დალომ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" იმედები გაამართლა. პრემიერ ლიგაში 19 წლის ფეხბურთელმა საოცარი მატჩი ჩაატარა.
დალო "იუნაიტედში" "პორტოდან" 19 მილიონ ფუნტად გადმოვიდა. თუმცა რაღაც პერიოდის გამოტოვება მოუწია ტრავმის გამო. სრულიად გაჯანსაღებულმა დიოგომ ისეთი მატჩები ჩაატარა, რომ მოურინიო აღფრთოვანებული დარჩა მისით.
"ვფიქრობ, სხვა გუნდები დალოს არ შეიძენდნენ, რადგან იმ მომენტისთვის ტრავმები სტანჯავდა. ჩვენ შევიძინეთ, რადგან ასეთი ტალანტის დაკარგვა არ გვსურდა."
"ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჯერ სულ 19 წლისაა, მაგრამ ფიზიკურად უკვე კარგ ფორმაშია, მთელს სტადიონს მოიცავს, ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ მისით."
"მას მეტი სათამაშო დრო მიეცემა. დარწმუნებული ვარ სწორედ ის გახდება რისთვისაც შევიძინეთ - "მანჩესტერ იუანიტედის" მარჯვენა მცველი შემდეგი 10 წლის განმავლობაში."
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოუგებელი სერია დაასრულა და "ფულემი" საკუთარ სტადიონზე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა. "წითლების" მენეჯერმა აღნიშნულზეც გააკეთა კომენტარი:
"პირველი ტაიმი ძალიან ძალიან კარგი იყო. მოედნის ყველა მონაკვეთში ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვქონდა. მეორე ტაიმში კლაუდიომ თავისი გამოცდილებისა და ცოდნის წყალობით ყველაფერი შეცვალა. წაიკითხა და გაიგო ჩვენი ამოცანები და უფრო და უფრო რთული გახადა ჩვენთვის თამაში. ბევრი ჩვენგანი დაიღალა, თუმცა საერთო ჯამში კარგი შედეგი დავდეთ და კარგი მატჩიც ვაჩვენეთ."