თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2018, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1727,
კომენტარები: 3
ვალენსიას ლონდონელები იწვევენ
ანტონიო ვალენსიას პრემიერ ლიგაში დარჩენას სთავაზობენ.
ვალენსიას ლონდონელები იწვევენ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ანტონიო ვალენსია "ვესტ ჰემის" რადარზე მოექცა.

33 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლოს მოქმედი კონტრაქტი ეწურება და ჟოზე მოურინიოს მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებს.

კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, მას უფლება ეძლევა, ევროპის მასშტაბით მოასპარეზე საფეხბურთო კლუბებთან მოლაპარაკებები აწარმოოს, როგორც პოტენციურმა თავისუფალმა აგენტმა და "ჩაქუჩების" გარდა მისდამი ინტერესს ესპანეთიდან და იტალიიდანაც იჩენენ.

"ვესტ ჰემის" მარჯვენა მცველი პაბლო საბალეტა სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს და მის ჩასანაცვლებლად ლონდონელები ეკვადორელის კანდიდატურას განიხილავენ.

პრემიერ ლიგაში 12 წლის განმავლობაში მოასპარეზე ვალენსია მანუელ პელეგრინის დიდი სიმპათიით სარგებლობს და როგორც კლუბთან დაკავშირებული წყარო იტყობინება, "ოლდ ტრაფორდზე" ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თუ როგორ მოექცნენ ვალენსიას.

ტრავმიანობის გახშირებისა და უთამაშებლობის გამო მოურინიოსა და ვალენსიას არც ისე ხშირი კონტაქტი აქვთ და მოსალოდნელია, რომ ეს ბოლო სეზონი იყოს ვალენსიასთვის "ოლდ ტრაფორდზე".

"იუნაიტედში" ასპარეზობის 9 წლის განმავლობაში კი ანტონიომ 250-მდე მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

წყარო: the sun
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
9 დეკემბერი 2018 11:00
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
შეიძლება ზამენაზე დატოვება,ამათი ამბავი რო ვიცი ამას უფასოდ გაუშვებენ და ზამენის კაცს მერე 40 მილიონად მოიყვანენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: ikeoni
9 დეკემბერი 2018 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ar girs gashveba unda darches
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2018 21:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმ ლაიქმა დაღუპა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top