დავასვენო. ეს ყველაფერი ნდობისა და სამართლიანობის საფუძველზე გადაწყდება."
"ასე რომ თუ ვამბობ რომ რომერო ითამაშებს, ეს ამას იმსახურებს. თუ ვამბობ, რომ პერეირა ითამაშებს, ის ამას იმსახურებს, რადგან ეს ბავშვი ყოველდღე ვეფხვივით იბრძვის. გუნდში ცვლილებებს შევიტან, რადგან შემდეგ ეტაპზე გავედით."
"რაც შეეხება პოგბას, მას შეუძლია, რომ იყოს ფანტასტიკური ფეხბურთელი. "ვალენსიასთან" ის აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. დარწმუნებული ვარ, საოცარ თამაშს ჩაატარებს და ყველას დაანახებს თუ როგორი კარგია."
რომერო სექტებრის შემდეგ პირველ მატჩს ჩაატარებს, პერეირა კი პირველად გამოჩნდება აგვისტოს შემდეგ.