თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2018, 09:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1640,
კომენტარები: 7
მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ თამაშობს პოგბა
ჟოზეს განმარტება.
მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ თამაშობს პოგბა
ჟოზე მოურინიომ პოლ პოგბა გააფრთხილა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სხვა ფეხბურთელების მსგავსი მენტალიტეტის გამოვლენის გარეშე სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ვერ მიიღებს.

ფრანგმა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო ზედიზედ მეორე მატჩი პრემიერ ლიგის ეგიდით და თუ "არსენალთან" მას თამაშში ჩართვის საშუალება მიეცა, "ფულჰემთან" გამოუყენებელ სათადარიგოდ დარჩა მატჩის ბოლომდე.

აღნიშნულ ორივე შეხვედრაში "იუნაიტედმა" არ წააგო, მიუხედავად იმისა, რომ საკადრო პრობლემები პოგბას გარეშეც საკმაოდ ბევრი ჰქონდა.

თუმცა, მოურინიოს დაპირებისამებრ, პოგბა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს ვალენსიაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს, ვინაიდან მომდევნო ეტაპზე უკვე გასული გუნდის მწვრთნელი რამდენიმე ფეხბურთელის დასვენებას აპირებს.

როცა ჟოზეს ჰკითხეს, რა უნდა გააკეთოს პოგბამ, რომ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდეს, მარტივი პასუხი გასცა:

"მან იგივე ხასიათი უნდა გამოავლინოს, რასაც მისი თანაგუნდელები ავლენენ. როცა ფეხბურთელი ყველაფერს გასცემს, განწყობა კვლავ პოზიტიურია. როცა კლუბისთვის ყველაფერს მოედანზე დებ, უკეთესი გუნდი ხარ.

ვგულისხმობ მოედანზე კომპაქტურ ერთიანობას. არსებობენ გუნდებიც, რომლებიც პოზიციურად კარგად თამაშობენ და მზად არიან, მაღალ პრესინგს მიმართონ მთელი მატჩის განმავლობაში, ეს ორი ბიჭი, ერერა და მატიჩი კი, რომელთაც მტკიცე ხასიათი აქვთ, ისე თამაშობენ, როგორც ფეხბურთი უნდა ითამაშო და ამის ხარჯზე მათ წინ მოქმედი ფეხბურთელებიც კარგად გრძნობენ თავს.

რეშფორდი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ვინაიდან ეს ისედაც არის მისი სათამაშო სტილი, მაგრამ რომელუს თამაში საგრძნობლად გაუმჯობესდა წინა შეხვედრებთან შედარებით და არა იმიტომ, რომ გოლი გაიტანა, არამედ პრესინგისა და გუნდისთვის ბრძოლისუნარიანობის გამო.

გუნდი კარგად გამოიყურებოდა, მეორე ტაიმში იმდენად არა, მაგრამ პირველი განსაკუთრებული იყო. ჯონსმა სმოლინგმა გუნდის შერწყმა მოახერხეს, ისინი მეტოქის ნახევარზეც კი გადადიოდნენ. ჩვენ ვიყავით კომპაქტური ერთიანობა, რომელმაც "ფულჰემს" პირველ ტაიმში არავითარი შანსი არ დაუტოვა".


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
9 დეკემბერი 2018 10:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იქნებ დააყენოს ერთი ადგილი პოლმაც და ამანაც.მაგრამ პოლიც უნდა მიხვდეს რო მაქსიმუმი დადოს.თორე ძალიან უკან ვართ.ეს ფულემი იყო ვნახოთ რაიქნება ყლივერპულთან.
1
№2
ავტორი: Human
9 დეკემბერი 2018 10:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
Am shemtxvevashi 100% vetanmxebi mous. Pogba ro professionalia magaze ori azri ar arsebobs, magram ar aqvs jilka, mtkice xasiati, titkos ar ixarjeba bolomde moedanze da tu tsauvida tamashi mxolod mashin modis xasiatze da asrulebs tundac golebs an sagole gadacemebs magram ai herreras xasiati ro daamatos da tavisi ego gadamalos sadme droebit damijeret ro umagles doneze ava da stabilurobac sheemateba.

Dzaan mixaris skamze ro gadasva moum! Iqneb dapiqrdes cota, mixvdes ro clubze magla ar dgas da marto magaze ar ari damokidebuli gundi! Aseve mixaria isic ro paulis gareshec gundi kargad gamoiyureba da shedegic daido! Xo da kide aman ras southamptontan aketa da ra burtebic dakarga ar ekadreba da storic ari ro xexavs skams. Dzalian bevri sheudzlia da avlens albat mxolod 30-40% tavis shesadzleblobis
0
№3
ავტორი: Svanchester
9 დეკემბერი 2018 11:38
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ესეც არ ხდება რაა, ზედმეტია საკუთარი ფეხბურთელის ესე ჩაგვრა, რახან მთავარი მწვრთნელი ხარ არუნდა გამოხვიდე და არუნდა განასხვავებდე შენს ფეხბურთელებს ერთმანეთისგან, მოურინიო არის ეგოისტი კარიერისტი რომელსაც საკუთარი თავის დადანაშაულებას ურჩევნია სხვა მოკლას, შე კაი ადამიანო შენი ფეხბურთელია ხო პოგბაც? მაშინ ხარ პროფესიონალიზმით სავსე და ფასდები როდესაც ყველა ფეხბურთელს თავისებურად უდგები და დეპრესიის საბაბს არ აძლევ, და რა ეხლა გამოვიდა და თქვა მატიჩი უფრო მანჩესტერელია ვიდრე აკადემიისტი პოგბა რომელმაც მანჩესტერის ჰაერი ბევრზე ადრე ჩაისუნთქა? და რა პოგბა იმიტოა დამნაშავე რო მანჩესტერული ფილოსოფიით თამაშში ხედავს თავის თავს? და ამას ღიად გამოხატავს? ამიტოა დამნაშავე? გუნდში რო ვიყო მე მოურინიოს საკუთარ ღირსების შელახვის უფლებას არ მივცემდი, ეს რას გავს ეხლა? გახადა ტიპი ანტიგმირი იუნაიტედის და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა, და რა პოგბა რატო ზარმაცობს მოედანზე? იმიტო ზარმაცობს რო მწვრთნელი არ ვარგა, მოურინიოს გამოსავალი ჟურნალისტებთან ლაყბობაა და არა საკუთარ ფეხბურთელზე მუშობა ფსიქოლოგიურად იქნება ეს თუ სხვა კუთხით. მოურინიოს ეყო უბრალოდ საკუთარ ფეხბურთელებზე დაჯმა და კმარა ეს ყველაფერი.

მოურინიომ დიდი ხანია შეურაცჰყო ფერგიუსონის ფილოსოფია და აქ რისთვისაც არის ყველამ კარრგად ვიცით, სწორედ ამ მენეჯმენტის თვალსაზრისით, ეს კაცი ჟურნალისტებთან ლაყბობით და ცოტაარიყოს სკანდალური განცხადებებით იქცევს ყურადღებას და ავტომატურად იუნაიტედიც ყურადღების ცენტრშია ეს არის მენეჯმენტის მიზანი ყურადღების ცენტრი არ დაკარგოს იუნაიტედმა, მოურინიოსთვის იქ უნდა ამოეკრათ წიხლი სევილიასთან მატჩის შემდეგ რაც ილაპარაკა პრესკონფერენციაზე, და კმარა კმარა მართლა გუნდის შემადგენლობაზე დაჯმა.

ერთსაც დავამატებ, ჟოზე მოურინიოს არ შეუძლია საკუთარი ფეხბურთელი გაზარდოს, თუ ვერ დაჰყავს ის საკუთარ ჭკუაზე არ იცის ხერხები როგორ გააკეთოს ეს გამოსავალი მისთვის ერთია - "ჟურნალისტები და მიკროფონი".

ადექი მოუგე სიტის პოგბას გარეშე და მერე ლანძღე პოგბა, ფულემს მოუგო და ბრიქზეა ეგ შობელძაღლი
0
№4
ავტორი: ikeoni
9 დეკემბერი 2018 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Karoche raa rodemde unda gagzeldes Es yvelaferi
0
№5
ავტორი: stepno
9 დეკემბერი 2018 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოგბას გუნდის პატივისცემა არ ააქვს და მორჩა აქ ლაპარაკი რა
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
10 დეკემბერი 2018 10:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ფულემთან მოგება რომ საზომი არაა ეგ ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია რომ პოგბას თამაში უკვე კრიტიკასაც ვერ უძლებს.ვერ ვხედავ პრობლემას იმაში რო არ იყო განაცხადშიც, რითია მარსიალზე პრიორიტეტული?მარსიალმაც ხეხა სკამი და მოვიდა აზრზე.მოკლედ რაც მთავარია შუა ხაზი პოგბას გარეშე არათუ ჩავარდა არამედ უკეთესეადაც გამოიყურებოდა.ხოდა ამ მატიჩს თუ დაასვენებს და პერეირას დააყენებს უკეთესი ცენტრი გვეყოლება
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2018 22:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რეალურ მიზეზს ასე ღიად მაინც არ იტყვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top