თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2018, 21:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1693,
კომენტარები: 4
"იმუშავე მეტი - მიიღე შედეგი"
მარკუს რეშფორდის ვრცელი ინტერვიუ
მარკუს რეშფორდი საკმაოდ პოზიტიურადაა მომავლისადმი განწყობილი. მისი ინტერვიუდან გამომდინარე, ყველაზე მინიმალური, რაც შეიძლება გულშემატკივრებმა "წითლებისგან" მიიღონ მოედანზე ყველაფრის დატოვებაა.

ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერლების" 10 ნომერი შეაქო "საუთჰემპტონთან" ჩატარებული თამაშის გამო. შეგახსენებთ, რომ რეშფროდმა ლუკაკუსა და ერერას გოლებში მიიღო მონაწილეობა.

რეშფორდმა "მანჩესტერს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ ამ რთულ სიტუაციაშიც განარგძობს მუშაობას და გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს.

"ჩვენ ძალიან რთული პერიოდის გავლა გვიწევს. "მანჩესტერი" ამჯერად ნამდვილად არ არის თავისი ფორმის პიკში, ასე რომ რაც დაგვრჩენია საკუთარ თავზე მუშაობაა."

"ჩემს გონებაში სულ ერთი რამ ტრილებს: რაც არ უნდა მოხდეს, მოედანზე 110 პროცენტი უნდა დავდოთ, რათა მოედნიდან გამოსვლისას არანაირი სინანული არ ვიგრძნოთ. არანაირი საიდუმლო არ არსებობს, მხოლოდ ერთი რამ არის გასაკეთებელი: თუ მუშაობ საკუთარ თავზე, და თუ ძალიან ბევრს მუშაობ მაშინ მიღებ იმ შედეგს რაც გსურს. მე ყოველთვის ამას ვაკეთებ, მითმეტეს მაშინ, როცა არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაში ვარ."

"ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ბევრი მუშაობით მოდის. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ განვითარებას, რადგან ეს არის ერთადერთი წარმატების საიდუმლო. ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები უნდა ვიყოთ ყოველ წუთს - ესაა ერთადერთი გამოსავალი."

მიუხედავად გუნდის წარუმატებლობისა "იუნაიტედის" გულშემატკივრები ყველაფერს აკეთებენ, რათა გუნდს გვერდში დაუდგნენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია ფეხბურთელების თავდადებაც, რომლებიც მიუხედავად დაზინაბებებისა მაინც თამაშობენ.

"ვიცი, რომ გულშემატკივრებს ძალიან სურთ ჩვენი გამარჯვება. ჩვენც ძალიან გვინდა მათთვის მოგება. ჩვენ გვაქვს სხვა გუნდების დამარცხების შესაძლებლობა, უბრალოდ ყველაფერს ერთად უნდა მოვუყაროთ თავი. მარტივი სათქმელია, მაგრამ რთული გასაკეთებელი."

"ახლა ნამდვილად რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავჩერდებით, ან განვითარებას შევწყვეტთ. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,"-დაასრულა რეშფორდმა.


წყარო: ManUtd.com




ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: devidi
7 დეკემბერი 2018 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ბიჭი პოზიტივი, request ყველა ეგრე რომ ფიქრობდეს ეხლა მინიმუმ ოთხეულში ვიქნებოდით
1
№2
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2018 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Namdvilad ar aklia shemarteba da mondomeba❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
7 დეკემბერი 2018 22:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბოლო ორი თამაში მართლა კარგი იყო მარკუსი
0
№4
ავტორი: The Special One
8 დეკემბერი 2018 13:36
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ერთი ერთზე თამაში უნდა დახვეწოს,დანარჩენი სისწრაფე და შორიდან გასროლები არ ეშლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top