ჟოზე მორუინიომ "ფულემთან" გასამართი მატჩის წინ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედს" უკვე ოთხი თამაში არ მოუგია.
-ჟოზე, გუნდმა ძალიან დიდი შემართებით ითამაშა ოთხშაბათს "არსენალთან" გამართულ მატჩში. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბიჭებმა იგივე შემართება აჩვენონ შაბათსაც? -ეს ყველაზე მინიმუმია, რაც შეიძლება, რომ ფეხბურთში გააკეთო. როდესაც ყველაფერს დებ მოედანზე და ამ შემართებით თამაშობ, ამ ენთუზიაზმით, ეს ნიშნავს, რომ შენ კლუბს ძალიან დიდ პატივს სცემ, ასევე გულშემატკივრებს და საკუთარ თავს. თუ იბრძვი გამარჯვებისთვის, მაშინ იმსახურებ მოგებას. თუ ამას გააკეთებთ, არ მგონია რომ ვინმეს უფლება დარჩეს შენკენ ხელის გამოშვერის და მითითების იმისა, რომ შენ პროფესიონალი არ ხარ. მაგრამ, რა თქმა უნდა, გამარჯვება გვჭირდება, ისე როგორც გვჭირდებოდა "არსენალთან". ჩვენი შეცდომების გამო სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ კარგი შეგრძნებები დამიტოვა ამ მატჩმა და იმედი მაქვს, რომ შაბათსაც იგივე შემართებით ვიქნებით.
-თქვენ აღნიშნეთ, რომ გუნდის შერჩევა გაგიჭირდებათ, რადგან ძალიან ბევრმა ტრამვებმა იჩინა თავი. რაიმე ხომ არ შეცვლილა? -არა, ზუსტად იგივე ხდება. მე ისევ ველი სიახლეებს ექიმებისგან ანტონი მარსიალის, კრის სმოლინგისა და ფილ ჯონსის შესახებ. მათი თამაში საეჭვოა. მაგრამ ძალიან კარგი შემართებით არიან ბიჭები და დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურს იზამენ. ასე მოხდა კრის სმოლინგის შემთხვევაში „არსენალთან“ და ჯონსის შემთხვევაში „საუთჰემპტონთან“. ასეთი რამეები მნიშვნელოვანია, როცა ამდენი მატჩი გაქვს სათამაშო და თან ბევრი ფეხბურთელი ლაზარეთშია.
-„ფულემი“ მატჩს ახალ მენეჯერთან ერთად ჩაატარებს. თქვენი აზრით როგორ წარიმართება თამაში? -ვფიქრობ, რომ ძველმა მენეჯერმა იდეალური სამსახური გაუწია მათ. მისი წასვლის გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მათ კლაუდიო აიყვანეს და ვფიქრობ, მან ძალიან კარგად იცის ფეხბურთი. ყველა ინფორმაციას ფლობს „პრემიერ ლიგის“ შესახებ. მან იცის როგორ უნდა ითამაშოს ტოპ გუნდების წინააღმდეგ. მისი კონტრშეტევები ყოველთვის საშიშია, რასაც უნფა ვუფრთხილდეთ. რთული მატჩი გველის წინ.
-ალბათ, კლაუდიოსთან შეხვედრას მოუთმენლად ელით. -დიახ. ვფიქრობ, რომ „პრემიერ ლიგაში“ ორი მენეჯერის სახელია ასე ცნობილი. პირველი სერ ალექს ფერგიუსონია, რომელმაც „მანჩესტერს“ ამდენი ტიტული მოაგებინა და მეორე კლაუდიო, რომელმაც „ლესტერი“ ამ სიმაღლეზე აიყვანა. ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ის დაბრუნდა. „პრემიერ ლიგას“ უყვარს ის და მას უყვარს „პრემიერ ლიგა“. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან. ბევრ დროს არ ვატარებთ ერთად, მაგრამ ვმეგობრობთ.