თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2018, 22:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1864,
კომენტარები: 3
"ჩემი წარმატების საიდუმლო? სერ ალექს ფერგიუსონი"
რიო ფერდინანდი "მანჩესტერში" გადმოსვლის პირველ დღეებს იხსენებს.
რიო ფერდინანდი "წითელ ეშმაკებში" 2002 წელს გადავიდა. იმ მომენტისთვის "წითლების" მცველი ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი ფეხბურთელი გახლდათ. ფერდინანდი "იუნაიტედში" "მანჩესტერის" მოსისხლე მტრებისგან "ლიდსიდან" გადმოვიდა. იმ დროისთის აღნიშნულმა ტრანსფერმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა დროთა განმავლობაში რიომ ყველას კრიტიკას პასუხი გასცა და დღეს "წითლების" ლეგენდის სახელითაა ცნობილი. ფერდინანდს მისი საყვარელი გუნდის მაისურით 300 მატჩამდე აქვს ჩატარებული.

როდესაც რიო ფერდინანდს ჰკითხეს თუ რა გახდა მისი წარმატების საიდუმლო, ბრიტანელმა მარტივი პასუხი გასცა: "სერ ალექს ფერგიუსონი."

"როდესაც იუნაიტედში გადმოვედი პირველივე თამაშში კოჭი გადამიბრუნდა, ასე რომ ექვსი კვირა ვერ ვთამაშობდი. შესაბამისად ბევრი დრო მქონდა რომ ქალაქი დამეთვალიერებინა და კარგად გავცნობოდი მანჩესტერს და მემგონი ამ თვალიერებაში ცოტა ზედმეტიც მომივიდა," - აცხადებს ფერდინანდი.

"როდესაც ვარჯიშებზე დავბრუნდი და მოედანზე შევედი, მენეჯერი უკვე იქ იდგა და ფეხბურთელების გამოსვლას ელოდებოდა. უცებ მომიახლოვდა და მითხრა: "რიო, შვილო, მოდი ვისაუბროთ". მე ძალიან დაბნეულად ვუპასუხე: "დიახ, ბოს, რა ხდება?". მან მკითხა თუ როგორ სიამოვნებას ვიღებდი ქალაქისგან, მომწონდა თუ არა ყველაფერი და სადმე თუ ვიყავი გასული. ჩემი პასუხი მარტივი იყო: "დიახ, გულწრფელად რომ გიპასუხოთ რამდენიმე რესტორანი მოვინახულე და ცოტა გავერთე."

"რა თქმა უნდა, მან ყველაფერი იცოდა და მაშინვე მიპასუხა: "ვიცი, რომ რამდენიმეჯერ იყავი ღამის კლუბში. მე ყველაფერი ვიცი. ხალხს ჩემამდე ამბავი მოაქვს, ვერაფერს დამიმალავ. უბრალოდ მინდოდა გამცნობოდი და გაგეგო, რომ ყველაფერი ვიცი შენ შესახებ. ახლა კი ვარჯიშს დაუბრუნდი."

"შოკი მივიღე. ამის შემდეგ ყოველთვის ვაკონტროლებდი კლუბისა და ვარჯიშისთვის გამოყოფილ დროს,"- დაასრულა ფერდინანდმა.

აშკარაა, რომ ფერგიუსონის "დაშინებამ" იმუშავა. რიო ფერდინანდი "წითლების" ლეგენდა გახდა, მოიგო ექვსი "პრემიერ ლიგა", ორი "ლიგის თასი", ერთი "ჩემპიონთა ლიგა".

სერ ალექსს ყველა ასეთი ხასიათით იცნობდა "ოლდ ტრაფორდზე". სწორედ მისი პიროვნების დამსახურებაა "წითლების" "ქამბექის მეფეებად" შერაცხვა.


წყარო: DailyExpress



სტატიები
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
7 დეკემბერი 2018 22:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რიოს და ვიდას ნაირი დუეტი ნეტა ახლა იყოს გუნდში...
0
№2
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2018 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: SANDROGRIGA
რიოს და ვიდას ნაირი დუეტი ნეტა ახლა იყოს გუნდში...

Ra Wyvili gvyavdaa:((❤️
0
№3
ავტორი: The Special One
8 დეკემბერი 2018 13:40
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ბაილის და ლინდელოფს აქვთ იმის პოტენციალი რომ ორივემ უმაღლეს დონეზე ითამაშოს,მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ და გაუვალი კედელი გვეყოლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top