თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2018, 21:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1607,
კომენტარები: 8
"კლუბი ბედნიერია ჟოზეს აქ ყოფნით"
მენდერსის ინტერვიუ "SkySports"-ს.
პრესაში ძალიან ბევრი იწერებოდა მოურინიოს "რეალ მადრიდში" დაბრუნების შესახებ, მაგრამ გულშემატკივრის სასიხარულოდ თუ სამწუხაროდ, აღნიშნული მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა და მეტი არაფერი. აღნიშნულის შესახებ მენდესმა ისაუბრა:

"ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა მოურინიოს "მანჩესტერიდან" წასვლაზე. ეს სრული სიცრუეა. ჟოზე ძალიან ბედნიერია კლუბში და კლუბიც ბედნიერია მისით. მას გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. გუნდისთვის თავდადებულია და ყველაფერს აკეთებს, რათა კლუბი თავიდან ააშენოს."

მოურინიოს წასვლა უამრავმა გულშემატკივარმა მოითხოვა დღევანდელი რთული სიტუაციის გათვალისწინებით. შეგახსენებთ, რომ "წითლები" მერვე ადგილზე არიან და 18 ქულით ჩამორჩებიან "ხმაურიან მეზობლებს".

მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანმა "სამეფო კლუბი" დატოვა, არც "მადრიდელებს" დაადგათ კარგი დღე. ისინი "ლა ლიგაში" მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. შესაბამისად, ბევრი იწერებოდა მოურინიოს "რეალში" დაბრუნებაზე, რაც სრული სიცრუე აღმოჩნდა.

წყარო: SkySports

ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2018 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Aramgonia mtlad Ese iyos saqme
0
№2
ავტორი: Lalana
7 დეკემბერი 2018 22:11
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
თუ ხელმძღვანელობა მართლა ბედნიერია ამ ყველაფრით მაშინ არ ყოფილა საშველი.დაიწერა პოჩეტინოზე,კარგი მწვრთნელია მაურისიო მაგრამ ამდენი წელია ტოტნჰემშია და როგორც მახსოვს ჯერ ერთი თასიც არ მოუგია,ამიტომ რამდენად სწორი იქნება მისთვის გამოსასყიდის გადახდა არ ვიცი.იმედია კონტეზე საერთოდ არ ფიქრობენ,ან თუნდაც ალეგრიზე.ყველაზე კარგი ვარიანტი დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ჟარდიმია და პოჩეტინოსაც მირჩევნია ჩემი სუბიექტური აზრით.საუთჰემტონმა იპოვნა შესაფერისი მწვრთვნელი თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე და ამათ რა ჭირთ?რალფი ლაიფციგის მწვრთნელი იყო და მშვენიერი კონკურენტუნარანი გუნდი ააწყო,თან საკმაოდ შემტევიც.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
7 დეკემბერი 2018 22:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჟოზეს რეალში დაბრნება ძაან მეეჭვება ისედაც
0
№4
ავტორი: Malboro463
7 დეკემბერი 2018 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რა გუნდიცა ტოტე ის მწვრთვნელიცა პოჩნტინო ქათამი. ჟოზეზე შეშინებლი და დედალია იმენა. გუნდი წინ ვერ წაწია ამდენი წელია
0
№5
ავტორი: Human
8 დეკემბერი 2018 10:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
ციტატა: Malboro463
რა გუნდიცა ტოტე ის მწვრთვნელიცა პოჩნტინო ქათამი. ჟოზეზე შეშინებლი და დედალია იმენა. გუნდი წინ ვერ წაწია ამდენი წელია



გასაგებია მეგობარო რო პაჩეტინოს თასი არ მოუგია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ წელს ტრასნფერი საერთოდ არ გაუკეთებიათ და ახალი ფეხბურთელი არ დაუმატებიათ მოახერხა და მაინც სტაბილურად ათამაშებს გუნდს და 4ეულში შესვლის რეალური შანსები აქვთ ჩვენგან განსხვავებით. საერთოდ არ მახსენდება შემთხვევა ბოლო 10-20 წლის განმავლობაში იმხელა კალიბრის გუნდს, როგორიც ტოტენჰემია რო ფეხბურთელი არ ეყიდათ.

ლიგაზეც ბოლო წლებია სტაბილურად ათამაშებს ტოტეჰემს და ალბათ ჯგუფიდანაც გავა, ვნახოთ რა მოხდება. ტოტენჰემი ბოლო წლებში ძაან შეკრა, ყველა პოზიციაზე ბალანსი აქვს შენარჩუნებული, აქვს გამოცდილება ახალგაზრდებთან მუშაობის, შემტევ ფეხბურთს ათამაშებს და ჩემი სუბიექტური აზრით მანჩესტერში, რო მოვიდეს და მისცენ თანხა ძაან კაი გემრიელ და კამფეტ გუნდს შეგვიკრავს და რატო ხართ ესე სკეპტიკურად განწყობილები ვერ ვხვდები.

მოუს მადლობელი ერთთადერთი იმიტო ვარ რო იყიდა ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან: პოგბა, ლუკაკუ, სანჩესი, ფრედი, ბაი, ლინდელოფი, დალოტი, მატიჩი. თუ რეალურად შევხედავთ ესეთი კარგი ტრანსფერები ბაბუს მერე პირველად გაიჩარხა დარწმუნებული ვარ რო ეს ბიჭები თუ გაჩერდებიან ჩვენთან სხვა მწვრთნელის ხელში ძაან კარგად გაიხსნებიან და კაი შედეგსაც დადებენ.
0
№6
ავტორი: Lalana
8 დეკემბერი 2018 12:46
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
Human-ერთია რომ კარგი გუნდი შეკრას და კარგი ფეხბურთი ათამაშოს,მაგრამ მეორე რამდენად ვიბრძოლებთ თასებსთვის,ეგ კიდევ ცალკე საკითხია.ტოტენჰემი ააწყო და კარგ გუნდად ჩამოაყალიბა მაგრამ ერთი სანაგვეზე გადასაგდები თასიც კი ვერ მოიგო ამ ხნის განმავლობაში.აქ ხომ პრემიერლიგაზე ან ჩემპიონთა ლიგაზე არ არის საუბარი,მაგრამ ამის კარგი შანსიც ჰქონდა როდესაც ლესტერი გახდა ჩემპიონი,ორი კონკურენტი ყავდა არსენალისა და ლესტერის სახით მაგრამ მაშინაც ვერ გაქაჩა.თან თუ თამაშის ხარისხზეა საუბარიი ძაან ბევრი სვარკა თამაშები მინახავს ტოტენჰემის შესრულებით და არ ვფიქრობ სწორი იყოს მასში ამხელა თანხის გადახდა როდესაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეგვიძლია უკეთესი კალიბრის მწვრთვნელის მოყვანა
0
№7
ავტორი: The Special One
8 დეკემბერი 2018 13:11
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
პოჩეტინო აკვდება ტოტენჰემს და მაგაზე დიდ გუნდს არ იმსახურებს :) არასდროს ამ გუნდის ამბიცია არ არის ჩემპიონობა,ყოველთვის მხოლოდ ოთხეული და ჩემპ ლიგიდან ჯგუფიდან გასვლა.ჩვენ გვჭირდება რეალურად ამბიციური და ავტორიტეტული მწვრთნელი,ამის მთავარი კანდიდატი არის ზიდანი,ასევე არის ჟარდიმი,შეიძლება ისეთი ავტორიტეტული არა როგორც ზიზუ მარა რა შედეგები დადო მონაკოთი კი იცით ყველამ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: Human
8 დეკემბერი 2018 15:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
ციტატა: Lalana
Human-ერთია რომ კარგი გუნდი შეკრას და კარგი ფეხბურთი ათამაშოს,მაგრამ მეორე რამდენად ვიბრძოლებთ თასებსთვის,ეგ კიდევ ცალკე საკითხია.ტოტენჰემი ააწყო და კარგ გუნდად ჩამოაყალიბა მაგრამ ერთი სანაგვეზე გადასაგდები თასიც კი ვერ მოიგო ამ ხნის განმავლობაში.აქ ხომ პრემიერლიგაზე ან ჩემპიონთა ლიგაზე არ არის საუბარი,მაგრამ ამის კარგი შანსიც ჰქონდა როდესაც ლესტერი გახდა ჩემპიონი,ორი კონკურენტი ყავდა არსენალისა და ლესტერის სახით მაგრამ მაშინაც ვერ გაქაჩა.თან თუ თამაშის ხარისხზეა საუბარიი ძაან ბევრი სვარკა თამაშები მინახავს ტოტენჰემის შესრულებით და არ ვფიქრობ სწორი იყოს მასში ამხელა თანხის გადახდა როდესაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეგვიძლია უკეთესი კალიბრის მწვრთვნელის მოყვანა



ლესტერი რო გაჩემპიონდა მაშინ პოჩეტინო თუ არ ვცდები 2 წლის მოსული იყო და ჯერ ბოლომდე გუნდი გამართული არ ყავდა. 1-2 წელიც ალბათ და უკეთეს დონეზე აიყვანს გუნდს პოჩეტინო. ნუ ეს ჩემი აზრია და მე პირადად ძაან მომწონს.

რეალიდან მაგალითს რატო არ იღებენ? დაინიშნენ ყოფილი ფეხბურთელები ზიზუ და სოლარი. ზიზუმ გაოცა კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიო და აი სოლარიც დადებით შედეგს დებს ამ ეტაპზე რონალდუს გარეშე. არ ვიცი სამომავლოდ რა ბედი ეწევა სოლარის მაგრამ ჩვენთან რატო არ მოდიან ფერგის ბიჭები მწვრთნელებად? გიგზი, სქოულზი, ნევილი, ვიდა, ფერდინანდი რამდენი არიან კიდე რო ჩამოვთავალო. რატო არ ეძლევათ შანსი დაინიშნონ მწვრთნელებად?? ნუ გიგზს ჰქონდა შანსი მაგრამ პრქტიკის არ ქონის გამო დანიშნეს მოურინიო, მაგრამ აი როგორ დავიჯერო რო ფერდინანდს ან სქოულზს ურჩევნიათ ტელევიზორში ჯდომა და გუნდის გაკრიტკიკება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top