ჟოზემ "ფულჰემთან" მოგებაზე თავისი კომენტარი გააკეთა.
ჟოზე მოურინიო მოხარულია "ოლდ ტრაფორდზე" "ფულჰემის" კომფორტულად დამარცხების გამო.
"იუნაიტედმა" პირველი ტაიმი ეშლი იანგის, ხუან მატასა და რომელუ ლუკაკუს გოლებით 3-0 მოიგო, მეორე ტაიმში კი პენალტიდან გაუშვა ერთი გოლი, თუმცა სამბურთიანი უპირატესობის აღდგენა მარკუს რეშფორდის გოლით მოახერხა, როცა ლონდონელები უკვე კაცნაკლულნი იყვნენ მოედანზე.
ოფიციალურ ტელევიზიასა და ბი-ბი-სისთან საუბრისას მწვრთნელმა დიოგო დალო და მატა შეაქო და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მომდევნო კვირაში "ვალენსიასთან" გასამართი მატჩის გეგმების ნაწილი გაამხილა.
რამ გასიამოვნათ ყველაზე მეტად?"შედეგმა, თამაშმა, სულისკვეთებამ, გულშემატკივრებმა, ფეხბურთელებმა, ყველაფერმა და იმაში, რომ მეორე ტაიმი პირველივით საოცარი არ იყო, რანიერის ვადანაშაულებ, რადგან საკუთარი გუნდის თამაში გამოასწორა. ჭკვიანი, ძალიანი გამოცდილი, მოხუცი მელაკუდაა. თამაში წაიკითხა, მიხვდა, რატომაც ვდომინირებდით მის გუნდზე პირველ ტაიმში, ცვლილებები განახორციელა და მისი გუნდი გააუმჯობესა.
შემდეგ კი თავისი როლი ითამაშა "არსენალთან" დახარჯულმა ენერგიამ და პირველ ტაიმში დახარჯულმა ენერგიამაც, რადგან დღევანდელი პრესინგის დონისა და სწრაფი ტრანზაციის ფონზე ცხადი იყო, რომ მეორე ტაიმის პირველთან შედარებით ცუდად თამაშს თავისი მიზეზები ჰქონდა, თუმცა მაინც კარგი და მნიშვნელოვანი შედეგია".
ხუან მატა"ხუანი ხუანია. ხარისხი, ჭკუა - ყოველთვის თან აქვს. პატიოსანი ადამიანი, კლუბის კაცი. ის როცა თამაშობს, გუნდისთვის ირჯება. როცა არ თამაშობს, მაინც იბრძვის გუნდისთვის. ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ყველა პატივს სცემს და ვიცით, რომ ხუანი ხუანია. ამაზე უკეთესად მას ვერ აღწერ".
დიოგო დალო"მე სკაუტი არ ვარ, ამის შანსიც კი არ მაქვს. მაგრამ ამას დალოს შემთხვევაში ვახერხებ, რადგან პორტუგალიელია. ამ ბაზარს კი კარგად ვაკონტროლებ. ის ფანტასტიკური პოტენციალის მქონე ფეხბურთელია".
კლუბისთვის ყველაფრის გაღება"ფეხბურთელებს ესმოდათ "არსენალთან" მატჩის შემდეგ, რომ ცუდი შედეგითაც შეიძლება იყო ბედნიერი. მათ უნდოდათ, რომ იგივე მენტალიტეტით მიდგომოდნენ დღევანდელ მატჩსაც. როცა მოთამაშეები ყველაფერს თმობენ, მაინც პოზიტიური შეგრძნება რჩება. როცა ყველაფერს გასცემ, უკეთესი გუნდიც გყავს".
ფეხბურთელების დასვენება "ვალენსიასთან" მატჩისთვის?"დიახ, გვჭირდებოდა. ვალენსიაში მივდივართ და არიან მოთამაშეები, რომელთაც უნდა დაისვენონ, მაგრამ ისეთებიც არიან, ვინც უნდა ითამაშოს. ეს ნდობისა და სამართლიანობის საკითხია, ასე რომ, თუ ვამბობ, რომელუ ლუკაკუს ითამაშებს-მეთქი, ესე იგი, ის ამას იმსახურებს. თუ ვამბობ, რომ ბავშვი, რომელიც ყოველდღიურად ვეფხვივით იბრძვის, მაგრამ ვერ თამაშობს, ამ შეხვედრას სასტარტოში დაიწყებს, როგორც ანდრეას პერეირას შემთხვევაა, ასეც იქნება, რადგან ჩვენ მომდევნო ეტაპზე გავედით."
წყარო:
manutd.com